გუსტავ III
გუსტავ III (შვედ. Gustav III, დ. 24 იანვარი [ძვ. სტ. 13 იანვარი], 1746 — გ. 29 მარტი, 1792) — შვედეთის მეფე (1771 წლის 12 თებერვლიდან). ადოლფ ფრედრიკისა და ლუიზა ულრიკა პრუსიელის ვაჟი; ცოლად სოფია მაგდალენა დანიელი ჰყავდა. ვაჟი: გუსტავ IV ადოლფი.
1772 წელს უსისხლო გადატრიალება მოაწყო თავისუფლების ერად წოდებული ლიბერალური რეფორმების შესაწყვეტად და ერთპიროვნული მონარქია აღადგინა.
მის წინააღმდეგ შეთქმულება 1792 წლის 16 მარტს სამეფო ოპერაში გასროლით დასრულდა: მიღებული ჭრილობისგან მეფე 13 დღის შემდეგ გარდაიცვალა სტოკჰოლმში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- შვედეთის სამეფო სახლი დაარქივებული 2009-03-26 საიტზე Wayback Machine.
- დანიის სამეფო სახლი დაარქივებული 2008-03-23 საიტზე Wayback Machine.