ანრი კონან ბედი
აიმე ანრი კონან ბედი (ფრანგ. Henri Konan Bédié, დ. 5 მაისი, 1934, დადიეკრო, კოტ-დ’ივუარი — გ. 1 აგვისტო, 2023) — კოტ-დ’ივუარის პოლიტიკური მოღვაწე. კოტ-დ’ივუარის პრეზიდენტი 1993-1999 წლებში. კოტ-დ’ივუარის დემოკრატიული პარტიის ლიდერი.
ანრი კონან ბედი | |
კოტ-დ’ივუარის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 დეკემბერი, 1993 – 24 დეკემბერი, 1999 | |
წინამორბედი | ფელიქს უფუე-ბუანი |
მემკვიდრე | რობერტ გეი |
დაბადებული | 5 მაისი, 1934 დადიეკრო, კოტ-დ’ივუარი |
გარდაცვლილი | 1 აგვისტო, 2023 აბიჯანი, კოტ-დ’ივუარი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაანრი კონან ბედი დაიბადა დაუკროს დეპარტამენტის ქალაქ დადიეკროში. უმაღლესი განათლება მიიღო საფრანგეთში 1960 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ შემდეგ გახდა კოტ-დ’ივუარის პირველი ელჩი აშშ-ში და კანადაში. 1966-1977 წლებში ეკავა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა. ამავდროულად იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ადგილობრივი კომიტეტის ხელმძღვანელი. 1980 წელს ეროვნულ ასამბლეის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ არჩეულ იქნა ასეამბლეის თავმჯდომარედ. ამავე პოსტზე აირჩიეს 1985 და 1990 წელს. 1993 წლის 7 დეკემბერს პრეზიდენტ ფელიქს უფუე-ბუანის გარდაცვალების შემდეგ გაიმართა ხანმოკლე კინკლაობა პრეზიდენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად მასსა და პრემიერ-მინისტრ ალასან უატარას შორის. კონან ბედიმ ამ ბრძოლაში გაიმარჯვა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა 9 დეკემბერს დატოვა თანამდებობა. 1994 წელს აირჩიეს კოტ-დ’ივუარის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტად.
საპრეზიდენტო კარიერა
რედაქტირებაპრეზიდენტმა ბედიმ განაცხადა რომ იწყება ეროვნული სტაბილურობის ხანა, მაგრამ ბრალი დასდეს პოლიტიკურ რეპრესიებში და კორუფციაში. 1995 წელს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ალასან უატარას უარი უთხრეს საარჩევნო კანონმდებლობის გადასინჯვაზე, რის შემდეგაც საპრეზიდენტო არჩევნებში ორმა მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ გაერთიანებულმა რესპუბლიკურმა პარტიამ და კოტ-დ’ივუარის სახალხო ფრონტმა ბოიკოტი გამაცხადეს. ანრი კონან ბედიმ არჩევნები მოიგო 96 %-ით.
ანრი კონან ბედის ხელისუფლება დაამხეს სამხედრო გადატრიალების შედეგად 1999 წლის 24 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც 23 დეკემბერს უარი თქვა სამხედროების მოთხოვნებზე. მთავარი მოთხოვნა იყო რესპუბლიკელთა პოლიტპატიმრების გათავისუფლება. პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა რობერტ გეიმ. კონან ბედი გაიქცა საფრანგეთის სამხედრო ბაზაზე. 26 დეკემბერს კი მიატოვა ქვეყანა და გადავიდა ტოგოში ოჯახის წევრებთან ერთად. ლომეს აეროპორტში დაფრენისას თვითმფრინავის ტრაპთან მას ტოგოს პრეზიდენტი გნასინგბე ეიადემა შეეგება.
ემიგრაცია
რედაქტირება2000 წლის 3 იანვარს დატოვა ტოგო და გადავიდა საფრანგეთში. დემოკრატიულმა პარტიამ კი მას პარტიის ხელმძღვანელის პოსტი დაატოვებინა, რაც ბედიმ შეაფასა როგორც „პუტჩი“. 2000 წლის ივნისში სახელმწიფო ფინანსების დატაცების ბრალდებით გაიცა საერთაშორისო ორდერი კონან ბედისა და მისი ყოფილი ფინანსთა მინისტრის ნიამიენ ნგორანის დაპატიმრებაზე. 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დააპირა მონაწილეობის მიღება მაგრამ 12 დღით ადრე ბოიკოტი გამოაცხადა.
2001 წლის 23 ივნისს კოტ-დ’ივუარის ახალი პრეზიდენტი ლორან გბაგბო შეხვდა პარიზში და მოუწოდა დაბრუნებულიყო კოტ-დ'ივუარში. 2001 წლის 15 ოქტომბერს დაბრუნდა სამშობლოში, რამდენიმე დღეში გაიმართა დემოკრატიული პარტიის მე-11 ყრილობა, რომელზეც ჩამოშორდა გაურკვეველი დროით მმართველობას პირადი სურვილით, 2002 წლის აპრილში კი კვლავ აირჩიეს პარტიის პრეზიდენტად.
2004-2005 წლებში ანრი კონან ბედი კვლავ საფრანგეთშია, საიდანაც დაბრუნდა 11 სექტემბერს და ოპოზიციაში ჩაუდგა ლორან გბაგბოს.
2007 წლის 20 მაისს „ფრანს პრესის“ სააგენტოთან ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი იქნება დემოკრატიული პარტიის კანდიდატი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც უნდა გაიმართოს 2009 წლისათვის.
ანრი კონან ბედი გარდაიცვალა 2023 წლის 1 აგვისტოს აბიჯანის კერძო ჰოსპიტალში, 89 წლის ასაკში.[1][2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Décès du Président Henri Konan Bédié à la Pisam : La Côte d'Ivoire perd une figure politique“. Afrique Sur 7. 1 August 2023. ციტირების თარიღი: 1 August 2023.
- ↑ Côte d'Ivoire: l'ancien président Henri Konan Bédié est mort à 89 ans French. Le Figaro. ციტირების თარიღი: 1 August 2023.
წინამორბედი: ფელიქს უფუე-ბუანი |
კოტ-დ’ივუარის პრეზიდენტი 1993 – 1999 |
შემდეგი: რობერტ გეი |