მუჰამედ დეიფი
მუჰამედ დეიფი ( არაბ. محمد الضيف დაბ. მუჰამედ დიაბ იბრაჰიმ ალ-მასრი ( არაბ. محمد دياب إبراهيم المصري , ასევე ცნობილი როგორც აბუ ხალიდი ; დ. 12 აგვისტო, 1965, ხანი იუნისი, ღაზას სექტორი — გ. 13 ივლისი, 2024) — პალესტინელი სამხედრო მეთაური, 2002 წლიდან ისლამისტური ორგანიზაცია ჰამასის სამხედრო ფრთის მეთაური. მას მიანიჭეს განსაკუთრებული მნიშვნელობის გლობალური ტერორისტის სტატუსი. მუჰამედ დეიფი ისრაელში ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ტერორისტად, რომელიც პირადად გეგმავდა ათეულობით ტერორისტულ თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
მუჰამედ დეიფი | |
---|---|
მშობლიური სახელი | არაბ. محمد الضيف |
დაბადების სახელი | محمد المصري — მუჰამედ ალ-მასრი |
დაბადების თარიღი |
12 აგვისტო 1965 ხანი იუნისი, ღაზას სექტორი |
გარდაცვალების თარიღი | 13 ივლისი 2024 |
მოქალაქეობა | პალესტინა |
ალმა-მატერი | ღაზას ისლამური უნივერსიტეტი |
პროფესია | დაჯგუფება ჰამასის ლიდერი |
აქტიური | 2002 —2024 |
მეუღლე(ები) | ვიდად ასფოურა |
შვილ(ებ)ი | 6 |
მოკლეს 2024 წლის 13 ივლისს ავიაიერიშის შედეგად. თუმცა ჰამასი არ ადასტურებს ამ ინფორმაციას. [1] [2]
ბიოგრაფია
რედაქტირებაBBC-ის ცნობით, 2023 წლის მონაცემებით, ისრაელის დაზვერვის სამსახურებს მისი მხოლოდ სამი ფოტო აქვთ. ერთ მათგანზე ის ნიღბით არის გამოსახული, მეორეზე კი მხოლოდ მისი ჩრდილი ჩანს. მესამე ფოტოზე ჩანს მისი სახე ახალგაზრდა ასაკში. მუჰამედ ალ-მასრიმ მიიღო მეტსახელი ალ-დეიფი ( არაბ. . — სტუმარი), ვინაიდან ისრაელის სპეცსამსახურების თვალთვალისა და მკვლელობისგან თავის არიდების მიზნით მრავალი წლის განმავლობაში ღამეს სხვადასხვა სახლებში ატარებდა. [3]
დეიფი იყო პასუხისმგებელი ისრაელელი ჯარისკაცების გატაცებაზე, რომელთა შორის, ყველაზე დიდი რეზონანსი გამოიწვია ნახშონ ვაქსმანის გატაცებამ და მკვლელობამ.
1996 წელს ტერაქტების სერიის შემდეგ, როდესაც ერთ კვირაში 58 მოქალაქე დაიღუპა, დეიფმა იატაკქვეშეთში განაგრძო საქმიანობა. ბევრს სჯეროდა, რომ ის ეგვიპტეში იყო. მაგრამ ორი წლის შემდეგ, იმ მძიმე მდგომარეობის გამო, რომელშიც პალესტინის მებრძოლი ორგანიზაციები აღმოჩნდნენ მათი ლიდერების ლიკვიდაციის შემდეგ, დეიფი კვლავ შეუდგა ღაზას სექტორიდან ტერორისტული თავდასხმებისთვის მზადებას.
ისრაელის სადაზვერვო სამსახურებმა შვიდჯერ სცადეს მისი ლიკვიდაცია, მაგრამ დეიფი ყოველ ჯერზე ახერხებდა თავის დაღწევას. 2002 წელს, მის მანქანას პირდაპირ მოხვდა რაკეტა. შედეგად, დეიფმა დაკარგა თვალი და ხელი. სადაზვერვო სამსახურების ცნობით, მან ასევე დაკარგა ფეხი ერთ-ერთი ტერაქტის დროს. 2006 წელს ისრაელის თავდასხმის შედეგად სახლზე, სადაც მიმდინარეობდა ჰამასის ლიდერების შეხვედრა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის პარალიზებული გახდა და პრაქტიკულად ვერ საუბრობდა.
ისრაელის სადაზვერვო სამსახურების ვარაუდით ისრაელის სამხედროებზე თავდასხმა სუფასა და კერემ შალომის საგუშაგოების მიდამოებში და ჯარისკაცის გილად შალიტის გატაცება 2006 წლის ივნისში დაგეგმილი იყო მოჰამად დეიფის მიერ. ის კვლავ რჩება ჰამასის მებრძოლთა ფრთის დე ფაქტო ლიდერად. მისი გავლენა გაიზარდა 2012 წლის შემოდგომაზე ისრაელის სამხედროების მიერ აჰმედ ჯაბარის მკვლელობის შემდეგ. [4]
2014 წლის 19 აგვისტოს ისრაელის ავიაციამ 3 ბომბი (ერთი ტონა) ჩამოაგდო ღაზის სექტორში მდებარე აჰმედ იასინ დალუს სახლზე, სადაც სავარაუდოდ იმყოფებოდნენ [5] დეიფი და მისი ერთ-ერთი ცოლი ( 27 წლის ), მათი ქალიშვილი ( 3 წლის ) და ვაჟი ( 7 თვის). 21 აგვისტოს ღამეს პალესტინის საინფორმაციო სააგენტომ ღაზაში გამოაქვეყნა სამედიცინო ცნობა, რომლის თანახმად, დეიფი, მისი ცოლი და ვაჟი დაიღუპნენ შიფას საავადმყოფოში ისრაელის სამხედრო ძალების შეტევის შედეგად. ჰამასი ამ ინფორმაციას უარყოფს. [6]
2023 წლის 14 ნოემბრიდან მასზე ვრცელდება დიდი ბრიტანეთის (ქვეყანაში შესვლის აკრძალვა და საბანკო ანგარიშების გაყინვა მათი აღმოჩენის შემთხვევაში) [7] და აშშ-ის სანქციები. [8]
2024 წლის 20 მაისს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ქარიმხანმა მოითხოვა დეიფის დაპატიმრების ორდერი. მას ბრალად ედება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები: ისრაელზე ჰამასის თავდასხმა, მათ შორის განადგურება, მკვლელობა, მძევლების აყვანა, გაუპატიურება და ტყვეობაში სექსუალური ძალადობა. [9] [10] [11]
2024 წლის 13 ივლისს ისრაელელებმა იერიში მიიტანეს სალამეს ვილაზე, რადგან დაზვერვის ვარაუდით დეიფი იქ იმყოფებოდა, [12] სამხედროების გადმოცემით, დეიფი თავდასხმის მსხვერპლი იყო, მაგრამ ვერ დაადგინეს, იყო თუ არა ის რეალურად მოკლული. [13] ჰამასმა თავის მხრივ განაცხადა, რომ დეიფი თავს კარგად გრძნობს და აგრძელებს მოქმედებას. [13] საუდის არაბეთის ტელეარხი „ალ-ჰადასი“ იტყობინებოდა, რომ დეიფი მძიმედ დაშავდა თავდასხმის შედეგად. [14] 21 ივლისს ისრაელმა ოფიციალურად დაადასტურა დეიფის სიკვდილი. [15] [16] 2024 წლის 1 აგვისტოს ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს მისი ლიკვიდაცია. [17] [18]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ЦАХАЛ сообщил о гибели лидера «Хамаса» ад-Дейфа при ударе, «Хамас» отрицает его смерть – Коммерсантъ
- ↑ Новости мира: армия Израиля подтвердила ликвидацию лидера боевого крыла ХАМАС Дейфа – Москва 24, 01.08.2024
- ↑ Raghavan, Sudarsan (2023-01-23). „Mohammed Deif, the shadowy figure who heads Hamas’s military wing“. The Washington Post (ინგლისური). 0190-8286. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-01. ციტირების თარიღი: 2024-03-18.
- ↑ Лапид: «Мы будем искать Мухаммада Дэйфа, и мы найдём его». ციტირების თარიღი: 2024-03-18
- ↑ Израиль подтвердил: мы целились в Дейфа (2014-08-20). ციტირების თარიღი: 2024-03-18
- ↑ В Интернете появилось свидетельство о смерти главного террориста ХАМАСа. ციტირების თარიღი: 2024-03-18
- ↑ Великобритания ввела санкции против лидера ХАМАС в секторе Газа. ციტირების თარიღი: 2024-03-18
- ↑ США и Британия ввели санкции против связанных с ХАМАС людей и организаций. ციტირების თარიღი: 2024-03-18
- ↑ Прокурор МУС запросил ордер на арест Нетаньяху и глав ХАМАС (2024-05-20). ციტირების თარიღი: 2024-08-01
- ↑ Прокурор МУС запросил ордер на арест Нетаньяху и глав ХАМАС (2024-05-20). ციტირების თარიღი: 2024-08-01
- ↑ Прокурор Международного уголовного суда потребовал выдать ордер на арест Биньямина Нетаниягу и трех лидеров ХАМАС (2024-05-20). ციტირების თარიღი: 2024-08-01
- ↑ Израиль нанес удар по югу сектора Газа. Цель — организатор терактов 7 октября Мухаммед Дейф Погиб он или нет — неясно. ХАМАС говорит о десятках погибших и сотнях раненых. ციტირების თარიღი: 2024-07-21
- ↑ 13.0 13.1 «Боец с девятью жизнями». Что известно о Мохаммеде Дейфе - главе военного крыла ХАМАС и одном из организаторов нападения на Израиль?. ციტირების თარიღი: 2024-07-21
- ↑ Нетаньяху: пока нет "абсолютной уверенности", что Мохаммад Дейф был уничтожен. ციტირების თარიღი: 2024-07-21
- ↑ 14 канал: Израиль получил официальное подтверждение смерти Мохаммеда Дейфа. ციტირების თარიღი: 2024-07-22
- ↑ ЦАХАЛ сообщил о гибели лидера «Хамаса» ад-Дейфа при ударе, «Хамас» отрицает его смерть. ციტირების თარიღი: 2024-07-22
- ↑ IDF confirms Muhammad Deif, commander of Hamas’s military wing, was killed in Gaza strike last month. ციტირების თარიღი: 2024-08-01
- ↑ „Israel Says It’s Confirmed Hamas Number Two Deif Was Killed“. Bloomberg (ინგლისური). 2024-08-01. ციტირების თარიღი: 2024-08-01.