ლაშა გახარია

ქართველი პოეტი

ლაშა გახარია (დ. 1947, მუხური — გ. 2004) — ქართველი პოეტი. ლექსებს წერდა როგორც ქართულ, ასევე მეგრულ ენაზე.

ლაშა გახარია
დაბადების თარიღი 1947
დაბადების ადგილი მუხური, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 2004
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა ჩხოროწყუს რაიონულ გაზეთში, 1966 წელს, როდესაც ის სწავლობდა მუხურის საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელსაც „მოძღვარ ნათლიასა“ და „ბიბლიას“ ეძახდა.

2003 წელს გამოვიდა მისი ლექსების პირველი კრებული „მუზის პაუზა“.

უკურნებელი სენით დაავადებული პოეტი გარდაიცვალა 2004 წელს.

პოეტის გარდაცვალების შემდეგ, 2005 წელს გამოვიდა მისი მეგრული ლექსების კრებული „ირიათონი“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება