მეგრული გრამატიკა
მეგრული ერთ-ერთი ქართველური ენაა. ზოგჯერ ზანური ენის ჩრდილოურ დიალექტად მოიაზრება.
იგი ძირითადად დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული (სამეგრელოსა და აფხაზეთში). აფხაზეთში 1990-იან წლებში მოწყობილი ქართველთა ეთნოწმენდის შედეგად, რომელთა დიდი უმრავლესობაც მეგრელი იყო, ამ კუთხეში მეგრულად მოსაუბრეთა რიცხვი დრამატულად შემცირდა.
მეგრულის კილოებია ზუგდიდურ-სამურზაყანული და სენაკურ-მარტვილური, რომლებიც უაღრესად ახლოსაა ერთმანეთთან.
ფონოლოგია და ანბანი
რედაქტირებახმოვნები
რედაქტირებამეგრულში ხუთი ძირითადი ხმოვანია - ა, ე, ი, ო, უ და ერთი მეორეული - ჷ (მხოლოდ ზუგდიდურ-სამურზაყანულში), რომელიც ი და უ ხმოვანთა დასუსტების შედეგია.
წინა | უკანა | ||
---|---|---|---|
არალაბიალური | ლაბიალური | ||
მაღალი | ი [i] | ჷ [ə] | უ [u] |
შუა | ე [ɛ] | ო [ɔ] | |
დაბალი | ა [ɑ] |
თანხმოვნები
რედაქტირებათანხმოვანთა შემადგენლობა მეგრულში თითქმის იგივეა, რაც ლაზურში, ქართულსა და სვანურში.
ხშულები | აფრიკატები | სიბილანტები | ნაზალი | მთრთოლი | ნახევარ-
ხმოვნები | ||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მჟღერი | ყრუ | მჟღერი | ყრუ | მჟღერი | ყრუ | ||||||
გლოტ. | ფშვინ. | გლოტ. | ფშვინ. | ||||||||
ბაგისმიერი | ბ [b] | პ [pʼ] | ფ [p] | ვ [v] | მ [m] | ||||||
დენტალი | დ [d] | ტ [tʼ] | თ [t] | ძ [d͡z] | წ [t͡sʼ] | ც [t͡s] | ზ [z] | ს [s] | ნ [n] | ლ [l] | |
ალვეოლარი | ჯ [d͡ʒ] | ჭ [t͡ʃʼ] | ჩ [t͡ʃ] | ჟ [ʒ] | შ [ʃ] | რ [r] | ჲ [j] | ||||
ველარი | გ [g] | კ [kʼ] | ქ [k] | ღ [ɣ] | ხ [x] | ||||||
უვულარი | ყ [qʼ] | ||||||||||
ლარინგალი | ჸ [ʔ] | ჰ [h] |
ფონეტიკური პროცესები
რედაქტირებაი და უ ხმოვანთა რედუცირება
ზუგდიდურ-სამურზაყანულში ი და უ ხშირად სუსტდება და იძლევა ჷ-ს.
ხმოვანთა ასიმილაცია
- აე → ეე → ე
- აი → ეე → ე
- აო → აა → ა
- ოა → აა → ა
- ოო → აა → ა
- ოუ → უუ → უ
გ-ს ცვლილება თანხმოვნის წინ
თანხმოვანთა წინ გ → რ.
ყ თანხმოვნის პოზიციური ცვლილება
ხმოვნისწინა და ხმოვანთაშორის პოზიციებში ყ → ჸ. ვ თანხმოვნის წინ: ყ → ჸ/კ.
თანხმოვანთა რეგრესიული ასიმილაცია
გავრცელებული ტიპებია:
- ყრუ/მჟღერი თანხმოვნების გამჟღერება/დაყრუება მჟღერ/ყრუ თანხმოვანთა წინ.
- გლოტალიზებულთა გავლენით წინმსწრებ თანხმოვანთა გლოტალიზება.
პროგრესული დისიმილაცია
თუკი ფუძე შეიცავს რ-ს, -არ და -ურ სუფიქსების დართვისას ამ სუფიქსთა რ იქცევა ლ-დ. მაგ. ხორგა → ხორგ-ულ-ი („ხორგული/ხორგელი“). წესი არ მოქმედებს, თუკი რ-ს შემდეგ ფუძეში ლ-ც გვხვდება. მაგ. მარტვილ-ი → მარტვილ-ურ-ი („მარტვილური/მარტვილელი“)
პროგრესული დეზაფრიკატიზაცია
წინამავალი ყრუ აფრიკატის ან ყრუ სიბილანტის გავლენით შესაძლოა მომდევნო აფრიკატი ჯ გამარტივდეს: ჯ → დ. მაგ. ორცხონჯი → ორცხონდი „სავარცხელი“, ჭანჯი → ჭანდი „ბუზი“, ისინჯი → ისინდი „ისარი“ და სხვ.
ლ-ს ტრანსფორმაცია
- მეგრულის ყველა კილოკავში თანხმოვნის წინ ლ → რ.
- მარტვილურში სიტყვის დასაწყისში ხმოვნის წინ - ლ → ჲ → ∅ და ხმოვანთა შორის - ლ → ∅
ვ-ს გაქრობა ხმოვანთა შორის
ხმოვანთა შორის ძირეული ვ ქრება. მაგ. ხვავი (ქართ.) → *ხვაი → ხვეე (id.), მტევანი (ქართ.) → ტიანი (id.) და სხვ.
ფონეტიკური დანამატი ნ
ხშულთა და აფრიკატთა წინ შესაძლოა წარმოიქმნას ფონეტიკური დანამატი ნ (ლაბიალთა წინ ნ → მ).
ანბანი
რედაქტირებამეგრული იწერება ქართული ანბანით.
ასო-ბგერა | სახელი | IPA ტრანსკრიფცია |
---|---|---|
ა | ან | ɑ |
ბ | ბან | b |
გ | გან | g |
დ | დონ | d |
ე | ენ | ɛ |
ვ | ვინ | v |
ზ | ზენ | z |
თ | თან | t |
ი | ინ | i |
კ | კან | kʼ |
ლ | ლას | l |
მ | მან | m |
ნ | ნარ | n |
ჲ | ჲე | j |
ო | ონ | ɔ |
პ | პარ | pʼ |
ჟ | ჟან | ʒ |
რ | რაე | r |
ს | სან | s |
ტ | ტარ | tʼ |
უ | უნ | u |
ჷ | ჷნ | ə |
ფ | ფარ | p |
ქ | ქან | k |
ღ | ღან | ɣ |
ყ | ყარ | qʼ |
ჸ | ჸინ | ʔ |
შ | შინ | ʃ |
ჩ | ჩინ | t͡ʃ |
ც | ცან | t͡s |
ძ | ძილ | d͡z |
წ | წილ | t͡sʼ |
ჭ | ჭარ | t͡ʃʼ |
ხ | ხან | x |
ჯ | ჯან | d͡ʒ |
ჰ | ჰაე | h |
მეგრულში ცხრა ბრუნვაა: სახელობითი, მოთხრობითი, მიცემითი, ნათესაობითი, მიმართულებითი, დაშორებითი, მოქმედებითი, ვითარებითი და დანიშნულებითი. მრავლობითის საწარმოებლად სუფიქსი -ეფ ჩაისმის ფუძესა და ბრუნვის ნიშანს შორის.
ბრუნვა | მხოლობითი | მრავლობითი | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეგრული | ლაზური | ქართული | სვანური | მეგრული | ლაზური | ქართული | სვანური | ||
სახელობითი | -ი | -ი/-ე | -ი | -ი | -ეფ-ი | -ეფ-ე | -ებ-ი | -ა̈რ | |
მოთხრობითი | -ქ | -ქ | -მა | -დ | -ეფ-ქ | -ეფე-ქ | -ებ-მა | -ა̈რ-დ | |
მიცემითი | -ს | -ს | -ს | -ს | -ეფ-ს | -ეფე-ს | -ებ-ს | -ა̈რ-ს | |
ნათესაობითი | -იშ | -იშ | -ის | -იშ | -ეფ-იშ | -ეფე-შ | -ებ-ის | -არე-შ | |
მიმართულებითი | -იშა | -იშა | -- | -- | -ეფ-იშა | -ეფე-შა | -- | -- | |
დაშორებითი | -იშე | -იშე | -- | -- | -ეფ-იშე | -ეფე-შე | -- | -- | |
მოქმედებითი | -ით | -ითე | -ით | -შუ̂ | -ეფ-ით | -ეფე-თე | -ებ-ით | -ა̈რ-შუ̂ | |
ვითარებითი | -ო(თ)/-თ | -ოთ | -ად/-დ | -დ | -ეფ-ო(თ) | -- | -ებ-ად | -ა̈რ-დ | |
დანიშნულებითი | -იშო(თ) | -- | -ისთვის | -იშდ | -ეფ-იშო(თ) | -- | -ებ-ისთვის | -ა̈რ-იშდ |
არსებით სახელთა კლასიფიკაცია
რედაქტირებამეგრულში, ისევე როგორც სხვა ქართველურ ენებში, ობიექტები იყოფა გონიერთა (კითხვა „მი?“ [ვინ?]) და არაგონიერთა (კითხვა „მუ?“ [რა?]) კლასებად. გრამატიკული სქეს-კატეგორია არ არსებობს.
კონკრეტული | აბსტრაქტული | ||
სულიერი | უსულო | ||
ადამიანი და „მსგავსი“ არსებები (მაგ. ღმერთი, ღვთაებები, ანგელოზები) | ცხოველები | უსულო ფიზიკური ობიექტები | აბსტრაქტული ობიექტები |
გონიერი | არაგონიერი | ||
„ვინ“-კლასი | „რა“-კლასი |
ძირი: კოჩ- (მეგ.), კოჩ- (ლაზ.), კაც- (ქართ.), ჭა̈შ- (სვან. „ქმარი“) | |||||||||
ბრუნვა | მხოლობითი | მრავლობითი | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეგრული | ლაზური | ქართული | სვანური | მეგრული | ლაზური | ქართული | სვანური | ||
სახელობითი | კოჩ-ი | კოჩ-ი | კაც-ი | ჭა̈შ | კოჩ-ეფ-ი | კოჩ-ეფ-ე | კაც-ებ-ი | ჭა̈შ-ა̈რ | |
მოთხრობითი | კოჩ-ქ | კოჩ-ი-ქ | კაც-მა | ჭა̈შ-დ | კოჩ-ეფ-ქ | კოჩ-ეფე-ქ | კაც-ებ-მა | ჭა̈შ-ა̈რ-დ | |
მიცემითი | კოჩ-ს | კოჩ-ი-ს | კაც-ს | ჭა̈შ-ს | კოჩ-ეფ-ს | კოჩ-ეფე-ს | კაც-ებ-ს | ჭა̈შ-ა̈რ-ს | |
ნათესაობითი | კოჩ-იშ | კოჩ-იშ | კაც-ის | ჭა̈შ-იშ | კოჩ-ეფ-იშ | კოჩ-ეფე-შ | კაც-ებ-ის | ჭა̈შ-ა̈რ-იშ | |
მიმართულებითი | კოჩ-იშა | კოჩ-იშა | -- | -- | კოჩ-ეფ-იშა | კოჩ-ეფე-შა | -- | -- | |
დაშორებითი | კოჩ-იშე | კოჩ-იშე | -- | -- | კოჩ-ეფ-იშე | კოჩ-ეფე-შე | -- | -- | |
მოქმედებითი | კოჩ-ით | კოჩ-ითე | კაც-ით | ჭა̈შ-შუ̂ | კოჩ-ეფ-ით | კოჩ-ეფე-თე | კაც-ებ-ით | ჭა̈შ-ა̈რ-შუ̂ | |
ვითარებითი | კოჩ-ო | -- | კაც-ად | ჭა̈შ-დ | კოჩ-ეფ-ო | -- | კაც-ებ-ად | ჭა̈შ-ა̈რ-დ | |
დანიშნულებითი | კოჩ-იშო | -- | კაც-ისთვის | ჭა̈შ-იშდ | კოჩ-ეფ-იშო | -- | კაც-ებ-ისთვის | ჭა̈შ-ა̈რ-იშდ |
ზედსართავი სახელი
რედაქტირებაზედსართავი მეგრულში არსებითი სახელივით იბრუნება.
ძირი: ჯვეშ- (მეგ.), მჯვეშ- (ლაზ.), ძველ- (ქართ.), ჯვინელ- (სვან.) | |||||||||
ბრუნვა | მხოლობითი | მრავლობითი | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეგრული | ლაზური | ქართული | სვანური | მეგრული | ლაზური | ქართული | სვანური | ||
სახელობითი | ჯვეშ-ი | მჯვეშ-ი | ძველ-ი | ჯვინელ | ჯვეშ-ეფ-ი | მჯვეშ-ეფ-ე | ძველ-ებ-ი | ჯუ̂ინელ-ა̈რ | |
მოთხრობითი | ჯვეშ-ი-ქ | მჯვეშ-ი-ქ | ძველ-მა | ჯვინელ-დ | ჯვეშ-ეფ-ქ | მჯვეშ-ეფე-ქ | ძველ-ებ-მა | ჯუ̂ინელ-ა̈რ-დ | |
მიცემითი | ჯვეშ-ი-ს | მჯვეშ-ი-ს | ძველ-ს | ჯვინელ-ს | ჯვეშ-ეფ-ს | მჯვეშ-ეფე-ს | ძველ-ებ-ს | ჯუ̂ინელ-ა̈რ-ს | |
ნათესაობითი | ჯვეშ-იშ | მჯვეშ-იშ | ძველ-ის | ჯვინლ-იშ | ჯვეშ-ეფ-იშ | მჯვეშ-ეფე-შ | ძველ-ებ-ის | ჯუ̂ინელ-ა̈რ-იშ | |
მიმართულებითი | ჯვეშ-იშა | მჯვეშ-იშა | -- | -- | ჯვეშ-ეფ-იშა | მჯვეშ-ეფე-შა | -- | -- | |
დაშორებითი | ჯვეშ-იშე | მჯვეშ-იშე | -- | -- | ჯვეშ-ეფ-იშე | მჯვეშ-ეფე-შე | -- | -- | |
მოქმედებითი | ჯვეშ-ით | მჯვეშ-ითე | ძველ-ით | ჯვინელ-შუ̂ | ჯვეშ-ეფ-ით | მჯვეშ-ეფე-თე | ძველ-ებ-ით | ჯუ̂ინელ-ა̈რ-შუ̂ | |
ვითარებითი | ჯვეშ-ო | მჯვეშ-ოთ | ძველ-ად | ჯვინელ-დ | ჯვეშ-ეფ-ო | -- | ძველ-ებ-ად | ჯუ̂ინელ-ა̈რ-დ | |
დანიშნულებითი | ჯვეშ-იშო | -- | ძველ-ისთვის | ჯვინელ-იშდ | ჯვეშ-ეფ-იშო | -- | ძველ-ებ-ისთვის | ჯუ̂ინელ-ა̈რ-იშდ |
რიცხვითი სახელი
რედაქტირებარაოდენობითი
რედაქტირებამეგრული რაოდენობითი რიცხვითი სახელები უპირატესად საერთო-ქართველური მემკვიდრეობაა, ართ-ის (ერთი) და ეჩ-ის (ოცი) გარდა, რომლებიც მხოლოდ ქართ-ზანურ დონეზე აღდგება, ვინაიდან არ მოეპოვებათ კანონზომიერი შესატყვისები სვანურში.
მეგრული | ლაზური | ქართული | სვანური | |
---|---|---|---|---|
1 | ართი | არ(თ) | ერთი | ეშხუ/ეშხუ̂ი |
2 | ჟირი/ჟჷრი | ჟურ/ჯურ | ორი | ჲორი |
3 | სუმი | სუმ | სამი | სემი |
4 | ოთხი | ოთხო | ოთხი | უ̂ოშთხუ̂ |
5 | ხუთი | ხუთ | ხუთი | უ̂ოხუშდ/უ̂ოხუ̂იშდ |
6 | ამშვი | ანში | ექვსი | უსგუ̂ა |
7 | შქვითი | შქვით | შვიდი | იშგუ̂იდ |
8 | ბრუო/რუო | ოვრო | რვა | არა |
9 | ჩხორო | ჩხორო | ცხრა | ჩხარა |
10 | ვითი | ვით | ათი | ჲეშდ |
11 | ვითაართი | ვითოარ | თერთმეტი | ეშდეშხუ |
12 | ვითოჟირი | ვითოჟურ | თორმეტი | ეშდორი |
13 | ვითოსუმი | ვითოსუმ | ცამეტი | ეშდსემი |
14 | ვითაანთხი | ვითოთხო | თოთხმეტი | ეშდოშთხ |
15 | ვითოხუთი | ვითოხუთ | თხუთმეტი | ეშდოხუშდ |
20 | ეჩი | ეჩი | ოცი | ჲერუ̂ეშდ |
21 | ეჩდოართი | ეჩდოარ | ოცდაერთი | ჲერუ̂ეშდიეშხუ |
30 | ეჩდოვითი | ეჩდოვით | ოცდაათი | სემეშდ |
40 | ჟარნეჩი | ჟურნეჩი | ორმოცი | უ̂ოშთხუეშდ |
50 | ჟარნეჩდოვითი | ჟურნეჩდოვით | ორმოცდაათი | უ̂ოხუშდეშდ |
60 | სუმონეჩი | სუმენეჩი | სამოცი | უსგუ̂აშდ |
70 | სუმონეჩდოვითი | სუმენეჩიდოვით | სამოცდაათი | იშგვიდაშდ |
80 | ოთხონეჩი | ოთხონეჩი | ოთხმოცი | არაშდ |
90 | ოთხონეჩდოვით | ოთხონეჩიდოვით | ოთხმოცდაათი | ჩხარაშდ |
100 | ოში | ოში | ასი | აშირ |
101 | ოშართი | ოში დო არ | ასერთი | აშირ ი ეშხუ |
102 | ოშჟირი | ოში დო ჟურ | ასორი | აშირ ი ჲორი |
110 | ოშვითი | ოში დო ვით | ასათი | აშირ ი ეშდ |
200 | ჟიროში | ჟუროში | ორასი | ჲორაშირ |
500 | ხუთოში | ხუთოში | ხუთასი | უ̂ოხუშდარშირ |
1000 | ანთასი | შილჲა/ვითოში | ათასი | ათას |
1999 | ანთას ჩხოროშ
ოთხონეჩდოვითოჩხორო |
შილჲა ჩხოროშ
ოთხონეჩდოვიტოჩხორო |
ათას ცხრაას
ოთხმოცდაცხრამეტი |
ათას ჩხარა აშირ
ჩხარაშდ ჩხარა |
2000 | ჟირი ანთასი | ჟურშილჲა | ორი ათასი | ჲორი ათას |
10000 | ვითი ანთასი | ვით შილჲა | ათი ათასი | ეშდ ათას |
რიგობითი
რედაქტირებამეგრულსა და ლაზურში რიგობითი რიცხვითი სახელები იწარმოება მა-...-ა ცირკუმფიქსის საშუალებით, რომელიც საერთო-ქართველური მემკვიდრეობაა, ვინაიდან კანონზომიერი შესატყვისები მოეძებნება სვანურსა და ქართულში (მე-...-ე ორივეგან)
მეგრული | ლაზური | ქართული | სვანური |
---|---|---|---|
მა-რიცხვი-ა | მა-რიცხვი-ა(ნი) | მე-რიცხვი-ე | მე-რიცხვი-ე |
მეგრული | ლაზური | ქართული | სვანური |
---|---|---|---|
პირველი | მაართანი | პირველი | მანკუ̂ი |
მაჟირა | მაჟურა | მეორე | მერმე |
მასუმა | მასუმა | მესამე | მესმე |
მაოთხა/მანთხა | მაოთხა | მეოთხე | მეუშთხუ̂ე |
მახუთა | მახუთა | მეხუთე | მეუხუშდე |
მაამშვა | მაანშა | მეექვსე | მეუსგუ̂ე |
მაშქვითა | მაშქვითა | მეშვიდე | მეჲშგუ̂იდე |
მაბრუო/მარუო | მაოვრა | მერვე | მეარე |
მაჩხორა | მაჩხორა | მეცხრე | მეჲჩხრე |
მავითა | მავითა | მეათე | მეჲშდე |
მავითაართა | მავითოართა | მეთერთმეტე | მეჲეშდეშხუ̂ე |
მავითოჟირა | მავითოჟურა | მეთორმეტე | მეჲშდორე |
მაეჩა | მაეჩა | მეოცე | მეჲერუ̂ეშდე |
ეჩდომაართა | ეჩდომაართა | ოცდამეერთე | |
ეჩდომავითა | ეჩდომავითა | ოცდამეათე | მესემეშდე |
მაოშა | მაოშა | მეასე | მეაშირე |
ოშმაართა | ოშმაართა | ასმეერთე | |
ოშმაჟირა | ოშმაჟირა | ასმეორე | |
ოშმავითა | ოშმავითა | ასმეათე | |
მაჟიროშა | მაჟუროშა | მეორასე | მეჲორაშირე |
მახუთოშა | მახუთოშა | მეხუთასე | მეუხუშდაშირე |
მაანთასა | მავითოშა | მეათასე | მეათასე |
წილადი
რედაქტირებაწილადი რიცხვითი სახელების წარმოება მეგრულსა და ლაზურში ძველქართულისა და სვანურის მსგავსია.
მეგრულ-ლაზური | ქართული | სვანური | |
---|---|---|---|
ძველი | ახალი | ||
ნა-რიცხვი-ალ/ორ | ნა-რიცხვი-ალ | მე-რიცხვი-ედ | ნა-რიცხვი-ალ/ულ |
მეგრულ-ლაზური | ქართული | სვანური | |
---|---|---|---|
ძველი | ახალი | ||
თელი (მ)
მთელი (ლ) |
მრთელი | მთელი | თელ |
გვერდი | ნახევარი | ნახევარი | ხჷნსგა |
ნასუმორი | ნასამალი | მესამედი | ნასემალ |
ნაოთხალი (მ-ლ)
ნაანთხალი (მ) |
ნაოთხალი | მეოთხედი | ნაოშთხულ |
ნახუთალი | ნახუთალი | მეხუთედი | ნაუ̂ხუშდალ |
ნაამშვალი (მ)
ნაანშალი (ლ) |
ნაექვსალი | მეექვსედი | ნაუსგულ |
ნაშქვითალი | ნაშვიდალი | მეშვიდედი | ნაჲშგუ̂იდალ |
ნარუოლი (მ)
ნაოვრალი (ლ) |
ნარვალი | მერვედი | ნაარალ |
ნაჩხორალი | ნაცხრალი | მეცხრედი | ნაჩხარალ |
ნავითალი | ნაათალი | მეათედი | ნაეშდალ |
ნავითაართალი (მ)
ნავითოართალი (ლ) |
ნაათერთმეტალი | მეთერთმეტედი | ნაეშდეშხულ |
ნავითოჟირალი (მ)
ნავიტოჟურალი (ლ) |
ნაათორმეტალი | მეთორმეტედი | ნაეშდორალ |
ნაეჩალი | ნაოცალი | მეოცედი | ნაჲერუ̂ეშდალ |
ნაოშალი | ნაასალი | მეასედი | ნააშირალ |
ნაანთასალი (მ)
ნავითოშალი (ლ) |
ნაათასალი | მეათასედი | ნაათასალ |
ნაცვალსახელი
რედაქტირებაპირის ნაცვალსახელი
რედაქტირებამეგრული | ლაზური | ქართული | სვანური |
---|---|---|---|
მა | მა | მე | მი |
სი | სი | შენ | სი |
(თ)ენა | აჲა | ეს | ალა |
(თ)ინა | ია | ის | ეჯა |
ჩქი/ჩქჷ | ჩქი(ნ)/ჩქუ(ნ) | ჩვენ | ნა̈ჲ |
თქვა | თქვან | თქვენ | სგა̈ჲ |
(თ)ენეფი | ანთეფე | ესენი | ალჲა̈რ |
(თ)ინეფი | ენთეფე | ისინი | ეჯჲა̈რ |
კუთვნილებითი ნაცვალსახელი
რედაქტირებამეგრული | ლაზური | ქართული | სვანური |
---|---|---|---|
ჩქიმი | ჩქიმი | ჩემი | მიშგუ |
სქანი | სქანი | შენი | ისგუ |
მუში | მუში | მისი | მიჩა |
ჩქინი/ჩქჷნი | ჩქინი/ჩქუნი | ჩვენი | გუ̂იშგუ̂ეჲ |
თქვანი | თქვანი | თქვენი | ისგუ̂ეჲ |
(თ)ინეფიშ | მუთეფეში | მათი | მინე |
ზმნა
რედაქტირებამეგრულში ზმნამ შეიძლება გამოხატოს ერთი, ორი, ან სამი გრამატიკული პირი. მოქმედი პირია სუბიექტი, ხოლო მოქმედება ხდება ობიექტების მიმართ (პირდაპირ ან ირიბად). პირი შეიძლება იყოს მხოლობითი ან მრავლობითი. პირთა რაოდენობის შესაბამისად, ზმნები იყოფა ერთ-, ორ- და სამპირიან ზმნებად.
- ერთპირიან ზმნას გააჩნია მხოლოდ სუბიექტი და ყოველთვის გარდაუვალია.
- ორპირიან ზმნას გააჩნია სუბიექტი და ერთ-ერთი ობიექტი (პირდაპირი ან ირიბი):
- პირდაპირი ობიექტის შემთხვევაში ზმნა გარდამავალია;
- თუ ობიექტი ირიბია - გარდაუვალი.
- სამპირიან ზმნას გააჩნია ერთი სუბიექტი და ორივე ობიექტი (პირდაპირიც და ირიბიც) და ყოველთვის გარდამავალია.
ერთპირიანი | ორპირიანი | სამპირიანი | ||
---|---|---|---|---|
გარდაუვალი | გარდამავალი | გარდაუვალი | გარდამავალი | |
სუბიექტი | + | + | + | + |
პირდაპირი ობიექტი | + | + | ||
ირიბი ობიექტი | + | + |
სუბიექტებისა და ობიექტების გამოსახატად გამოიყენება შესაბამისი აფიქსები.
სუბიექტური | |||||||||
მხოლობითი | მრავლობითი | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეგრ./ლაზ. | ქართ. | მეგრ./ლაზ. | ქართ. | ||||||
S1 | ვ- | ვ- | ვ-...-თ | ვ-...-თ | |||||
S2 | ∅ | ∅,(ჰ/ს)- | ∅-...-თ | ∅,(ჰ/ს)-...-თ | |||||
S3 | -ს,-უ,-ნ | -ს,-ა/ო | -ან,-ეს | -ენ,-ან,-ეს | |||||
ობიექტური | |||||||||
O1 | მ- | მ- | მ-...-თ,-ან,-ეს | გვ- | |||||
O2 | გ- | გ- | გ-...-თ,-ან,-ეს | გ-...-თ | |||||
O3 | ∅ | ∅,ს/ჰ/∅- | ∅-...-თ,-ან,-ეს | ∅,ს/ჰ/∅-...-თ |
თანხმოვნის წინ პირის ნიშნები ვ- და გ- შეიძლება გარდაიქმნას ფონეტიკურად:
- ვ- → ბ- (ზუგდიდურ-სამურზაყანულში)
- გ- → რ- (ყველა კილოკავში)
ქცევა
რედაქტირებამეგრულში, შესაბამისი ნიშნების მეშვეობით, ზმნას შეუძლია დანიშნულების ოთხი ტიპის გამოხატვა, რასაც ქცევა ეწოდება:
- სათავისო — მოქმედება განკუთვნილია საკუთარი თავისთვის,
- სასხვისო — მოქმედება განკუთვნილია სხვა (მესამე) პირისთვის,
- სასხვისო-პასიური — მოქმედება განკუთვნილია სხვისთვის, იმავდროულად სუბიექტის პასიურობის გამოხატულებით,
- საარვისო — ნეიტრალურია დანიშნულების თვალსაზრისით.
ქცევა | მეგრ. | ლაზ. | ქართ. | სვან. |
---|---|---|---|---|
სათავისო | -ი- | -ი- | -ი- | -ი- |
სასხვისო | -უ- | -უ- | -უ- | -ო- |
სასხვისო-პასიური | -ა-/-ე-(-ო-) | -ა- | -ე- | -ე- |
საარვისო | -ო-/-ა- | -ო- | -ა- | -ა- |
უღლება
რედაქტირებასულ ოცი მწკრივია მეგრულში, რომლებიც ოთხ სერიად ჯგუფდება.
I სერია | ||
---|---|---|
მწკრივი | ძირი: ჭარ- „წერა“ | მნიშვნელობა |
აწმყო | ჭარუნს | წერს |
უწყვეტელი | ჭარუნდუ | წერდა |
აწმყოს კავშირებითი | ჭარუნდას | წერდეს |
აწმყოს პირობითი | ჭარუნდუ-კონ | რომ ეწერა |
მყოფადუსრული | ჭარუნდას
იჸუაფუ(ნ)/იჸიი(ნ) |
„წერდეს იქნება“ |
პირობითუსრული | ჭარუნდუ-კონ
იჸუაფუდუ/იჸიიდუ |
„წერდა იქნებოდა“ |
მყოფადი | დოჭარუნს | დაწერს |
ხოლმეობითი | დოჭარუნდუ | დაწერდა |
მყოფადის კავშირებითი | დოჭარუნდას | დაწერდეს |
II სერია | ||
წყვეტილი | ჭარუ | წერა |
II კავშირებითი | ჭარას | წეროს |
II პირობითი | ჭარუ-კონ | რომ ეწერა |
III სერია | ||
I თურმეობითი | უჭარუ(ნ) | უწერია |
II თურმეობითი | უჭარუდუ | ეწერა |
III კავშირებითი | უჭარუდას | ეწეროს |
III პირობითი | უჭარუდუ-კონ | რომ ეწერა |
IV სერია | ||
III თურმეობითი | ნოჭარუე(ნ) | წერდა თურმე, „ნაწერა“ |
IV თურმეობითი | ნოჭარუედუ | ეწერა თურმე, „ნაწერიყო“ |
IV კავშირებითი | ნოჭარუედას | ეწეროს თურმე, „ნაწერიყოს“ |
IV პირობითი | ნოჭარუედუ-კონ | რომ ეწერა თურმე |
კილო
რედაქტირებათხრობითი
თხრობითი კილო გულისხმობს, რომ ზმნით გამოხატული მოქმედება ნამდვილ ფაქტად უნდა იქნას აღქმული.
კითხვითი
კითხვითი კილოს გამოხატვის ორი გზაა მეგრულში:
- კითხვითი სიტყვით. მაგ. მი? (ვინ?), მუ? (რა?), სო? (სად?), მუჟამს? (როდის?), მუჭო? (როგორ?) და სხვ. ეს წესი საზიაროა დანარჩენ ქართველურ ენებთან.
- კითხვითი ნაწილაკით -ო, რომელიც ზმნას ბოლოში დაერთვის. მახვილი ამ ნაწილაკის წინმსწრებ მარცვალს მოუდის. შდრ. ლაზური -ი, ძველქართული -ა და სვანური -მა/-მო/-მუ კითხვითი ნაწილაკები.
იმპერატივი
გამოხატავს ბრძანებას ან (მო)თხოვნას. მე-2 პირის მიმართ მე-2 სერიის წყვეტილის ფორმა გამოიყენება, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევებში – II კავშირებითი.
კავშირებითი
გამოხატავს შესაძლებლობას, სურვილს, ნატვრას. კავშირებითი კილო მეგრულში კავშირებითი მწკრივებით გადმოიცემა.
პირობითი
ასახავს პირობას ფაქტის საწინააღმდეგოდ. იწარმოება სუფიქსით -კო(ნი), რომელიც ზმნას დაერთვის.
ასპექტი
რედაქტირებამეგრულში ზმნას შეიძლება გააჩნდეს ორი ასპექტი: სრული ან უსრული. თუ მოქმედებას ბოლო უჩანს, ასპექტი სრულია. წინააღმდეგ შემთხვევაში - უსრული. სრული ასპექტი მეგრულში, დანარჩენი ქართველური ენების მსგავსად, ზმნაზე ზმნისწინის დართვით იწარმოება.
II, III და IV სერიებში ზმნებს თანაბრად აქვთ ორივე ასპექტის ფორმა, ხოლო I სერიაში მწკრივები ასპექტებს შორისაა გადანაწილებული.
უსრული ასპექტი | ||
---|---|---|
მწკრივი | ძირი: ჭარ- „წერა“ | მნიშვნელობა |
აწმყო | ჭარუნს | წერს |
უწყვეტელი | ჭარუნდუ | წერდა |
აწმყოს კავშირებითი | ჭარუნდას | წერდეს |
აწმყოს პირობითი | ჭარუნდუ-კონ | რომ ეწერა |
მყოფადუსრული | ჭარუნდას
იჸუაფუ(ნ)/იჸიი(ნ) |
„წერდეს იქნება“ |
პირობითუსრული | ჭარუნდუ-კონ
იჸუაფუდუ/იჸიიდუ |
„წერდა იქნებოდა“ |
სრული ასპექტი | ||
მყოფადი | დოჭარუნს | დაწერს |
ხოლმეობითი | დოჭარუნდუ | დაწერდა |
მყოფადის კავშირებითი | დოჭარუნდას | დაწერდეს |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ჩიქობავა, არნოლდ (1936). ლაზურის გრამატიკული ანალიზი ტექსტებითურთ.
- ჩიქობავა, არნოლდ (1938). ჭანურ-მეგრულ-ქართული შედარებითი ლექსიკონი.
- ფენრიხი, ჰ. & სარჯველაძე, ზ. (2000). ქართველური ენების ეტიმოლოგიური ლექსიკონი.
- ქაჯაია, ოთარ (2001-2002). მეგრულ-ქართული ლექსიკონი.
- კარტოზია, გურამ (2005). ლაზური ენა და მისი ადგილი ქართველურ ენათა სისტემაში.
- კლიმოვი, გიორგი (1964). ქართველური ენების ეტიმოლოგიური ლექსიკონი (რუსული).
- კლიმოვი, გიორგი (1998a). ქართველური ენების ეტიმოლოგიური ლექსიკონი. Mouton de Gruyter.
- კლიმოვი, გიორგი (1998b). მოსოფელიშ ნინეფი: კავკაციური ნინეფი (რუსული). Academia.
- მარრი, ნიკოლოზ (1910). ჭანურის (ლაზურის) გრამატიკა ქრესტომათიითა და ლექსიკონით (რუსული). .
- ყიფშიძე, იოსებ (1914). მეგრული (ივერიული) ენის გრამატიკა ქრესტომათიითა და ლექსიკონით. . (რუსული)(მეგრული)
- შანიძე, აკაკი (1973). ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები.
- თოფურია, ვარლამ & ქალდანი მ. (2000). სვანური ლექსიკონი.