რური (მდინარე)
რური (გერმ. Rur, ნიდერლ. Roer) — მდინარე ბელგიაში, გერმანიასა და ნიდერლანდებში. მდინარე მაასის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 170 კმ, აუზის ფართობი 2340 კმ². 90 % გერმანიის ტერიტორიაზეა. სათავე აქვს ბელგიაში, ზღვის დონიდან 660 მ სიმაღლეზე. ქალაქ მონშაუს სამხრეთით იჭრება გერმანიის ტერიტორიაზე, მიედინება აიფელის მასივის ჩრდილოეთი ნაწილის გასწვრივ. ქმნის ხელოვნურ ტბას — რურშტაუ-ზეეს. ქალაქ რურმონდის რაიონში მარჯვნიდან ერთვის მაასს. ქვემო დინება კაშხლებით არის რეგულირებული. ზამთარსა და გაზაფხულზე დამახასიათებელია წყალმოვარდნა. გამოყენებულია ნავების სადგომად. ნაპირზე გაშენებულია არაერთი ქალაქი.
რური | |
---|---|
ქვეყანა |
ბელგია გერმანია ნიდერლანდები |
სიგრძე | 170 კმ |
აუზის ფართობი | 2340 კმ² |
რური ვიკისაწყობში |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- www.rur.nrw.de (გერმანული)
- gak-rur.wver.de დაარქივებული 2007-07-08 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)