ჩერქეზები
ჩერქეზები (ადიღ. Адыгэхэр) — ადიღეების საერთო სახელწოდება. წერილობით ძეგლებში პირველად იხსენიება XIII საუკუნეში. ჩერქეზებს რუსეთში უწოდებენ ყარაჩაი-ჩერქეზეთის მოსახლეობას (მ. შ. ყაბარდოელების წინაპრებსაც, რომლებიც ყუბანში გადასახლდნენ XIX საუკუნეში). ლაპარაკობენ ყაბარდოულ-ჩერქეზულ ენაზე, რომელიც განეკუთვნება კავკასიური ენების აფხაზურ-ადიღეურ ჯგუფს. საერთო რაოდენობა 50,8 ათასი კაცი. ცხოვრობენ ყარაჩაი-ჩერქეზეთის 17 აულში. ასევე ახლო აღმოსავლეთში, სადაც გადაასახლეს XIX საუკუნის მეორე ნახევარში. აქ ჩერქეზებს უწოდებენ ადიღეებსაც, აფხაზებსაც და ოსებსაც.
ჩერქეზები Адыгэ черкесы | |
---|---|
ადიღეს დროშა | |
საერთო მოსახლეობა | |
4-8 მილიონი | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
თურქეთი | 1,400,000-3,000,000 |
რუსეთი | 720,000 |
იორდანია | 180,000 |
სირია | 120,000 |
გერმანია | 40,000 |
ერაყი | 34,000 |
აშშ | 25,000 |
საუდის არაბეთი | 23,000 |
ეგვიპტე | 12,000 |
ისრაელი | 4,000 |
სერბეთი | 2,800 |
უზბეკეთი | 1,600 |
უკრაინა | 1,100 |
ბულგარეთი | 500 |
ნიდერლანდები | 500 |
ენები |
ჩერქეზული ასევე თურქული, არაბული, რუსული, ინგლისური, გერმანული, სპარსული |
რელიგიები |
ძირითადად მუსლიმი ასევე ხაბზე, მართლმადიდებელი და კათოლიკე |
გენოციდი
რედაქტირებარუსეთის იმპერიის მიერ მე-19 საუკუნეში, რუსეთ-კავკასიის ომის დროს განხორციელდა ადიღე-ჩერქეზეთის მიზანმიმართული ეთნიკური წმენდა, გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე კაზაკების და რუსების ჩასახლების მიზნით. სულ ამ მოვლენებში განადგურებულ და გადასახლებულ იქნა მილიონ ნახევრამდე ჩერქეზული მოსახლეობის 90%–ზე მეტი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, კავკასიოლოგ მერაბ ჩუხუას კვლევების თანახმად, „დამპყრობლური ომების პერიოდში ჩერქეზი ხალხის გენოფონდის საერთო დანაკარგმა, მოკლულის სახის შეადგინა ამ ხალხის მთლიანი მოსახლეობის 20%–ზე ბევრად მეტი“, რის გამოც ექსპერტები ამ ფაქტს გენოციდად აფასებენ[1].
2011 წლის 21 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო სპეციალური დადგენილება, რომლითაც მე–19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის ეთნიკური წმნედა „გენოციდის აქტად“ აღიარა. გადაწყვეტილებას მხარი, დამსწრე 95 დეპუტატიდან ყველამ ერთხმად დაუჭირა, რითაც საქართველო პირველი ქვეყანა გახდა ჩერქეზების გენოციდის აღიარებაში[2].
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეს ფაქტი საქართველოს „კონიუქტურულ–პოლიტიკური“ მიზნებით ახსნა და არა ჩერქეზი ხალხის „ტრაგიკული ბედის“ გაზიარების სურვილით[3].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 102.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ პარლამენტში ჩერქეზთა ‘გენოციდის’ აღიარების მხარდამჭერი სამეცნიერო დასკვნა მოისმინეს. ნიუსი. სივილ ჯორჯია (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-18. ციტირების თარიღი: 2011.
- ↑ საქართველომ ჩერქეზი ხალხის გენოციდი აღიარა. ნიუსი. სივილ ჯორჯია (2011). ციტირების თარიღი: 2011.
- ↑ რუსი დეპუტატი თბილისის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ. ნიუსი. სივილ ჯორჯია (2011). ციტირების თარიღი: 2011.