ჰაინც ფენრიხი
ჰაინც ფენრიხი (გერმ. Heinz Fähnrich; დ. 10 იანვარი, 1941, სოფ. ჰამერი, ბრიუქსის რაიონი, გერმანია) — გერმანელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი, კავკასიოლოგი, იენის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის სექტორის ხელმძღვანელი, პროფესორი. 1971 წელს თსუში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. არჩეულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად. ფენრიხმა დააარსა ჟურნალი „გეორგიკა“ და არის მისი რედაქტორი.
ფენრიხი იკვლევს ქართველური და კავკასიური ენების სტრუქტურისა და ისტორიის, ამ ენათა სხვა ენებთან მიმართების საკითხებს. ავტორია ნაშრომების ქართული ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, მითოლოგიის შესახებ. თარგმნა ქართული მწერლობის მრავალი ნიმუში.
ფენრიხი არის აკაკი შანიძისა და მარი ბროსეს პრემიების ლაურეატი.
ფენრიხის თხზულებები
რედაქტირება- „ენათა გენეტიკური ნათესაობის კრიტერიუმები და ადრინდელი საერთო-ქართველური ფუძეების ძირეულ მორფემათა სტრქუტურის ზოგიერთი საკითხი“ — თბ. 1995.
- „ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი“ (ზ. სარჯველაძესთან ერთად) — თბ. 1990, (მეორე გამოცემა 2000)
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „ქართული ენა“, გვ.476, 2008