ალიზე ჟაკოტე (ფრანგ. Alizée Jacotey; დ. 21 აგვისტო, 1984, აიაჩო), უფრო მეტად ცნობილი როგორც ალიზე (Alizée) — ფრანგი მომღერალი, მოცეკვავე და მუსიკოსი.

ალიზე

2013 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ალიზე ჟაკოტე
დაბ. თარიღი 21 აგვისტო, 1984 (1984-08-21) (39 წლის)
დაბ. ადგილი აიაჩო, კორსიკა, საფრანგეთი
ჟანრ(ებ)ი ფრანგული პოპი, როკი, ელექტრონიკა, ცეკვა
საქმიანობა მომღერალი, მოცეკვავე, მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, სინთეზატორი
აქტიური 2000–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Universal Music, Polydor, RCA, Wisteria Song, Sony Music Entertainment
ხელმოწერა
საიტი alizee-officiel.com
ალიზე ვიკისაწყობში

დაიბადა და გაიზარდა აიაჩოში (კორსიკა). 1999 წელს მონაწილეობა მიიღო ტანალტ შოუში „Graines de Star“, რომელში გამარჯვების შემდეგაც მისით მილენ ფარმერი დაინტერესდა. მასთან და ლორან ბუტონასთან თანამშრომლობის დროს გამოუშვა ალბომების სერია, რომლებმაც ძირითად პოპულარულ მუსიკაში ლირიკული შემცველობის საზღვრების გაფართოებითა და მუსიკალურ ვიდეოებში გამართული წარმოდგენებით, რომლებიც NRJ-ის, Europe 1-ის, MTV-ის, Virgin Radio-სა და სხვა მაუწყებლების სახეებად იქცა, დიდი წარმატება მოუტანეს. კარიერის მანძილზე მისი მრავალი სიმღერა მოხვდა ჩანაწერთა ჩარტების ჰიტების სიების საუკეთესო 25-ეულში, მ.შ. „Moi... Lolita“, „L'Alizé“, „J'en ai marre!“, „Gourmandises“, „Mademoiselle Juliette“, აგრეთვე მისი ქავერ-ვერსიები ისეთი სიმღერებისა როგორიცაა: „La Isla Bonita“, „Parler Tout Bas“, „Les collines“ და „À cause de l'automne“.

ფონოგრამების ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაციისა და ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატის მიხედვით, ალიზე XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ფრანგი ქალი ხელოვანია.[1] აგრეთვე ითვლება საფრანგეთის საზღვრებს გარეთ ერთ-ერთ ყველაზე მეტად გატანილ მუსიკოსად.[2] მუსიკალური საქმიანობა 2000 წელს დაიწყო. ამჟამად, ჯამში გამოცემული აქვს 6 სტუდიური ალბომი, რომელთაგან პირველი ორის კომპოზიტორია ლორან ბუტონა, ხოლო ტექსტი ავტორი — მილენ ფარმერი. პირველი ალბომი იყო „Gourmandises“,[3] რომელმაც გამოსვლიდან 3 თვეში ბრინჯაოს სერტიფიკაცია მიიღო. 2001 წელს ამ სიმღერის საერთაშორისო დონეზე გაშვებამ წარმატება მოუტანა როგორც საფრანგეთში, ისე უცხოეთში და წლის ყველაზე გაყიდვად ფრანგ ქალ მომღერლად აქცია.[4] ალბომში წარმოდგენილი იყო ალიზეს ყველაზე წარმატებული სინგლი „Moi... Lolita“, რომელმაც ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის რამდენიმე ქვეყანაში პირველი ადგილი დაიკავა; დიდ ბრიტანეთში მან New Musical Express-ის აღიარება მოიპოვა, რომელმაც იგი „კვირის სინგლად“ გამოაცხადა. ეს სიმღერა იშვიათი მაგალითი გახდა იმისა, თუ როგორ შეიძლება უცხოურ ენაზე შესრულებულმა სიმღერამ დაიკავოს მაღალი პოზიციები ბრიტანეთის სინგლების ჩარტში (მიაღწია მე-9 ადგილამდე).

2003 წელს „Gourmandises“-ს მოჰყვა მეორე სტუდიური ალბომი „Mes courants électriques“.[5] მისი გამოსვლის შემდეგ, 2003 წლის ბოლოს, ალიზე გასტროლებზე იმყოფებოდა საფრანგეთში, ბელგიასა და შვეიცარიაში; სულ 43 კონცერტზე გამოვიდა.[6] მეოთხე ალბომი სახელად „Une enfant du siècle2010 წლის 29 მარტს გამოვიდა. ახალი ალბომის, „Elle & lui“-ისათვის 2011 წლის დასაწყისში ალენ შამფორთან ერთად ჩაწერა დუეტი. ახალ სტუდიურ ალბომში „5“ (2013) ორი სინგლი იყო წარმოდგენილი — „À cause de l'automne“ და „Je veux bien“.[7] მოგვიანებით მონაწილეობდა ოლი მერსის ალბომის „Dear Darlin'“-ის ჩაწერაში. გამოდიოდა სატელევიზიო საცეკვაო კონკურსში „Danse avec les stars“ („ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფრანგული ვერსია), სადაც გაიმარჯვა კიდეც. ამ გამარჯვების შემდეგ პასკალ ობისპოსთან თანამშრომლობით გამოუშვა მეოთხე ალბომი „Blonde“ (2014), რომელმაც არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა და გაყიდვებშიც ვერ მიაღწია წარმატებას.[8]

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Snepmusique.com, le site du Snep. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ოქტომბერი, 2013. ციტირების თარიღი: 2020-04-22
  2. Popstars : Coup de théâtre, deux groupes formés, Alizée invitée d'honneur !. Purepeople.com (19 ივნისი, 2013). ციტირების თარიღი: 14 ივლისი, 2014
  3. Gourmandises. amazon.co.uk. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2007.
  4. Cd Of The Week: Alizée. Rfi Musique (2001-01-26). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აპრილი, 2006. ციტირების თარიღი: 2020-04-22
  5. MCE. amazon.com. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2007
  6. Alizee: Le Site Officiel: Concert Dates. alizee.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აპრილი, 2004. ციტირების თარიღი: 1 დეკემბერი, 2004
  7. Village départ sur France 3, liste des invités (Maé, Moire, Alizée, Mothe, Fiori...).. LeBlogTvNews (16 ივნისი, 2013). ციტირების თარიღი: 14 ივლისი, 2014
  8. "Blonde" : Alizée réalise le pire démarrage de sa carrière. chartsinfrance.net. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2019