გური ოტობაია

ქართველი პოეტი და ჟურნალისტი

გური ოტობაია, ნამდვილი სახელი და გვარი გულადი ფეტელავა (დ. 6 სექტემბერი, 1952, ოტობაია, გალის რაიონი) — ქართველი პოეტი და ჟურნალისტი.

გური ოტობაია
დაბადების თარიღი 6 სექტემბერი, 1952(1952-09-06) (72 წლის)
დაბადების ადგილი ოტობაია, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა პოეტი და ჟურნალისტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

წლების განმავლობაში იყო ჟურნალ-გაზეთების რედაქტორი. წერს ლექსებსა და რომანებს ქართულ და მეგრულ ენებზე. გამოსცემს ყოველკვარტარულ ჟურნალს „კირბისი“ (ოქროს საწმისი), ხუთტომეული ბელეტრისტული მატიანე „შეუთავსებელთა შეთავსების“ ავტორი. კინოსცენარისტი, რედაქტორი.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ჰოუნანა: Hounana. ლექსები მეგრულ და ქართულ ენაზე (ავტორი). - თბილისი, ინოვაცია, 2010. - 478გვ.. - ISBN 978-9941-9125-2-8
  • მუმლიმუხასა აფხაზეთისათვის : ბელეტრისტ. ინტერვიუ თამაზ ნადარეიშვილთან (ავტორი). - თბილისი, ერთი ბელეტრისტის ტრიბუნა-გური ოტობაია, 1999. - 97გვ.
  • სამეგრელო საქართველოს ბურჯი : სჯა-ბასი ოთარ ხუფენიასთან (ავტორი). - თბილისი, ერთი ბელეტრისტის ტრიბუნა - გური ოტობაია, 1999. - 113გვ.
  • საქართველოს უკვდავების ფორმულა : ბელეტრისტული ინტერვიუ ჯ. წულაიასთან (ავტორი). - თბილისი, ერთი ბელეტრისტის ტრიბუნა - გური ოტობაია, 1999. - 184გვ.
  • როკი: რომანი. (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1998; „ივერიონი“, 2021 წ.
  • სიცოცხლემისჯილი: რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1990; ივერიონი, 2021 წ

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება