ჰავაი
ჰავაი (ინგლ. Island of Hawai'i) — ვულკანური კუნძული, ჰავაის კუნძულების უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მდებარეობს წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. მისი ფართობი შეადგენს 4028 კვადრატულ მილს (10 432 კმ²) და ფართობის მხრივ აშშ-ში პირველი ადგილი უკავია, ხოლო მსოფლიოში 76-ე ადგილს იკავებს. ეს კუნძული შედის ჰავაის ოლქის შემადგენლობაში, რომელიც ჰავაის შტატის ერთ-ერთი ოლქია. ჰავაის ხშირად „დიდ კუნძულს" უწოდებენ. ეს ტერიტორიები პირველად კაპიტანმა ჯეიმზ კუკმა აღმოაჩინა.
გეოგრაფია
რედაქტირებაკუნძულის მთელი ტერიტორია დაფარულია მნიშვნელოვანი და მოქმედი ვულკანებით, სწორედ ამიტომ ჰავაის ყოფენ ხუთ გეოლოგიურ ზონად. კუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს ჰავაის ვულკანების ეროვნული პარკი. აქ ყველაზე მაღალი წერტილია ვულკანი მაუნა-კეა 4205 მეტრი ზღვის დონიდან.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 587.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- კუნძული ჰავაი დაარქივებული 2011-04-28 საიტზე Wayback Machine.
- ჰავაიდაარქივებული 2011-06-15 საიტზე Wayback Machine.