აბაშა
აბაშა[4][5] — ქალაქი საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარეებს აბაშასა და ნოღელას შორის, ზღვის დონიდან 23 მ სიმაღლეზე. ქალაქ თბილისიდან მდებარეობს დაახლოებით 258 კმ-ში. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს. ქალაქში არის რკინიგზის სადგური, სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. აბაშაში არის ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენცია.
ქალაქი | |
---|---|
აბაშა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | აბაშის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°12′15″ ჩ. გ. 42°12′10″ ა. გ. / 42.20417° ჩ. გ. 42.20278° ა. გ. |
ამჟამინდელი სტატუსი | 1964 |
ცენტრის სიმაღლე | 23 მეტრი |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა |
4 941 (5 ნოემბერი, 2014)[1] , 4 450 (1 იანვარი, 2022)[2] , 1 539 (1874)[2] , 1 514 (1923)[2] , 2 264 (17 იანვარი, 1939)[2] , 4 444 (15 იანვარი, 1959)[2] , 5 197 (15 იანვარი, 1970)[2] , 6 801 (17 იანვარი, 1979)[2] , 7 139 (12 იანვარი, 1989)[2] , 6 430 (17 იანვარი, 2002)[2] , 4 863 (2016)[2] , 4 794 (2017)[2] , 4 736 (2018)[2] , 4 657 (2019)[2] , 4 573 (2020)[2] , 4 538 (2021)[2] , 4 396 (2023)[3] |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | 412 |
საფოსტო ინდექსი | 0200 |
ოფიციალური საიტი | https://abasha.gov.ge/ და https://abasha.onepage.website/ |
სახელწოდება
რედაქტირებასიტყვა აბაშა არაბულიდან მომდინარეობს, ლეგენდის თანახმად არაბებს მდინარის გადალახვა სურდათ, მაგრამ ის ადიდებულა და ერთმანეთს უყვიროდნენ „აბა - შა“, ე. ი. უკან დავიხიოთო. „ქართლის ცხოვრებაში“ მემატიანე ჯუანშერის ცნობის მიხედვით VIII საუკუნეში მურვან ყრუს ლაშქარში მყოფი 23 000 ეთიოპიური წარმოშობის აბისინიელი (აბაშელი, აბისინია—აბაშეთი) ქვეითი ერთმა ადიდებულმა მდინარემ დაახრჩო, ხოლო მეორე მდინარემ კი წაიღო 35 000 ცხენი. ამის გამო ერთ მდინარეს აბაშა, მეორეს კი ცხენისწყალი ეწოდა.
ისტორია
რედაქტირებასოფლები აბაშა, კვათანა და საკაჭარავო XIX საუკუნის დასაწყისში შედიოდა საჭილაოს სამოურავოში. ტერიტორიის ჩამოყალიბება ურბანულ ცენტრად დაკავშირებულია 1870 წელს თბილისი-ფოთის რკინიგზის გაყვანასთან, როდესაც გაიხსნა რკინიგზის სადგური აბაშა. რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიას ეწოდა ახალი აბაშა და მან მოიცვა ყოფილი სოფლები აბაშა, კვათანა, კაპანა, ნოღოხაში და საკაჭარავო. 1923 წლიდან მიენიჭა დაბის სტატუსი. 1930 წლიდან გახდა რაიონის ცენტრი. 1938 წელს ჯერ კიდევ ცალკე სოფლად იხსენიებოდა ნოღოხაში. 1963 წლიდან აბაშას მიენიჭა ქალაქის სტატუსი.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 4941 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1874[6] | 1539 | ||
1989 | |||
2002[7] | 6430 | -- | -- |
2014[8] | 4941 | 2260 | 2681 |
ცნობილი ადამიანები
რედაქტირებააბაშაში დაიბადნენ:
- ნიკოლოზ იოსელიანი ― ზოოტექნიკოსი;
- კონსტანტინე კაპანელი ― მწერალი;
- ტერენტი ჭანტურია ― მოქანდაკე.
ლიტერატურა
რედაქტირება- პერტენავა ლ., ბაგრატიონი ე., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 17.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 17.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://census.ge/ge/results/census1
- ↑ 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 2.13 2.14 http://pop-stat.mashke.org/georgia-cities.htm
- ↑ https://www.geostat.ge/en/modules/categories/41/population
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 13.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 13.
- ↑ Кавказский календарь на 1885 год გვ. 214
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.