ჰამიდ ღულადი (ნამდვილი სახელი და გვარი ჰამიდ უბაიდულას ძე ღულამოვი) (უზბეკ. Hamid G'ulom; დ. 25 აპრილი, 1919, ტაშკენტი — გ. 21 აგვისტო, 2005) — უზბეკი მწერალი. უზბეკეთის სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1969), უზბეკეთის სსრ სახალხო მწერალი (1979), სსრკ სახელმწიფო პრემია (1980), უზბეკეთის სსრ ჰამზას სახელობის სახელმწიფო პრემია (1974). სკკპ წევრი 1955-იდან. ნაწარმოებებს აქვეყნებს 1936-იდან. ავტორია ისტორიულ-რევოლუციური, სოციალურ-ყოფითი და სოციალურ-ფსიქოლოგიური რომანებისა „ჩირაღდანი“ (წიგნი 1-2, 1958–1961), „გზა შენკენ“ (1964), „ტაშკენტელები“ (1967), „მარადისობა“ (1978) და სხვა, აგრეთვე დრამატული ნაწარმოებებისა. 1960 გამოაქვეყნა ინტერნაციონალური შინაარსის ბალადების კრებული „კონტინენტებს არ სძინავთ“. დაჯილდოებულია 2 ორდენით და მედლებით.

ჰამიდ ღულადი
მშობლიური სახელი Hamid G'ulom
დაბადების თარიღი 25 აპრილი, 1919
ტაშკენტი
გარდაცვალების თარიღი 21 აგვისტო, 2005 (86 წლის)

ჯილდოები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება