იტალიური ენა

(გადამისამართდა გვერდიდან იტალ.)


იტალიური ენა (თვითსახელრქმევა lingua italiana, ან italiano) — იტალიელთა და შვეიცარიის სამხრეთში იტალო-შვეიცარიელთა ენა. გარდა ამისა, იტალიურს მშობლიურად ენად აცხადებს მოსახლეობის საკმაოდ არცთუ მცირე რიცხვი დალმაციასა (ყოფილი იუგოსლავია, დღევანდელი ხორვატიის ერთ-ერთი კუთხე) და კუნძულ კორსიკაზე.

იტალიური ენა
italiano, lingua italiana
გავრცელებულია იტალიის დროშა იტალია
შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სან-მარინოს დროშა სან-მარინო
ვატიკანის დროშა ვატიკანი
აშშ-ის დროშა აშშ
გერმანიის დროშა გერმანია
არგენტინის დროშა არგენტინა
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ბელგიის დროშა ბელგია
ეთიოპიის დროშა ეთიოპია
სომალის დროშა სომალი
ლიბიის დროშა ლიბია
მალტის დროშა მალტა
როგორც რეგიონალური სლოვენიის დროშა სლოვენია
ხორვატიის დროშა ხორვატია
მონაკოს დროშა მონაკო
მოლაპარაკეთა რაოდენობა 60 მლნ.
ოფიციალური სტატუსი ევროპის კავშირი
იტალიის დროშა იტალია
დროშა: შვეიცარია შვეიცარია
სან-მარინოს დროშა სან-მარინო
ვატიკანის დროშა ვატიკანი
მალტის დროშა მალტა
ხორვატიის დროშა ხორვატია
სლოვენიის დროშა სლოვენია
ლინგვისტური კლასიფიკაცია ინდოევროპული ენები

იტალიკური ენები

რომანული ენები
იტალო-დალმატური
იტალიური
დამწერლობის სისტემა ლათინური (იტალიური ვარიანტი)
ენის კოდები ISO1: it
ISO2: ita
ISO3: ita
ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-it}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიაიტალიური ენა

ზოგადი ცნობები

რედაქტირება

იტალიური ენა მიეკუთვნება რომანულ ენებს, რომელშიც აგრეთვე შედის ესპანური, ფრანგული, პორტუგალიური, რუმინული და ზოგი სხვა ნაკლებადგავრცელებული ენა.

რომანული ენები არის ერთ-ერთი შტო ინდოევროპული ენების ოჯახისა.

რომანულ ენებში იტალიური განეკუთვნება იტალურ-რომანულ ენების ჯგუფს.

რომანული ენების ჯგუფი თავის დასამაბს იღებს ხალხური ლათინურიდან, ანუ იმ ენიდან, რომელზედაც ლაპარაკობდნენ რომის იმპერიაში შემავალი ხალხები.

ენად ჩამოყალიბების გზა

რედაქტირება

იტალიური ენის ფორმირების პროცესი დაახლოებით XVIII საუკუნის შუა ხანებში დასრულდა. ისტორიულად იტალიურის ენად ჩამოყალიბების პროცესი იმ პერიოდში მიმდინარეობდა, როცა ქვეყნის კულტურული ცხოვრების ცენტრი ცენტრალური იტალია, კერძოდ კი უპირატესად ტოსკანის მთავარი ქალაქი, - ფლორენცია გახდა. ფლორენცია არის მშობლიური კუთხე დანტე ალიგიერის, ფრანჩესკო პეტრარკასა და ჯოვანი ბოკაჩოსი. სწორედ ამ მწერლების შემოქმედებამ ითამაშა გადამწყვეტი როლი იტალიის საერთო ლიტერატურული ენის ჩამოყალიბებაში, ანუ იტალიური სალიტერატურო ენა ჩამოყალიბდა ტოსკანური დიალექტის, კერძოდ ფლორენციის კილო-კავის საფუძველზე.

დიალექტები, თუ ენები ?

რედაქტირება

იტალიაში არსებობს ბევრი ადგილობრივი დიალექტი, რომლებიც ისე ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომ იტალიურის, როგორც საერთოსახელმწიფოებრივი ენის არარსებობის შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა იტალიის რესპუბლიკის ერთიანი და გამართული ფუნქციონირება. ადგილობრივ დიალექტებზე საუბრობენ გლეხები, რომლებიც თავიანთი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ნაკლებად მობილურნი არიან. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ დიალექტების გავლენა იგრძნობა განათლებული იტალიელების მეტყველებაში, უმთავრესად კი წარმოთქმაში.

რიგი დიალექტებისა, როგორებიცაა რომის, ვენეციის, ნეაპოლის დიალექტები უკვე კარგა ხანია ჩამოყალიბდნენ ლიტერატურულ დიალექტებად, ან ენებად. მათზე წერენ რომანებს, ლექსებს, გამოდის პერიოდიკა. ასე მაგალითად XVIII საუკუნის იტალიელი მწერლის, დრამატურგისა და ლიბრეტისტის კარლო გოლდონის პიესები დაწერილია ვენეციის დიალექტზე, ხოლო ნეაპოლიტანურ დიალექტზე წერს თანამედროვე დრამატურგი, რეჟისორი, იტალიის საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწე ედუარდო დი ფილიპო.

იტალიური ენის გარდა ლიტერატურა გამოდის მის ცალკეულ დიალექტებზეც, რაც არანაირად არ უშლის ხელს იტალიურ ენას იტალიის საერთო სახელმწიფოებრივ ენად ფუნქციონირებაში.

ოფიციალური ენა:

გავრცელების არეალი:

იტალია, შვეიცარია, სან-მარინო, ვატიკანი, აშშ, გერმანია, არგენტინა, საფრანგეთი, ბელგია, ეთიოპია, სომალი, ლიბია, მალტა .

ფონეტიკა

რედაქტირება
იტალიური თანხმოვნები საარტიკულაციო (წარმოთქმის)
ადგილის მიხედვით
[1]
ბილაბიალი
წყვილტუჩისმიერები
ლაბიოდენტალი
ტუჩკბილისმიერები
ალვეოლარი პოსტალვეოლარი პალატალი
შუაენისმიერები
ველარი
უკანაენისმიერები
ნაზალი
ცხვირისმიერები
m n ɲ
პლოზივი p, b , k, ɡ
აფრიკატი t̪s̪, d̪z̪ ,
ფრიკატი f, v s, z ʃ
ტრელი r
ლატერალი l ʎ
აპროქსიმანტი j w

მორფოლოგია

რედაქტირება

არტიკლი (Articolo)

რედაქტირება

იტალიურ ენაში არსებითი სახელის წინ ყოველთვის დგას ერთგვარი დამხმარე სიტყვა, რომელიც ამ არსებითისავე ნაწილს წარმოადგენს, და მიუთითებს მის გრამატიკულ სქესსა და რიცხვზე.

არტიკლის გარეშე მდგარი არსებითის სახელი ხშირ შემთხვევაში გაუგებარს ხდის წინადადების აზრს, და პირიქით უარსებითოდ არტიკლს არანაირი ფუნქცია არ ექნებოდა.

განსაზღვრული არტიკლი

რედაქტირება
Articolo determinativo, ან განსაზღვრული არტიკლი
მხოლობითი რიცხვი
singolare
მრავლობითი რიცხვი
plurale
მამრობითი სქესი
maschile
il i
მდედრობითი სქესი
femminile
la le

განუსაზღვრელი არტიკლი

რედაქტირება
Articolo indeterminativo, ან განუსაზღვრული არტიკლი
მხოლობითი რიცხვი
singolare
მრავლობითი რიცხვი
plurale
მამრობითი სქესი
maschile
un (déi)
მდედრობითი სქესი
femminile
una (délle)

არსებითი სახელი (Sostantivo)

რედაქტირება

არსებითი სახელის სქესი და რიცხვი

რედაქტირება

ზედსართავი სახელი (Aggettivo)

რედაქტირება

ზედსართავი სახელის სქესი და რიცხვი

რედაქტირება

ზედსართავი სახელის მრავლობითი რიცხვი

რედაქტირება

ზედსართავი სახელი ადგილი განსაზღვრების ფუნქციით

რედაქტირება

-co, -go, -ca, -ga -ზე დამთავრებული არსებითი და ზედსართავი სახელები

რედაქტირება

ფრაზები და სიტყვები

  • გამარჯობა - Buon giorno; Salve
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Benvenuto; Benvenuti
  • გმადლობთ - Grazie
  • კი / არა - Si / No
  • გეთაყვა - Per favore; Per piacere; Prego
  • ნახვამდის - Arrivederci; Ciao

რიცხვები

  • 1 - uno, 2 - due, 3 - tre, 4 - quattro, 5 - cinque, 6 - sei, 7 - sette, 8 - otto, 9 - nove, 10 - dieci

ლიტერატურა

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება