პენსილვანიის უნივერსიტეტი
პენსილვანიის უნივერსიტეტი (ინგლ. University of Pennsylvania, მოიხსენიება, როგორც პენი (Penn) ან იუპენი (UPenn)) — კერძო, არასექტარული კვლევითი უნივერსიტეტი ფილადელფიაში, პენსილვანია. დაფუძნდა ბენ ფრანკლინის მიერ 1749 წელს (თუმცა 1899 წლიდან უნივერსიტეტი დაარსების თარიღად აღიარებს 1840 წელს, რადგან ფრანკლინის მიერ პენსილვანიის უნივერსიტეტის გახსნამდე იქ უკვე არსებობდა სასწავლო დაწესებულება). სიძველით აშშ-ის მეოთხე უმაღლესი სასწავლებელი და ამერიკის პირველი უნივერსიტეტია. ასევე აივი ლიგის წევრია. პენი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო აკადემიურ დაწესებულებად ითვლება.
პენის ძირითადი ფოკუსი ინტერდისციპლინარული კვლევითი პროგრამებია. თუმცა ისტორიულად პენის სიძლიერე მისი სამაგისტრო და პროფესიული სკოლები იყო, ბოლო წლებში მან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა საბაკალავრო პროგრამებზეც. პენის სპეციალიზაცია გაერთიანებული ხარისხის პროგრამებია. აქ ასწავლიან ისეთ უნიკალურ საგნებს, როგორიცაა მაგ. ქცევის ბიოლოგიური ბაზისი; მეცნიერების ისტორია და სოციოლოგია; ლოგიკა, ინფორმაცია და გამოთვლითი პროცესები. პენის პოლიტიკით ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ დაესწრონ ნებისმიერ სამაგისტრო და პროფესიული საგნების ლექციებსაც.
პენის წამყვანი სკოლებია ჰუმანიტარული მეცნიერებანი, იურისპრუდენცია, მედიცინა, განათლება, ინჟინერია და ბიზნესი. პენის ბიზნესის (ვარტონი), არქიტექტურის (დიზაინის სკოლა), კომუნიკაციების (ანენბერგი), მედიცინისა და საფერშლო სკოლები რანგით ამერიკის საუკეთესო ხუთეულშია. პენის იურიდიული, სოციალური პოლიტიკისა და განათლების სკოლები რანგით გამუდმებით საუკეთესო ათეულში ხვდებიან.
პენსილვანიის უნივერსიტეტი ქვეყნის ერთ-ერთ უდიდესი ფონდების მომზიდია. ამ მხრივ ის როგორც წესი უნივერსიტეტებში უდიდეს ხუთეულშია ხოლმე. ამასთან, პენს ამერიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი კვლევითი პროგრამების ბაზა გააჩნია, ხარჯავს რა 700 მილიონ ამერიკულ დოლარს ყოველწლიურად.
U.S. News & World Report-ის მიხედვით 2016 წელს პენი მეცხრეა შტატებში[25] და ასევე ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სასწავლებელია[26], ამასვე ამბობს The Princeton Review[27]. 2015 წელს USA Today-მ პენსილვანიის უნივერსიტეტს პირველი ადგილი მიანიჭა აშშ-ში[28]. მსოფლიოს მასშტაბით პენი მე-18-ა QS World University Rankings-ზე დაყრდნობით[29], მე-17 Academic Ranking of World Universities-სა[30] და Times Higher Education World University Rankings-ის მიხედვით[31].
პენსილვანიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის არიან: უილიამ ჰენრი ჰარისონი, ნნამდი აზიკივე, კვამე ნკრუმა და ალასან უატარა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 Montgomery T. H. A History of the University of Pennsylvania from Its Foundation to A. D. 1770: Including Biographical Sketches of the Trustees, Faculty, the First Alumni and Others — PHL: George W. Jacobs & Co., 1900.
- ↑ https://archives.upenn.edu/exhibits/penn-history/brief-history
- ↑ https://www.nacubo.org/-/media/Nacubo/Documents/EndowmentFiles/2019-Endowment-Market-Values--Final-Feb-10.ashx?
- ↑ 4.0 4.1 National Association of College and University Business Officers U.S. and Canadian 2022 NTSE Participating Institutions Listed by Fiscal Year 2022 Endowment Market Value, Change in Market Value from FY21 to FY22, and FY22 Endowment Market Values Per Full-time Equivalent Student (Excel) — 2023.
- ↑ 5.0 5.1 Integrated Postsecondary Education Data System — 1992.
- ↑ U.S. and Canadian 2022 NTSE Participating Institutions Listed by Fiscal Year 2022 Endowment Market Value, Change in Market Value from FY21 to FY22, and FY22 Endowment Market Values Per Full-time Equivalent Student (Excel) — National Association of College and University Business Officers, 2023.
- ↑ https://www.upenn.edu/about/contact
- ↑ https://web.archive.org/web/20240116123311/https://www.aau.edu/sites/default/files/AAU-Files/Who-We-Are/AAU%20Member%20Universities%20listed%20by%20year_updated%202023.pdf
- ↑ https://www.aau.edu/who-we-are/our-members
- ↑ https://orcid.org/members/001G000001orc35IAA-university-of-pennsylvania
- ↑ https://web.archive.org/web/20231020113811/https://orcid.org/members
- ↑ https://www.clir.org/about/current-sponsors-and-funders
- ↑ http://old.arl.org/arl/membership/members.shtml
- ↑ http://iiif.io/community/consortium/#the-iiif-consortium
- ↑ https://www.cossa.org/members/
- ↑ Our Members / Tier 1
- ↑ https://web.archive.org/web/20240120073011/https://secure.aacu.org/iMIS/AACUR/Membership/MemberListAACU.aspx
- ↑ https://web.archive.org/web/20240126121019/https://nhalliance.org/about/members/
- ↑ https://web.archive.org/web/20221215225406/https://www.heliosopen.org/members
- ↑ https://web.archive.org/web/20240227092307/https://www.cni.org/about-cni/membership/members
- ↑ https://web.archive.org/web/20231016073235/https://www.crl.edu/membership/members
- ↑ https://web.archive.org/web/20231015070603/https://sparcopen.org/who-we-are/members/
- ↑ https://web.archive.org/web/20241007110620/https://www.cumuonline.org/membership/cumu-members/
- ↑ 24.0 24.1 24.2 24.3 24.4 24.5 Carnegie Classification of Institutions of Higher Education — 1970.
- ↑ National University Rankings. U.S.News & World Report. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 21, 2011. ციტირების თარიღი: October 24, 2015.
- ↑ U.S. News Staff. (January 24, 2012) The Most Popular National Universities. Usnews.com. ციტირების თარიღი: March 18, 2012.
- ↑ „2015 College Hopes & Worries Survey Report“. The Princeton Review. ციტირების თარიღი: 21 March 2016.
- ↑ „UPenn named best college nationwide for 2015“. USA TODAY College.
- ↑ QS World University Rankings 2015/16. QS Quacquarelli Symonds Limited. ციტირების თარიღი: October 24, 2015.
- ↑ Academic Ranking of World Universities 2015. ShanghaiRanking Consultancy.. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 30, 2015. ციტირების თარიღი: October 24, 2015.
- ↑ World University Rankings 2015-2016. Times Higher Education. ციტირების თარიღი: October 24, 2015.