აფხაზთმცოდნეობა
აფხაზთმცოდნეობა იგივე აფხაზოლოგია (აფხ. Аҧсуаҭҵаара) — ერთ-ერთი მიმართულება კავკასიოლოგიაში, აფხაზეთის, აფხაზური ენის, აფხაზური ეთნოსის, და აფხაზთა კულტურის კვლევის კომპლექსური მეცნიერება.
აფხაზური ენის არსებობის დამადასტურებელ უძველეს ფაქტობრივ დოკუმენტს წარმოადგენს 40 აფხაზური სიტყვა და წინადადება, რომელიც ცნობილ ოსმალ მოგზაურს ევლია ჩელების გაუკეთებია 1641 წელს. არსებული ჩანაწერი ასევე მიიჩნევა პირველ წვლილად აფხაზოლოგიაში.
დღესდღეობით აფხაზოლოგიის ცენტრად მიიჩნევა დიმიტრი გულიას სახელობის ჰუმანიტარული კვლევების აფხაზური ინსტიტუტი.
აფხაზოლოგიის ბეჭდვით ორგანოს წარმოადგენს — ჟურნალი „აფხაზოვედენიე“ (რუს. «Абхазоведение»).
აფხაზური ენის კვლევაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს სსრ ფილოლოგებმა. აფხაზური ენის პირველი ლექტორი თსუ-ში იყო ცნობილი ქართველი მეცნიერი სიმონ ჯანაშია.
ცნობილი აფხაზოლოგები
რედაქტირება- დიმიტრი გულია (რუს. Гулиа, Дмитрий Иосифович)
- პეტრე უსლარი (რუს. Услар, Пётр Карлович)
- ნიკო მარი (რუს. Марр, Николай Яковлевич)
- ნიკოლაი იაკოვლევი (რუს. Яковлев, Николай Феофанович)
- ვლადისლავ არძინბა (რუს. Ардзинба, Владислав Григорьевич)
- ბაგრატ შინკუბა (რუს. Шинкуба, Баграт Васильевич)
- გიორგი ტურჩანინოვი (რუს. Турчанинов, Георгий Фёдорович)
- ალექსანდრ ორლოვ-კრეჩმერი (რუს. Орлов-Кретчмер, Александр Сергеевич)
- გიორგი როგავა (რუს. Георгий Виссарионович Рогава)
- ქეთევან ლომთათიძე
- თეიმურაზ გვანცელაძე
- ჯორჯ ჰიუიტი (ინგლ. Brian George Hewitt)
ასევე ვ. ლუკასენი (ნიდერლანდები), ა. სპრაიტი (ნიდერლანდები), გ. დეეტერსი (გერმანია), კ. ბოუდა (გერმანია), ჯ. დიუმეზილი (საფრანგეთი), ჟ. შარაშიძე (საფრანგეთი), ლ. ტრიგო (აშშ), დ. კეტმანი (აშშ), ბ ბოქსი (აშშ).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Ардзинба; В. Г.: «Некоторые сходные структурные признаки хаттского и абхазо-адыгских языков» (ქართ. „ხათური და აფხაზურ-ადიღეური ენების ზოგიერთი მსგავსი სტრუქტურული საკითხები“);
- Сокаева; Д. В.: «К вопросу о соотношении обряда и фольклорного текста» (ქართ. „რიტუალისა და ფოლკლორული ტექსტის ურთიერთმიმართების საკითხისათვის“);
- Чирикба; В. А.: «К этимологии гидронимов Бзып и Мдзымта» (ქართ. „ბზიფისა და მზიმთას ჰიდრონიმთა ეტიმოლოგიისათვის“);
- Чирикба; В. А.: «Абхазские заимствования в мегрельском языке» (ქართ. „აფხაზური ნასესხობანი მეგრულ ენაში“);
- Хеция; А. Дж.: «Этнологическое описание лексики охоты на куницу у абхазов» (ქართ. „აფხაზთა კვერნაზე ნადირობის ლექსიკის ეთნოლოგიური აღწერა“).