გიტანას ნაუსედა (ლიეტ. Gitanas Nausėda; დ. 19 მაისი, 1964, კლაიპედა, ლიტვის სსრ, სსრკ) — ლიეტუველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი, ბანკირი და უნივერსიტეტის მასწავლებელი. ლიეტუვის პრეზიდენტი 2019 წლის 12 ივლისიდან.

გიტანას ნაუსედა
გიტანას ნაუსედა
ლიეტუვის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა12 ივლისი, 2019
წინამორბედიდალია გრიბაუსკაიტე

დაბადებული19 მაისი, 1964 (1964-05-19) (60 წლის)
კლაიპედა, ლიტვის სსრ
ეროვნებალიეტუველი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1964 წლის 19 მაისს კლაიპედაში. 1970-1981 წლებში სწავლობდა კლაიპედის მეხუთე საშუალო სკოლაში. 1981 წელს ვერ შეძლო ვილნიუსის უნივერსიტეტში შესვლა და სწავლობდა სანტექნიკოსად კლაიპედის აფთიაქში. 1982-1987 წლებში სწავლობდა ვილნიუსის ინივერსიტეტის მრეწველობის ეკონომიკის ფაკულტეტზე.

1987-1989 წლებში ეკონომიკის ფაკულტეტის ასპირანტია. 1987-2004 წლებში ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის პედაგოგი. 1990-1992 წლებში პრაქტიკას გადის გერმანიის მანჰეიმის უნივერსიტეტში. 1996-2000 წლებში ლიეტუვის ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორია. 1998 წელს სტაჟირებაზეა ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკში.

2004-2009 წლებში პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის მრჩეველია.

დაოჯახებულია, ჰყავს ორი ქალიშვილი[1]. მშობლიური ენის გარდა ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს[2].

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

2004 წელს მხარ დაუჭირა ვალდას ადამკუსის საარჩევნო კამპანიას.

2018 წლის 17 სექტემბერს წამოაყენა თავისი კანდიდატურა 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. პირველ ტურში მიიღო ხმების 30,95 % და დაიკავა მეორე ადგილი, ხოლო მეორე ტურში გაიმარჯვა და ქვეყნის მეთაურის პოსტი 2019 წლის 12 ივლისს დაიკავა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი:
დალია გრიბაუსკაიტე
ლიეტუვის პრეზიდენტი

2019 – დღემდე
შემდეგი: