21 აგვისტო
თარიღი
21 აგვისტო — გრიგორიანული კალენდრის 233-ე დღე (ნაკიან წლებში – 234-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 132 დღე.
<< | აგვისტო | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
2024 |
დღის მოვლენები
რედაქტირება- 1192 : მინამოტო იორიტომო შოგუნი და იაპონიის დე-ფაქტო მმართველი ხდება.
- 1680 : პუებლოს ინდიელები ესპანელებს სანტა-ფეს ართმევენ, პუებლოს აჯანყებისას.
- 1770 : ჯეიმზ კუკი ფორმალურად აღმოსავლეთ ავსტრალიას ბრიტანეთის მმართველობაში აცხადებს, არქმევს რა ახალ სამხრეთ უელსს.
- 1772 : მეფე გუსტავ III ასრულებს სამხედრო გადატრიალებას საკუთარი თავის ბრწყინვალე დესპოტად მონათვლითა და ახალი კონსტიტუციის მიღებით, რითაც სრულდება შვედეთში ნახევარსაუკუნოვანი საპარლამენტო მმართველობა.
- 1841 : ვენეციური დარაბა დააპატენტა პირველად ამერიკელმა ჯონ ჰამპსონმა.
- 1862 : ვენის შტადტპარკი გაიხსნა.
- 1878 : ამერიკის იურისტთა ასოციაცია (ABA) დაარსდა.
- 1911 : ლუვრიდან მუზეუმის თანამშრომელმა მონა ლიზა მოიპარა.
- 1932 : ვენეციაში პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი ჩატარდა.
- 1942 : ნაცისტური დროშა აღიმართა მთა იალბუზზე.
- 1959 : პრეზიდენტი ეიზენჰაუერი ჰავაის აშშ-ის 50-ე შტატად აცხადებს.
- 1991 : ლატვია საბჭოთა კავშირისგან სრულ დამოუკიდებლობას აცხადებს.
- 1991 : სამხედრო გადატრიალების მცდელობა მიხეილ გორბაჩოვის წინააღმდეგ წარუმატებლად მთავრდება.
- 2008 : ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში რევაზ მინდორაშვილმა ოქროს, ხოლო ოთარ თუშიშვილმა და გიორგი გოგშელიძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. შედეგად, საქართველოს დღემდე ექვსი ოლიმპიური მედალი აქვს.
- 2013 : NASA-მ ასტეროიდების საძებნელად კვლავ აამოქმედა ფართო კუთხის ინფრაწიტელი ხედვის ზონდი.
- 2017 : აშშ-ის კონტინენტური ნაწილის გარკვეულ ტერიტორიაზე მზის სრული დაბნელება დაფიქსირდა, პირველად 1918 წლის შემდეგ.
ამ დღეს დაბადებულნი
რედაქტირება- 1165 : ფილიპ II — საფრანგეთის მეფე
- 1643 : აფონსო VI — პორტუგალიის მეფე
- 1765 : უილიამ IV — დიდი ბრიტანეთის მეფე
- 1789 : კოში, ოგიუსტენ ლუი — ფრანგი მათემატიკოსი
- 1889 : ბერძნიშვილი, მაქსიმე — ქართველი ისტორიკოსი
- 1891 : ტორო, ემილიანო მერკადო დელ — უხუცესი ადამიანი დედამიწაზე
- 1902 : ალექსანდრე ომიაძე — ქართველი მსახიობი
- 1902 : ვანდა შიუკაშვილი — ქართველი პიანისტი და პედაგოგი
- 1914 : კონსტანტინე ხუციშვილი — ქართველი მხატვარი, პედაგოგი
- 1925 : ვიდელა, ხორხე რაფაელ — არგენტინის ყოფილი დიქტატორი
- 1936 : რადიშ თორდია — ქართველი მხატვარი, ფერმწერი
- 1959 : ქეთევან აბულაძე — ქართველი მსახიობი
- 1963 : მუჰამედ VI — მაროკოს მეფე
- 1972 : ნინო ქათამაძე — ქართველი მომღერალი და სიმღერების ავტორი
- 1984 : ალიზე — ფრანგი მომღერალი, მოცეკვავე და მუსიკოსი
ამ დღეს გარდაცვლილნი
რედაქტირება- 1157 : ალფონსო VII — კასტილიის მეფე
- 1762 : ლედი მერი ვორტლეი მონტეგიუ — ინგლისელი მწერალი
- 1940 : ლევ ტროცკი — ბოლშევიკი რევოლუციონერი
- 1943 : პონტოპიდანი, ჰენრიკ — დანიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი
- 1979 : ჯუზეპე მეაცა — იტალიელი ფეხბურთელი
- 1982 : სობჰუზა II — სვაზილენდის მეფე
- 1983 : ოთარ თევდორაძე — ქართველი კომპოზიტორი
- 1997 : იური ნიკულინი — რუსი საბჭოთა კინოსა და ცირკის მსახიობი
- 2005 : ჰამიდ ღულადი - უზბეკი მწერალი
დღესასწაულები
რედაქტირება- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასხვა თვეები: