ინგრიდა შიმონიტე (ლიეტ. Ingrida Šimonytė; დ. 15 ნოემბერი 1974, ვილნიუსი, ლიტვის სსრ, სსრკ) — ლიეტუველი სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი, ეკონომისტი. ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი 2020 წლის 24 ნოემბრიდან. ლიტვის ფინანსთა მინისტრი 2009-2012 წლებში. ლიეტუვის პრეზიდენტობის კანდიდატი 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. პირველ ტურში მიიღო ხმების 31,43 % და დაიკავა პირველი ადგილი, ხოლო მეორე ტურში მხოლოდ 33,28 % მიიღო და დამარცხდა გიტანას ნაუსედასთან.

ინგრიდა შიმონიტე
ინგრიდა შიმონიტე
შიმონიტე 2019 წელს
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა24 ნოემბერი, 2020
პრეზიდენტი  გიტანას ნაუსედა
წინამორბედისაულიუს სკვერნელისი

ლიეტუვის ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 ივლისი, 2009 – 13 დეკემბერი, 2012
პრეზიდენტიდალია გრიბაუსკაიტე
წინამორბედიალგირდას შემეტა
მემკვიდრერიმანტას შაჯიუსი

დაბადებული15 ნოემბერი, 1974 (1974-11-15) (50 წლის)
ვილნიუსი, ლიტვის სსრ, სსრკ
განათლებავილნიუსის უნივერსიტეტი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ინგრიდა შიმონიტე დაიბადა 1974 წლის 15 ნოემბერს ქალაქ ვილნიუსში. დაასრულა ვილნიუსის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით. ბიზნეს-ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლაში.

1997-2001 წლებში მუშაობდა ლიეტუვის ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო განყოფილებაში. 2004-2009 წლებში ფინანსთა სამინისტროს მდივანია. 2013 წელს დანიშნეს ლიეტუვის ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ. პარალელურად ასწავლიდა ეკონომიკას საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტში. თანამდებობიდან გადადგა 2016 წელს, რადგან აირჩიეს ლიეტუვის სეიმის წევრად ვილნიუსიდან.

2018 წლის 4 ნოემბერს გაიმარჯვა პრაიმერიზში და გახდა ლიეტუველი ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატი 2019 წლის 12 მაისის არჩევნებზე.

2020 წლის 24 ნოემბერს ლიეტუვის სეიმმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა. მისი კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოს ქვეყნის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ წარუდგინა. ინგრიდა შიმონიტეს კანდიდატურას 62 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 წინააღმდეგი იყო, 41-მა თავი შეიკავა[1].

დაოჯახებული არაა, არ ჰყავს შვილები. გარდა ლიეტუვური ენისა თავისუფლად ფლობს ინგლისურს, რუსულსა და პოლონურს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება