ყაბარდო-ბალყარეთი
ყაბარდო-ბალყარეთი (ყაბ. Къэбэрдей-Балъкъэр Республикэ; ბალყ. Къабарты-Малкъар Республика; რუს. Кабардино-Балкария) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში[1]. ესაზღვრება ჩრდილოეთით სტავროპოლის მხარეს, სამხრეთით ჩრდილოეთ ოსეთს და საქართველოს, დასავლეთით ყარაჩაი-ჩერქეზეთს.
|
|||||
ჰიმნი: ყაბარდო-ბალყარეთის ოფიციალური ჰიმნი | |||||
დედაქალაქი | ნალჩიკი | ||||
ფართობი | |||||
---|---|---|---|---|---|
- | სულ | 12 500 კმ2 | |||
ვალუტა | რუსული რუბლი |
ისტორიარედაქტირება
შეიქმნა 1921 წლის 1 სექტემბერს ყაბარდოს ავტონომიური ოლქის სახით. 1936 წელს გარდაიქმნა ყაბარდოს ავტონომიურ სსრ-დ. 1956 წლიდან ეწოდა ყყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.
გავრცელებული ენებირედაქტირება
ყაბარდო-ბალყარეთის სახელმწიფო ენებია – ყაბარდული (ყაბარდო-ჩერქეზული), ბალყარული (ყარაჩაი-ბალყარული) და რუსული.
ყაბარდო-ჩერქეზული ენა, კავკასიური ენების აფხაზურ-ადიღეურ ჯგუფს მიეკუთვნება. ერთ-ერთ ოფიციალურ ენას ყაბარდო-ბალყარული და ყარაჩაი-ჩერქეზული წარმოადგენს.
ზოგიერთი ენათმეცნიერი მიიჩნევს, რომ ყაბარდო-ჩერქეზულ ენას ადიღეურ ენასთან აქვს კავშირი. თავად ადიღეები, ყაბარდოელები და ჩერქეზები თავიანთ ენას „адыгэбзэ-ს“ უწოდებენ, რაც „ადიღეურ ენას“ ნიშნავს. იგი სამი დიალექტისგან შედგება. ყაბარდოელების უმრავლესობა თერგულ-ყაბარდულ დიალექტზე საუბრობს, უმცირესობა - ყუბან-ყაბარდინულზე და ე. წ. ბესლანურ დიალექტზე.
1924 წლამდე დამწერლობაში, ძირითადად, არაბულ ანბანსა და კირილიცას იყენებდნენ, 1924-1936 წლებში ლათინურს, ხოლო 1936 წლიდან კვლავ კირილიცა გამოიყენება.
ყარაჩაი-ბალყარული ენა თურქული ენის ჩრდილო-დასავლურ შტოს მიეკუთვნება, რომელიც ყაბარდო-ბალყარეთის და ყარაჩაი-ჩერქეზეთის ერთ-ერთ სახელმწიფო ენას წარმოადგენს. მას მშობლიურ ენაზე ბალყარელები „малкъар тил-ს“ უწოდებენ, ხოლო ყარაჩაელები - „къарачай тил-ს“.
ყარაჩაი-ბალყარულ ენას აქვს ორი დიალექტი - ყარაჩაი-ბაკსანო-ჩეგემის (чокающий) და მალკარიული (цокающий), ასევე, ხოლამო-ბიზინგიური კილო-კავი. ყარაჩაი-ბალყარული ლიტერატურული ენა ეფუძნება ყარაჩაი-ბაკსანო-ჩეგემის დიალექტს.
1920-1924 წლებში ძირითადად არაბულ დამწერლობას იყენებდნენ, 1924-1936 წლებში ლათინურს, ხოლო 1936 წლიდან კირილიცას.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 603-605.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა: ყაბარდო-ბალყარეთი
- ყაბარდო-ბალყარეთი დაარქივებული 2015-09-14 საიტზე Wayback Machine.
- ყაბარდო-ბალყარეთის რუკა
- ულამაზესი ტბა მთებში, ყაბარდო-ბალყარეთი
- ყაბარდო-ბალყარეთი
სქოლიორედაქტირება
- ↑ 2010 წლის 19 იანვრამდე სამხრეთის ფედერალურ ოკრუგში