კავკასიოლოგია ან კავკასიის კვლევები — სამეცნიერო ინტერდისციპლინური დარგი, რომელიც დაკავებულია კავკასიელ ხალხებთან დაკავშირებული ყველა საკითხის მეცნიერული შესწავლა-დამუშავებითა და გაშუქებით; ენა, ლიტერატურა, ისტორია, ხელოვნება, კულტურა, პოლიტიკა და სოციოლოგია.

კავკასიოლოგიის შესწავლისა და კვლევის სფეროს ტრადიციულად წარმოადგენდა: იბერიულ-კავკასიური ენები, კავკასიის ხალხთა ისტორია, კულტურა, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ლიტერატურა და ფოლკლორი და სხვა. თუმცა კავკასიოლოგია მოიცავს ასევე ისეთი ენებისა და ხალხების მეცნიერულ კვლევასაც, რომლებიც ენობრივად არ შედიან კავკასიურ ენათა ოჯახში (ოსური, აზერბაიჯანული).

რუსეთში, რომელიც კავკასიური კვლევების ერთ-ერთი მთავარი ქვეყანაა დღესდღეობით რეგიონალური პრინციპით ხდება კავკასიოლოგიის მიმართულებების დარგებად გამოყოფა და შესაბამისად მათი დაფინანსება. დაღესტანისტიკა, ჩეჩენისტიკა, ინგუშისტიკა, ყარაჩაი-ბალყარისტიკა უკანასკნელ წლების კავკასიოლოგიაში გაჩენილი დარგების ახალი ნომინაციებია. აფხაზოლოგიის ფეხს იკიდებს ადიღეისტიკა.

კავკასიოლოგიის დარგად მიიჩნევა არმენოლოგია, მიუხედავად იმისა, რომ სომხური მიეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახს. კავკასიოლოგიას მიაკუთვნებენ ასევე ოსურ ფილოლოგიას, რომელსაც ოსთმცოდნეობა ანუ ოსოლოგია დაერქვა. გარდა ამისა, აზერბაიჯანული ფილოლოგია, რომელიც საკუთრივ თურქოლოგიური კვლევების არეალში შედის, კავკასიოლოგიას ეკუთვნის და აზერბაიჯანისტიკა ჰქვია.

1933 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა მსოფლიოში პირველი კავკასიოლოგიური სკოლა (კავკასიურ ენათა კათედრა).

საქართველოში თსუს კავკასიურ ენათა კათედრა დაარსებისას სამი წევრისაგან შედგებოდა: ვარლამ თოფურია ასწავლიდა ლაკურ ენას, სიმონ ჯანაშია - აფხაზურს, არნოლდ ჩიქობავა - ხუნძურს.

დღესდღეობით საქართველოში შესაძლებელია კავკასიაში არსებული ყველა ენის, გლოსის, ან ენობრივი ვარიანტის, დიალექტის შესწავლა.

კავკასიოლოგიის ცენტრები

რედაქტირება

ცნობილი კავკასიოლოგები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება