მეგრული ენა
მეგრული ენა (მეგრ. მარგალური ნინა) — ქართველურ ენათა ოჯახის ზანურ ენათა ჯგუფის ენა. ამასთან, მეგრული და ლაზური უფრო ახლოსაა ქართულთან, ვიდრე თითოეული მათგანი — სვანურთან.
მეგრული ენა მარგალური ნინა | |
გავრცელებულია | საქართველო |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 500 000 ადამიანი (1989) |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ქართველური ენები |
დამწერლობის სისტემა | ქართული დამწერლობა |
რუკა | |
მოლაპარაკეთა არეალი | |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-xmf}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — მეგრული ენა |
1989 წლის მონაცემებით, ქართულთან ერთად მეგრულს მშობლიურ ენად თვლის თითქმის 500 000 ქართველი, რომელთა უმრავლესობა საქართველოში სამეგრელოს მხარეში ცხოვრობს. მხარე შედგება ოდიშის ზეგნისა და კოლხეთის დაბლობისაგან შავი ზღვის სანაპიროდან სვანეთის მთებამდე ჩრდილო-აღმოსავლეთით და მდ. ცხენისწყლამდე აღმოსავლეთით. მეგრულენოვანი მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა (40 000-ზე მეტი ადამიანი) სახლობს აფხაზეთის მხარეშიც. მეგრულენოვანი მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა (100 000 ადამიანზე მეტი) ცხოვრობს საქართველოს დედაქალაქში. აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ, აფხაზეთიდან დევნილი მეგრულენოვანი მოსახლეობის ნაწილი (დაახლ. 50 000 ადამიანი) წავიდა რუსეთში და დღესაც იქ ცხოვრობს. იუნესკომ მეგრული შეიყვანა გაქრობის საშიშროების წინაშე მდგარი ენების სიაში.[1]
მეგრული ქართული ანბანით იწერება და მასში იხმარება მხედრული ანბანის 33-ვე ასო-ბგერა, და აგრეთვე ყრუ ბგერა „ჸ„ (მაგ. ჸუდე - სახლი, ჸორადილი - დამპალი, ჸუჯი - ყური და ა.შ.) და ირაციონალური ხმოვანი „ჷ“; უძველესი შემორჩენილი ტექსტები ძირითადად ეთნოგრაფიული ლიტერატურაა. 1930-38 წლებში რამდენიმე გაზეთი, მათ შორის „ყაზაყიში გაზეთი“, „კომუნა“, „სამარგალოშ ჩაი“, „სამარგალოშ თუთუმი“, „მახორხალი“ იბეჭდებოდა მეგრულად. მოგვიანებით ენის აღორძინებისთვის გარკვეული სამუშაო ჩატარდა. ოთარ ქაჯაიას მიერ გამოიცა მეგრულ-ქართული ლექსიკონი და მეგრულ-გერმანული ლექსიკონი (ჰაინც ფენრიხთან ერთად). ასევე გივი ელიავას მიერ გამოიცა მეგრულ-ქართული ლექსიკონი. მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში კაკა ჟვანიას მიერ ნათარგმნი და გამოცემულ იქნა „ვეფხისტყაოსანი“ მეგრულად. ლაშა გახარიას, გური ოტობაიას და გიორგი სიჭინავას მიერ გამოიცა წიგნები მეგრული პოეზიით. 2000 წელს გიორგი სიჭინავას რედაქტორობით დაიბეჭდა მეგრული ლიტერატურული „ჟურნალი ირიათონი“, ხოლო 2006 წელს გაზეთი „მაფშალია“, რომელსაც უძღვებოდა რამაზ კუპრავა.
ენის ისტორია
მეგრული ენა ყველაზე უფრო ახლოს დგას ლაზურთან, რომელსაც ისტორიული პროცესების გამო ბოლო 1000 წლის წინ გამოეყო.
ყველაზე ძველი მეგრული ტექსტების ჩანაწერი XIX საუკუნეს ეკუთვნის. 1880 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა ალექსანდრე ცაგარელმა გამოაქვეყნა თავისი მეცნიერული ნაშრომი „მეგრული ეტიუდები“.
ლექსიკა
- გამარჯობა - გომორძგუა
- ნახვამდის - ძირაფაშა(ხ)
- მე/შენ/ის - მა/სი/თინა
- დიახ, ჰო - ქო
- არა - ვარ
რიცხვები
1 | ართი |
2 | ჟირი |
3 | სუმი |
4 | ოთხი |
5 | ხუთი |
6 | ამშვი |
7 | შქვითი |
8 | (ბ)რუო |
9 | ჩხორო |
10 | ვითი |
დიალექტური დიფერენციაცია
მეგრულის მთავარი დიალექტებია:
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- "აჯამ ჯუშთიშ დო ჯინუა ნჯალაგარიშ ამბე" რევაზ შეროზიას მიერ
- მეგრული სიმღერები, წიგნები და სხვ. დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine.
- ფაზისის პროექტი დაარქივებული 2014-01-07 საიტზე Wayback Machine.
- ნანაში ნინა — მეგრული დედა ენა
- ოთარ ქაჯაიას მეგრულ-ქართული ლექსიკონი (TITUS)
- ქართველური ენები დაარქივებული 2007-09-29 საიტზე Wayback Machine.
- მეგრული ვიკიპედია
ლიტერატურა
- ძაძამია, მამანტი: მეგრული ენის ლექსიკა და სიტყვათწარმომავლობა : [7 ტომად] / მამანტი ძაძამია, ცირა ძაძამია, ვლადიმერ ვახანია ; [ლექსიკონის შედგ. მონაწილეობდნენ: შაში ჭითანავა და სხვ. ; რედ.: ტიტე მოსია (მთ. რედ.), ირაკლი ხაჭაპურიძე] ; საქ. ეროვნ. და სოც. ურთიერთ. აკად., ფაზისის მეცნ. აკად., საქ. მეცნ. აკად. "აია", აფხ. ა/რ მეცნ. აკადემია - თბ., 2007.
- კარტოზია, გურამ: მეგრული და ლაზური ტექსტები / გურამ კარტოზია ; [რედ. იზაბელა ქობალავა] - თბ. : ნეკერი, 2008.
- ძაძამია, მამანტი:მეგრული დიალექტი [2 ტომად] - თბ. : მერანი, 1991.
- მეგრული თქმულებები - თბ. : ლომისი, 1998 - (კავკასიის სერია) - გერმ. თარგმნა ჰაინც ფენრიხმა კორნელი დანელიასა და აპოლონ ცანავას მიერ 1991 წელს გამოცემული ტომეულიდან „ქართული ხალხური სიტყვიერება, მეგრული ტექსტები, ტ. 2.-ზღაპრები და მცირე ჟანრები“. ცალკე წიგნად გამოცემა განახორციელა ჯამბულ წულაიამ.
- შანავა, ალექსანდრე: ეტიუდები მეგრული ენის შესახებ - თბ., 1998.
- მეცხვარე მეგრელი: წმინდა მეგრული ლექსები და აფხაზური სცენები / შედგენილი მეცხვარე მეგრელისაგან - თბილისი : გამოცემა ა. შახ-ბარათოვისა, 1913.
- იმნაძე, ნათელა: ზანური ენის მეგრული დიალექტის ბგერითი შემადგენლობა: (ექსპერიმენტული გამოკვლევა) / ენათმეცნიერების ინ-ტი - თბ. : მეცნიერება, 1981.
- ბჟა დო თუთა: ამონარიდები მეგრული სიტყვიერებიდან / [შემდგ.-გამომც.: კახმეგ კუდავა; რედ.: მურმან თავდიშვილი] - თბ. : ოქროსკვეთა, 1994
- მეგრული ზღაპრები და მითები / [შეადგინეს... აპოლონ ცანავამ და გურამ გვერდწითელმა; რედ.: მანანა სანადირაძე; მხატვ.: ჯემალ ზენაიშვილი] - თბ. : მერანი, 1994.
- ფაზისელი ი.: მახარია : მეგრული ლირიკული ლექსები / ი. ფაზისელი; ს. ქობულაძის ნახატები] - თბ.: წყარო, 1991 : „სამშობლოს“ სტამბა.
- ხალხური სიბრძნე / შემდგ.: რ. შეროზია, ო. მემიშიში; [რედ.: ქ. ლომთათიძე] - თბ.: მსგეფსი, ტ. 1: მეგრული და ლაზური ანდაზები -, 1994.
- ლოლა ნანა [ლოლა ჯგერენაია]: [მეგრული ენის მასალები 3 ტომად / შემდგ.-რედ. ლილი ბასილაია (მთარგმნ.); წიგნზე მუშაობდნენ: მაგალი თოდუა, ლილი ბასილაია; ფოტ. მარინა თაბუკაშვილი (გამომც.)] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007: სტ. „გლობუსი“ -; 22სმ. - (ქალთა მეხსიერება/სერიის ლოგოს მხატვ. ნანა ჭურღულია). [ტ. 1] -, 2007.
- მეგრული ჯადოსნური ზღაპრები / შემდგ.: ა. ცანავა - თბ. : გეა, [2005] - ; 20სმ. - (ქართული ხალხური ზღაპრები. სერია 1) ორ წიგნად - , 2005.