ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიაუნი — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თბილისში, რომელიც 2006 წელს განსხვავებული და ხანგრძლივი ისტორიის მქონე 6 ინსტიტუტის გაერთიანების შედეგად დაფუძნდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. უნივერსიტეტში 4 ფაკულტეტი არსებობს, ასევე ილიას უნივერსიტეტის შემადგენლობაში შედის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები და 20-ზე მეტი კვლევითი ინსტიტუტი და ცენტრი. უნივერსიტეტი არის საერთაშორისო ასოციაციებისა და ქსელების წევრი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი | |
---|---|
დევიზი | ლათ. Ligamus ქართ. „ჩვენ ვაერთიანებთ“, Libertas Academica, Libertas Conscientiae |
დაფუძნდა | 2006 |
ატარებს სახელს | ილია ჭავჭავაძე |
ტიპი | საჯარო |
რექტორი | ნინო დობორჯგინიძე |
სტუდენტი | 16 601 |
მისამართი | ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5 , თბილისი 0162 |
ქალაქი | თბილისი |
ქვეყანა | საქართველო |
ტელეფონი |
(+995 32) 23 10 26 (+995 32) 29 41 97. ადმინისტრაცია |
კამპუსი |
12 |
მეტსახელი | „ილიაუნი" |
კავშირები | ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია |
iliauni.edu.ge |
ისტორია
რედაქტირებაილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაფუძნდა 2006 წელს განსხვავებული და ხანგრძლივი ისტორიის მქონე 6 ინსტიტუტის გაერთიანების შედეგად. [1]
ფაკულტეტები
რედაქტირებაილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს 4 ფაკულტეტი. მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაკულტეტია, რომელიც სასწავლო პროგრამებს სწავლების 4 საფეხურზე ახორციელებს (პროფესიული, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა).
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი სასწავლო პროგრამებს სწავლების რამდენიმე საფეხურზე ახორციელებს (პროფესიული, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, უმაღლესი პროფესიული). ფაკულტეტს გააჩნია დიდი მატერიალური ბაზა, რომელიც გამოიყენება სამეცნიერო კვლევებსა და ტექნიკურ მომზადებაში. საქართველოს მაღალმთიანეთში, შავი ზღვის სანაპიროზე, აღმოსავლეთ საქართველოს არიდულ ლანდშაფტში ფაკულტეტის დაქვემდებარებაშია საველე კვლევითი ბაზები, დნმ-ლაბორატორია, სადაც ადამიანის, ცხოველების და მცენარეების გენებს შეისწავლიან, კვლევითი გემი, რომლის გამოყენებითაც იწარმოება შავი ზღვის ფაუნის, ფლორისა და გეოლოგიის კვლევები, სახელოსნოები, მათ შორის - არქიტექტურული სამაკეტო სახელოსნო და ბიბლიოთეკა.
სამართლის სკოლაში მოქმედებს სამართლის საბაკალავრო და კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამები.
ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტი 2019 წელს შეიქმნა.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები
რედაქტირებაილიას სახელმწიფო უნვირსიტეტის ბაზაზე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები. პროგრამისთვის განკუთვნილი აუდიტორიები, საინჟინრო და სამეცნიერო ლაბორატორიები და კომპიუტერული სამუშაო ადგილები შექმნილია იმავე კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად და იმავე ტექნოლოგიების უზრუნველსაყოფად, რაც გამოიყენება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, აშშ-ში. კურსებს უძღვებიან სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკელი პროფესორ-მასწავლებლები.
SDSU-საქართველო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აბიტურიენტებს სთავაზობს ორ საბაკალავრო პროგრამას - ელექტრული ინჟინერია და კომპიუტერული ინჟინერია.
კვლევითი ინსტიტუტები
რედაქტირებაუნივერსიტეტის შემადგენლობაში შედის თანამედროვე დონეზე აღჭურვილი 20-ზე მეტი კვლევითი ინსტიტუტი და ცენტრი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი-კვლევითი ინსტიტუტები:
|
|
საერთაშორისო ურთიერთობები
რედაქტირებაილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის შემდეგი საერთაშორისო ასოციაციებისა და ქსელების წევრი:
- ევროპული თანამშრომლობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში
- შრომითი თერაპიის ევროპული ქსელი
- ფრანკოფონიის უნივერსიტეტების სააგენტო
- ევროპული უნივერსიტეტების ასოციაცია
- უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია
- ასოციაცია „რონდინეს მშვიდობის ციტადელი“
- შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელი - BSUN
- ასოციაცია „გერმანული ენის ავსტრიული დიპლომი“ - ÖSD
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ოფიციალურად თანამშრომლობს შემდეგ უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან მეცნიერების, ტექნოლოგიის, განათლებისა და კვლევების მიმართულებით:
- ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ბერლინ-დალემის ბოტანიკური ბაღი და ბოტანიკური მუზეუმი, გერმანია
- დედამიწის მეცნიერებათა შემსწავლელი ინსტიტუტი, სინიკას აკადემია, ტაივანი, ჩინეთი
- თავისუფლების უნივერსიტეტი (Liberty University), აშშ
- ინსბრუკის უნივერსიტეტი, ავსტრია
- კალიფორნიის უნივერსიტეტი, დეივისის კამპუსი, აშშ
- კოლუმბიის უნივერსიტეტი, აშშ
- ლიუვენის უნივერსიტეტი, ბელგია
- ნეაპოლის მეორე უნივერსიტეტი, იტალია
- პენსილვანიის უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების კოლეჯი, აშშ
- სიენას უნივერსიტეტი, იტალია
- ფრიბურგის უნივერსიტეტი, შვეიცარია და ა.შ.
სიმბოლიკა
რედაქტირებაგერბი
რედაქტირებაილიას სახელობის უნივერსიტეტს გააჩნია საკუთარი სიმბოლიკა: გერბი და ჰიმნი, რაც დადგენილია უნივერსიტეტის წესდებით. ოთხველიანი „ევროპული“ ფარი
„მესამე ველზე ანდრია პირველწოდებულის ჯვრისებურად გადაჯვარედინებული, ნახევრად ვერცხლისა და ნახევრად მეწამული ორი გასაღები აღნიშნავს უნივერსიტეტის მიერ სწავლების ხერხების ფლობას.“
|
ჰიმნი
რედაქტირებაილიაუნის ჰიმნი შეიქმნა 2006 წელს და მისი ავტორია გოგი ძოძუაშვილი.