ლეიბლი
ხმისჩამწერი ლეიბლი (ინგლ. record label) ან უბრალოდ, ლეიბლი — ისეთი კომპანიის შექმნილი ბრენდი ან სავაჭრო ნიშანი, რომელიც აუდიო - და ვიდეოჩანაწერების (მუსიკალური ვიდეოები და კონცერტების ჩანაწერები) წარმოებით, გავრცელებით და პოპულარიზაციით არის დაკავებული. ეს მასალა სხვადასხვა პოპულარულ ინფორმაციის მატარებელზეა მოთავსებული, რომელთა შორისაა ვინილის ფირფიტები, კომპაქტ-კასეტები, კომპაქტ-დისკები, მინი-დისკები, SACD, DVD და სხვა. სახელი "ლეიბლი" ინგლისური სიტყვა label-იდან მომდინარეობს, რაც ქართულად "ქაღალდის ეტიკეტს" ნიშნავს. ეტიკეტებს კი, თავის მხრივ, ვინილის ფირფიტების შუაში აკრავდნენ და ისინი ჩანაწერის შესახებ ზოგად ინფორმაციას შეიცავდნენ.
ძირითადი ლეიბლები წლების მიხედვით
რედაქტირება- 1988–1998 (დიდი ექვსეული)
- 1998–2004 (დიდი ხუთეული)
- 2004–2008 (დიდი ოთხეული)
- 2008–2011 (დიდი ოთხეული)
- გვიან 2011 წლამდე (დიდი სამეული)
- Sony Music Entertainment
- Warner Music Group
- Universal Music Group (EMI-ს UMG-სთან გაერთიანება ელოდება ანტიმონოპოლიური სამსახურის გადაწყვეტილებას[1][2])
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ The big 3 – or why EMI to UMG means SFA. Irish Times (2011-11-11). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-16. ციტირების თარიღი: 2011-11-16.
- ↑ Vivendi in $1.9 Billion EMI Deal. New York Times (2011-11-11). ციტირების თარიღი: 2011-11-16.