ფელიქს უფუე-ბუანი (დ. 18 ოქტომბერი, 1905, იამუსუკრო, კოტ-დ’ივუარი — გ. 7 დეკემბერი, 1993, კოტ-დ’ივუარი) — კოტ-დ’ივუარის პირველი პრეზიდენტი. თავდაპირველად იყო სოფლის მოხელე. მუშაობდა ექიმად, პლანტაციების ადმინისტრატორად და პროფკავშირების ლიდერად, შემდეგ აირჩიეს საფრანგეთის პარლამენტში. 1940-იანი წლებიდან გარდაცვალებამდე დიდ როლს ასრულებდა აფრიკის დეკოლონიზაციის საქმეში და საკუთარი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ფელიქს უფუე-ბუანი
ფელიქს უფუე-ბუანი
კოტ-დ’ივუარის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 ნოემბერი 1960 – 7 დეკემბერი 1993
მემკვიდრეჰენრი კონან ბედი

დაბადებული18 ოქტომბერი 1905
იამუსუკრო კოტ-დ’ივუარი
გარდაცვლილი7 დეკემბერი 1993
კოტ-დ’ივუარი
პოლიტიკური პარტიაკოტ-დ’ივუარის დემოკრატიული პარტია
რელიგიაკათოლიკე

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფელიქს უფუე-ბუანი მისი ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად დაიბადა 1905 წლის 18 ოქტომბერს, იამუსუკროში, ბაულეს ტომის ბელადის ოჯახში, რომლებიც ანიმისტები იყვნენ და დაარქვეს დია უფუე. მისი პირველი სახელი ითარგმნებოდა როგორც "წინასწარმეტყველი", ხოლო გვარი მიიღო მამისაგან ნ'დოლი უფუესაგან. ფელიქსს ჰყავდა ორი უფროსი და და ერთი ძმა. დაწყებითი განათლება მიიღო ქალაქ ბინგევილის სკოლაში, რომელშიც შევიდა 1915 წელს და ამავე წელს მიიღო ქრისტიანობა. 1926 წლის 26 ოქტომბერს დაიწყო ექთნად მუშაობა აბიჯანის საავადმყოფოში.

ფელიქს უფუე-ბუანმა 1944 წელს დააარსა აფრიკის სოფლის მეურნეობის პროფკავშირი, რომლის ბაზაზეც შექმნა კოტ-დ’ივუარის დემოკრატიული პარტია. უფუე-ბუანი არის აფრიკის დემოკრატიული გაერთიანების შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი, რომლის საკოორდინაციო საბჭოს წევრიც იყო შემდგომში. 1945 წელს აირჩიეს საფრანგეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატად, 1959 წლამდე იყო საფრანგეთის ეროვნული კრების დეპუტატი. 1956-1959 წლებში ეკავა სხვადასხვა თანამდებობები საფრანგეთის მთავრობაში. უფუე-ბუანი კოტ-დ’ივუარის პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა 1959 წლის 1 მაისს. 1960 წლის 7 აგვისტოს გამოაცხადა სრული დამოუკიდებლობა საფრანგეთისაგან და დაიწყო ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა. აღნიშნული კონსტიტუცია იყო ნაზავი აშშ-ს და საფრანგეთის კონსტიტუციებისა (აღმასრულებელი ხელისუფლება მოაწყო აშშ-ს კონსტიტუციის, ხოლო საკანონმდებლო საფრანგეთის კონსტიტუციის საფუძველზე). 1960 წლის 27 ნოემბერს აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად. გარდაცვალებამდე, 1993 წლის 7 დეკემბრამდე იყო ქვეყნის პრეზიდენტი. იუნესკომ დააწესა მისი სახელობის მშვიდობის პრიზი (1989), რომლის პირველი ნომინანტებიც გახდნენ სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტები ნელსონ მანდელა და ფრედერიკ დე კლერკი.

1930 წელს დაქორწინდა კედი რასინ კოიზე, რომელიც იყო მდიდარი მუსლიმანი სენეგალელის შვილი. მათ შეეძინათ 5 შვილი. ფელიქსის პირველი მეუღლე გარდაიცვალა 1952 წელს. 1962 წელს კი დაქორწინდა ახალგაზრდა მარია-ტერეზა უფუე-ბუანზე, რომელთანაც შეეძინა 2 შვილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
წინამორბედი:
კოტ-დ’ივუარის პრეზიდენტი

19601993
შემდეგი:
ჰენრი კონან ბედი