სავაჭრო ნიშანი
სავაჭრო ნიშანი (ან სასაქონლო ნიშანი ინგლ. Trademark) — ინტელექტუალური საკუთრების ტიპი, რომელიც გამოისახება ცნობადი ნიშნით, დიზაინით ან გამოსახულებით. სავაჭრო ნიშნით, რომელიც განსხვავებულია, ადვილად შეიძლება სხვადასხვა პროდუქტის ან მომსახურების იდენტიფიცირება.[1]
სავაჭრო ნიშნის მფლობელი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, კომერციული ორგანიზაცია. სავაჭრო ნიშანი შეიძლება მოთავსებული იყოს შეფუთვაზე, ეტიკეტზე, ვაუჩერზე ან თვითონ პროდუქტზე.
სავაჭრო ნიშნად შეიძლება იყოს გამოყენებული სიმბოლოები ™ (სავაჭრო ნიშნის სიმბოლო) და ® (დარეგისტრირებული სავაჭრო ნიშნის სიმბოლო). ამასთან, უკანასკნელის გამოყენება შეიძლება მხოლოდ რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნის მფლობელის მიერ.
საქართველოში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ უფლებებს არეგულირებს:
- საქართველოს კანონი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“;
- სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის — „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს № 05 ბრძანებით დამტკიცებული — „ინსტრუქცია სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“;
- „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის No182 დადგენილება;
- „სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია“ (საქართველო წევრია 1991 წლიდან);
- „ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმების ოქმი“;
- „შეთანხმება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ (საქართველო წევრია 2000 წლიდან);
- საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლი;
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 158-ე მუხლი.