გიორგი გოგშელიძე
გიორგი ომარის ძე გოგშელიძე (დ. 7 ნოემბერი, 1979, გორი) — ქართველი მოჭიდავე (თავისუფალი სტილი). 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის ( 2016 წელს ტეიმურაზ ტიგიევის პეკინის ოლიმპიადის დოპინგ-ტესტი გადაისინჯა, ყაზახ ათლეტს აკრძალული პრეპარატის მიღება დაუმტკიცდა და ვერცხლის მედალი ჩამოერთვა. შესაბამისად, მასთან დამარცხებული გიორგი გოგშელიძე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა) და 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი.[2] 2001 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, ასევე ვერცხლისა (2006) და ბრინჯაოს (2009, 2010) მფლობელი. ევროპის ჩემპიონი 2001 და 2008 წლებში, ბრინჯაოს პრიზიორი (2006, 2007).
პირადი ინფორმაცია | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დაბ. თარიღი | 7 ნოემბერი, 1979[1] (45 წლის) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დაბ. ადგილი | გორი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სიმაღლე | 183 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ქვეყანა | საქართველო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
გიორგი გოგშელიძის შედეგები 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადაზე:
- 1/8: ალექსეი კრუპნიაკოვი (ყირგიზეთი) - 2:0
- 1/4: საეიდ ებრაჰიმი (ირანი) - 4:1
- 1/2: ტეიმურაზ ტიგიევი (ყაზახეთი) - 2:3*
- III: მიჩელ ბატისტა (კუბა) - 5:0
გიორგი გოგშელიძის შედეგები 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიადაზე:
- 1/8: სალეჰ ემარა (ეგვიპტე) - სუფთა გამარჯვება
- 1/4: ნიკოლაე ჩებანი (მოლდოვა) - 2:0
- 1/2: ჯეიკ უორნერი (აშშ) - 2:2 (წაგება დამატებით პერიოდში)
- III: ყურბან ყურბანოვი (უზბეკეთი) - 6:1
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 73.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიორგი გოგშელიძე დაარქივებული 2012-11-03 საიტზე Wayback Machine. . sports-reference.com.
- გიორგი გოგშელიძე[მკვდარი ბმული].ქართული სპორტი.
- გიორგი გოგშელიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი