აბაშა (მდინარე)

მდინარე საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
Disambig-dark.svg ტერმინს „აბაშა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ აბაშა (მრავალმნიშვნელოვანი).

აბაშა[1], აბაშისწყალიმდინარე საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ტეხურის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 66 კმ, აუზის ფართობი 370 კმ². იწყებს ასხის კირქვული მასივის სამხრეთი კალთებიდან. მის სათავეს ქმნის მდინარეები რაჩხისწყალი და ტობა, რომლებიც ერთდება სოფელ ბალდის ზემოთ (ზღვის დონე 325 მ). აბაშა საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. ჩამონადენი შედარებით თანაბრად ნაწილდება წლის განმავლობაში.

აბაშა
Abasha at gachedili.JPG
მდინარე აბაშა სოფელ გაჭედილის მიდამოებში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები
ქალაქები მარტვილი
სათავე 42°32′42″ ჩ. გ. 42°30′14″ ა. გ. / 42.54500° ჩ. გ. 42.50389° ა. გ. / 42.54500; 42.50389
შესართავი ტეხური
42°12′16″ ჩ. გ. 42°05′05″ ა. გ. / 42.20444° ჩ. გ. 42.08472° ა. გ. / 42.20444; 42.08472
სიგრძე 66 კმ
აუზის ფართობი 370 კმ²
აბაშა (მდინარე) — საქართველო
აბაშა (მდინარე)
აბაშა (მდინარე)
Blue 0080ff pog.svg — სათავე, Blue pog.svg — შესართავი
Commons-logo.svg აბაშა ვიკისაწყობში
მდინარე აბაშა ქალაქ აბაშასთან

კანიონირედაქტირება

ასხის მასივის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობსა და აბედათის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთის ბოლოს შორის, სოფელ გაჭედილთან, აბაშა აჩენს 50-70 მ სიღრმის ვიწრო (სიგანე 5-6 მ) კანიონს, ამ ადგილზე აგებულია აბაშის ჰესი. კანიონში ინახება 75 მილიონი წლის წინ დედამიწაზე მცხოვრები ცხოველების გაქვავებული ძვლები. ეს აღმოჩენა 2010 წლის ივლისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციამ გააკეთა.[2] კანიონის ზოგიერთ მღვიმეში აღმოჩნდა უძველესი ადამიანის არსებობის ნაშთები, მათი ძვლები, ნასუფრალი. გარდა ამისა, ნაპოვნია ცხოველთა გადაშენებული სახეობების ძვლებიც, მათ შორის მღვიმის დათვისა და ბიზონის ნაშთები.[3]

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება