ალასან უატარა
ალასან დრამან უატარა (ფრანგ. Alassane Dramane Ouattara, დ. 1 იანვარი 1942, დიმბოკრო, კოტ-დ’ივუარი) — კოტ-დ’ივუარის პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 1990–1993 წწ. და პრეზიდენტი 2011 წლის 11 აპრილიდან.
ალასან უატარა | |
კოტ-დ’ივუარის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 11 აპრილი 2011 |
წინამორბედი | ლორან გბაგბო |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 ნოემბერი, 1990 – 9 დეკემბერი, 1993 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | გაბრიელ კაბლან დუნკანი |
დაბადებული | 1 იანვარი, 1942 დიმბოკრო, კოტ-დ’ივუარი |
პოლიტიკური პარტია | გაერთიანებული რესპუბლიკელები |
პროფესია | ეკონომისტი |
რელიგია | ისლამი |
დაიბადა თანამედროვე კოტ-დ’ივუარის ტერიტორიაზე დაამთავრა დრექსელისა და პენსილვანიის უნივერსიტეტები. 1984–1988 წწ. მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდში და განაგებდა აფრიკის დეპარტამენტს. 1988–1990 წლებში კი მუშაობდა დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ცენტრალურ ბანკში.
1990 წელს პრეზიდენტმა ფელიქს უფუე-ბუანმა დანიშნა პრემიერ-მინისტრად. 1993 წელს პრეზიდენტის გარდაცვალებიდან 2 დღეში დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღო ხმების 33 % და გავიდა მეორე ტურში, რომელშიც 54,10 % ხმით გაიმარჯვა ალასან უატარამ. ჩრდილოეთის 7 რეგიონში, რომლებშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა უატარამ, არჩევნების შედეგები გააუქმეს[1], რასაც მოჰყვა მწვავე პოლიტიკური კრიზისი. 11 აპრილს მოქმედი პრეზიდენტი ლორან გბაგბო აბიჯანში მდებარე მის რეზიდენციაში დააპატიმრეს[2]. სახელმწიფოს მეთაური გახდა ალასან უატარა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Alassane Ouattara.com დაარქივებული 2005-02-06 საიტზე Wayback Machine. Political Web site from Ouattara's circle of influence.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Кризис в Кот-д’Ивуаре: два президента борются за власть“ (რუსული). Русская служба би-би-си. 4 декабря 2010 г. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ კოტ დ’ივუარის ლიდერი, ლორან გბაგბო დააპატიმრეს
წინამორბედი: ლორან გბაგბო |
კოტ-დ’ივუარის პრეზიდენტი 2011 – დღემდე |
შემდეგი: |