სტავროპოლის მხარე

სტავროპოლის მხარე


Stavropol Krai
ადმინისტრაციული ცენტრი სტავროპოლი
ფართობი

- სულ
- წყალი %

48-ე

66 160 კმ²
0,6

მოსახლეობა

- სულ
- სიმჭიდროვე

მე-16

დაახ. 2 707 290 (2009)
დაახ. 40,9 კაცი/კმ²

ფედერალური ოლქი სამხრეთი
ეკონომიკური რაიონი ჩრდილო-კავკასია
სახელმწიფო ენა რუსული
გუბერნატორი ვალერი გაევსკი
საავტომობილო კოდი 26
სასაათო ზონა MSK±0 (UTC+03:00)

სტავროპოლის მხარე (რუს. Ставропольский край) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის სამხრეთის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში. ადმინისტრაციული ცენტრი — სტავროპოლი. დაარსდა 1924 წლის 13 თებერვალს სამხრეთ-აღმოსავლეთის ოლქის სახელწოდებით, ამავე წლის 16 ოქტომბერს მიიღო ჩრდილოეთ კავკასიის მხარის სახელწოდება. 1937 წლიდან ორჯონიკიძის მხარეა, ხოლო დღევანდელ სახელს ატარებს 1943 წლიდან.

გეოგრაფია რედაქტირება

სტავროპოლის მხარე მდებარეობს სამხრეთ რუსეთში ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში. მხარეს ესაზღვრება: კრასნოდარის მხარე და როსტოვის ოლქი, ყალმუხეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი, დაღესტანი, ჩეჩნეთი და ყაბარდო-ბალყარეთი.

მოსახლეობა რედაქტირება

2008 წლის მონაცემების მიხედვით სტავროპოლის მხარის ეროვნული შემადგენლობა ასეთია:

ეროვნება რაოდენობა (2008 ათ. %)
რუსები 2 000,9 (70,0 %)
სომხები 350,2 (10,5 %)
უკრაინელები 45,9 (1,7 %)
დარგუელები 40,2 (1,5 %)
ბერძნები 30,1 (1,3 %)
ნოღაელები 20,7 (1,2 %)
ჩეჩნები 20,5 (1,1 %)
ბოშები 17,1 (1,0 %)
ყარაჩაელები 15,1 (0,7 %)
აზერბაიჯანელები 15,1
თურქმენები 13,9
თათრები 13,0
ბელარუსები 11,3
კაზაკები 3,0 (0,1 %)

2008 წლის 1 იანვრის მონაცემების მიხედვით უდიდესი ქალაქებია: სტავროპოლი (363,7 ათ. კაცი), პიატიგორსკი (140,1 ათ. კაცი), კისლოვოდსკი (129,2 ათ. კაცი), ნევინომისკი (129,1 ათ. კაცი), ესენტუკი (81,7 ათ. კაცი).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება