სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იალბუზი (მრავალმნიშვნელოვანი).

იალბუზი (რუსულად - Эльбрус, ყაბარდოულად - Ошхомахо, ბალყარულად - Мингитау) — კავკასიონის მთათა სისტემის უმაღლესი მწვერვალი, დაახლოებით 2000 წლის წინ ჩამქრალი სტრატოვულკანია და მდებარეობს გვერდით ქედზე, ყაბარდო-ბალყარეთსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვართან. მისი დასავლეთი (5642 მ) და აღმოსავლეთი (5325 მ) მწვერვალები გაყოფილია ღრმა უნაგირათი. ეს არა მხოლოდ ევროპის უმაღლესი მთაა (იმის მიხედვით თუ სად გადის კონტინენტის საზღვარი), არამედ რუსეთის უმაღლესი წერტილიც.

იალბუზი
იალბუზი
იალბუზი
კოორდინატები: 43°21′18″ ჩ. გ. 42°26′21″ ა. გ. / 43.35500° ჩ. გ. 42.43917° ა. გ. / 43.35500; 42.43917
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული ყაბარდო-ბალყარეთი
სიმაღლე 5642 
ქედი კავკასიონი
ტიპი სტრატოვულკანი (მძინარე)
პირველი ასვლა 1874 ჯგუფი კროუფორდ გრუვის მეთაურობით
უმარტივესი მარშრუტი თოვლით/ყინულზე სვლა
ბოლო ამოფრქვევა ჩვ.წ. 50 ± 50 წელი
იალბუზი — რუსეთი
იალბუზი
იალბუზი — ყაბარდო-ბალყარეთი
იალბუზი

იალბუზი წარმოადგენს ძირითადად ანდეზიტებით აგებულ კონუსს ჩამქრალი ვულკანისა, რომელიც დგას გრანიტისა და კრისტალური ფიქალის ფუნდამენტზე. დაფარულია თოვლისა და ყინულის საფარით, საიდანაც ყველა მიმართულებით ეშვება 54 მყინვარი. მათ შორის უდიდესებია: დიდი აზაუ, ირიკი, ტერსკოლი. მყინვარების საერთო ფართი 134 კმ²-ია.

იალბუზის აღმოსავლეთ მწვერვალზე პირველად ავიდა ყაბარდოელი კ. ხაშიროვი 1829 წელს, დასავლეთზე — ინგლისელი ალპინისტები ფ. გროვეს მეთაურობით 1874 წელს. საბჭოთა პერიოდში იალბუზის რაიონი გახდა მასობრივი ალპინიადების ცენტრი. 1967 წელს აქ ერთდროულად 2400 ადამიანი ავიდა. იალბუზის რაიონი სამთო-სათხილამურო სპორტისა და ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია. აქ არის ტურბაზები, თავშესაფრები, ალპინისტური ბანაკები. ჩეგეტის მთაზე აგებულია საბაგირო გზა 2719 მ-სა და 3040 მ-ს შორის. ერთ-ერთ სადგურზე მდებარეობს 1941-1945 წლების პერიოდის იალბუზის დამცველთა საბრძოლო დიდების მუზეუმი.

იალბუზი ქართულ ფოლკლორში

რედაქტირება

ქართული საიოსტორიო წყაროების თანახმად, ვახტანგ I-მა 15 წლის ასაკში გავლო დარიალის კარი, და სამი წლის განმავლობაში დაიმორჩილა ოსები, პაჭანიკები, ჯიქები; ჩრდილოეთიდან შემოქცეულმა დაიკავა აფხაზეთი ციხე-გოჯამდე, რის შემდეგაც სახელოვანი დაბრუნდა სატახტო ქალაქ მცხეთაში.[1] ამ ლაშქრობათა გამო ხალხმა ვახტანგ მეფეს „იალბუზის გმირი“ უწოდა და ლექსიც უძღვნა:

ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა, ციდა ჩამოესმა რეკა,
იალბუზზე ფეხი შედგა, დიდმა მთებმა იწყეს დრეკა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ე. ლოლუა, მ. უთმელიძე., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 162–163.
  1. ქართლის ცხოვრება, ტ. I, ს. ყაუხჩიშვილის რედ., თბ., 1955, გვ. 156–157