ტოგო
ტოგოს რესპუბლიკა — სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. 1960 წლიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოა. გაეროს წევრი გახდა 1960 წელს. ტოგო აფრიკული ერთიანობის ორგანიზაციის წევრია.
ტოგოს რესპუბლიკა République Togolaise ტოგო |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
ჰიმნი: Salut à toi, pays de nos aïeux |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ლომე 6°07′ ჩ. გ. 1°13′ ა. გ. / 6.117° ჩ. გ. 1.217° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ფრანგული ენა | |||||
მთავრობა | დიქტატურა | |||||
- | პრეზიდენტი | ფაურე გნასინგბე | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 56 785 კმ2 (125-ე) | ||||
- | წყალი (%) | 4.2 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2005 შეფასებით | 6,1 მლნ (102-ე) | ||||
- | 2020 აღწერა | 8,608,444 | ||||
- | სიმჭიდროვე | 108 კაცი/კმ2 (93-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2005 შეფასებით | |||||
- | სულ | $8.945 მილიარდი (144-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $1,700 (193-ე) | ||||
აგი (2007) | 0.512 (საშუალო) (152-ე) | |||||
ვალუტა | CFA ფრანკი (XOF ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC±00:00 | |||||
ქვეყნის კოდი | TGO | |||||
Internet TLD | .tg | |||||
სატელეფონო კოდი | 228 |
ქვეყანას დასავლეთიდან ესაზღვრება განა, აღმოსავლეთიდან ბენინი და ჩრდილოეთიდან ბურკინა-ფასო. ქვყენის სამხრეთით მდებარეობს გვინეის ყურე, რომლის სანაპიროზეც მდებარეობს დედაქალაქი ლომე. ქვეყნის ფართობი 57000 კვადრატული კილომეტრია (22,008 კვადრატული მილი), რის გამოც, ის აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფოა. მოსახლეობა 8.6 მილიონია. ტოგო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო ქვეყანაა, რომლის სიგანეც 115 კმ-ზე (71 მ) ნაკლებია. [1]
მე-16 საუკუნიდან მე-18 საუკუნემდე სანაპირო რეგიონი ევროპელებისთვის მთავარი სავაჭრო ცენტრი იყო მონების შესაძენად, რითაც ტოგომ და მიმდებარე რეგიონმა მიიღო სახელწოდება ,,მონათა სანაპირო". 1884 წელს გერმანიამ ტოგო და მისი მიმდებარე ტერიტორია თავის შემადგენლობად გამოაცხდა და ტოგოლენდი უწოდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ტოგოს მმართველობა საფრანგეთის ხელში გადავიდა. 1960 წელს ტოგომ საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1967 წელს გნასსინგბე ეიადემამ წარმატებული სამხედრო გადატრიალება მოაწყო, რომლის შემდეგაც ის ანტიკომუნისტური, ერთპარტიული სახელმწიფოს პრეზიდენტი გახდა. 1993 წელს ეიადემამ მოაწყო მრავალპარტიული არჩევნები, სადაც გაყალბების შედეგად მესამე ვადით გახდა პრეზიდენტი. მისი გარდაცვალების შემდეგ, ეიადემა თანამედროვე აფრიკის ისტორიაში ყველაზე დიდხნიანი მმართველის სტატუსი მოიპოვა. ის ტოგოს 38 წლის განმავლობაში მართავდა. [2] 2005 წელს მისი შვილი, ფორ გნასინგბე ტოგოს პრეზიდენტად აირჩიეს.
ისტორია
რედაქტირებაკოლონიამდელი პერიოდი (-1889)
რედაქტირებაარქეოლოგიური გათხრების შედეგად დადგინდა რომ, თანამედროვე ტოგოს ტერიტორიაზე უძველესი ტომები დაკავებულები იყვნენ ჭურჭლის წარმოებითა და რკინის დამუშავებით. სახელი ტოგო მომდინარეობს ენა ევედან და ითარგმნება როგორც ,,ადგილი სადაც ლაგუნა წევს''. ბევრი არაფერია ცნობილი ქვეყანაში პოტუგალიელების გამოჩენამდე (1490 წლამდე). მე-11-მე-16 საუკუნეებში ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა მიმართულებიდან შევიდნენ სხვადასხვა ტომები: ევები დასავლეთიდან და გენები და ფონები აღმოსავლეთიდან. ისინი მეტწილად სანაპიროების მიმდებარედ დასახლდნენ.
მონებით ვაჭრობა მე-16 საუკუნეში დაიწყო. შემდეგი ორი საუკუნის განმავლობაში, ქვეყნის სანაპირო ნაწილი ევროპელების მთავარ სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა, რის გამოც შემდგომში ტოგო და მისი მიმდებარე ტერიტორია ცნობილი იყო სახელით ,,მონათა სანაპირო''.
კოლონიზაციის პერიოდი (1884-1960)
რედაქტირება1884 წელს ტოგოვილში გერმანელთა და მეფე მლაპა მე-3-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სანაპირო ზოლი გერმანიის შემადგენლობაში გადადიოდა. გერმანიამ დროთა განმავლობაში მეტად მოიკიდა ფეხი ქვეყანაში და თავისი კონტროლი დაამყარა. მოგვიანებით ტოგოს საზღვრები განისაზღვრა გერმანიის მიერ ტერიტორიის დაპყრობის შედეგად და ასევე საფრანგეთსა და ბრიტანეთთან ხელშეკრულების დადების შემდეგ. 1905 წელს ტოგო გერმანიის იმპერიის კოლონია გახდა, რომლის შემადგენლობაშიც ტოგოლენდის სახელწოდებით შევიდა. ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული იყო რომ ემუშავა, დაემუშავებინა ბამბა, ყავა და კაკაო და ასევე გადაეხადა მაღალი გადასახადები. სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტისთვის აშენდა რკინიგზა და ლომეს პორტი. გერმანელებმა ქვეყანაში შეიტანეს თანამედროვე ტექნიკა ყავის, კაკაოსა და ბამბის კულტივაციისთვის და ასევე განავითარეს ინფრასტრუქტურა.
პირველი მსოფლიო ომის დროს ტოგოლენდში ბრიტანეთი და საფრანგეთი შეიჭრა. 7 დეკემბერს, 1916 წელს ტოგო ბრიტანულ და ფრანგულ ნაწილებად დაიყო. 1922 წლის 20 ივლისს დიდმა ბრიტანეთმა მიიღო ერთა ლიგის მანდატი, რომ ემართა ტოგოს დასავლეთი ნაწილი ხოლო საფრანგეთს აღმოსავლეთ ნაწილი უნდა ემართა. 1945 წელს ქვეყანამ მოიპოვა უფლება, რომ გაეგზავნა სამი წარმომადგენელი საფრანგეთის პარლამენტში.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნის ორივე მანდატი გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამეურვეო ტერიტორია. ბრიტანეთის ტოგოლენდის მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეერთებულიყვნენ ოქროს ნაპირს როგორც ახალი დამოუკიდებელი განის ნაწილი, 1957 წელს. ფრანგული ტოგოლენდი გახდა საფრანგეთის კავშირის ავტონომია 1959 წელს. ამით საფრანგეთმა შეინარჩუნა დაცვის, საგარეო ურთიერთობებისა და ფინანსების კონტროლის უფლება.
დამოუკიდებლობა
რედაქტირებატოგოს რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა 1960 წლის 27 აპრილს მოიპოვა. 1961 წელს ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგადაც სილვანუს ოლიმპიო ტოგოს პირველი პრეზიდენტი გახდა. მან ხმების აბსოლუტური 100% მოიპოვა. 1961 წლის 9 აპრილს მიიღეს ტოგოს კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იყო ტოგოს ეროვნული ასამბლეა.[1] [3]
1961 წლის დეკემბერში ტოგოს ოპოზიციური პარტიების ლიდერები დააპატიმრეს, მათ ბრალი ედებოდათ ანტისამთავრობო შეთქმულების მომზადებაში. გამოიცა ბრძანება ოპოზიციური პარტიების დაშლის შესახებ. ოლიმპიო შეეცადა საფრანგეთისადმი დამოკიდებულების შემცირებას შეერთებულ შტატებთან, გაერთიანებულ სამეფოსთან და დასავლეთ გერმანიასთან თანამშრომლობის დამყარებით. მან ასევე, ალჟირის ბრძოლაში ფრანგებს ხელი შეუშალა ტოგოელთა არმიაში მოხვედრაში.საბოლოოდ ამ ფაქტორებმა განაპირობა სამხედრო გადატრიალება 1963 წლის 13 იანვარს, რომლის დროსაც ოლიმპიო მოკლა ჯარისკაცთა ჯგუფმა სერჟანტი გნასსინგბე ეადემას ხელმძღვანელობით. შედეგად ტოგოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
სამხედრო ძალების მმართველობა ნიკოლას გრუნიცკის ხელში გადავიდა. 1963 წლის მაისში, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად გრუნიცკი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. ახალი ხელმძღვანელობა საფრანგეთთან ურთიერთობების გაღრმავების პოლიტიკას ატარებდა. გრუნიცკის მთავარი მიზანი ქვეყნის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს შორის განხეთქილების შემცირება იყო. მათ შეიმუშავეს ახალი კონსტიტუცია და დანერგე სმრავალპარტიული სისტემა.
1967 წლის 13 იანვარს, ეიადემა გნასსინგბემ გრიუნცკი უსისხლო გადატრიალებაში დაამარცხა და ის ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. მან აკრძალა სხვა პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და 1969 წლის ნოემბერში ერთპარტიული სისტემა დაამყარა. ის ხელმეორედ აირჩიეს 1979 და 1986 წლების არჩევნებში. 1983 წელს დაიწყო პრივატიზება და 1991 წელს ქვეყანაში სხვა პოლიტიკური პარტიები დაუშვეს. ევროკავშირმა ტოგოსთან ურთიერთობა შეაჩერა გნასსინგბეს 1993, 1998 და 2003 წლებში ხელმეორედ არჩევის გამო. 2004 წელს კი ბრიუსელში მოლაპარაკება გაიმართა ურთიერთობების აღდგენის შესახებ.
2005 წლის 5 თებერვალს ეიადემა გნასსინგბე მოულოდნელად გარდაიცვალა 38 წლიანი მმართველობის შემდეგ. სამხედროებმა მისი ვაჟი, ფაურ გნასსინგბეს პრეზიდენტად დაუყოვნებლივ დააყენეს, რამაც საერთაშორისო გმობა გამოიწვია. გამონაკლისს მხოლოდ საფრანგეთი წარმოადგენდა. დემოკრატიულად არჩეულმა აფრიკული ქვეყნების ზოგიერთმა ლიდერმა, როგორიცაა სენეგალელი აბდულაი ვეიდმა და ნიგერიელი ოლუსეგუნ ობასანჯომ, მხარი დაუჭირეს ამ ნაბიჯს, რითაც შექმნეს აფრიკის კავშირში არეულობა გამოიწვიეს.[4]
გნასინგბემ ხელისუფლება დატოვა და არჩევნები მოაწო, სადაც ისევე თვითონ გაიმარჯვა. ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა. აღდგა ურთიერთობა ევროკავშირთან. ამასთან, გაეროს მონაცემებით ქვეყანაში 400-მდე ადამიანი დაიღუპა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობით.დაახლოებით 40,000 ტოგოელი გაიქცა მეზობელ ქვეყნებში. გნასსინგბე ხელახლა აირჩიეს 2010 და 2015 წლებში.
2020 წლის თებერვალში, საპრეზიდენტო არჩევნებში, ფაურ გნასსინგბემ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და მეოთხე ვადით გახდა ტოგოს პრეზიდენტი. [5] ოფიციალური მონაცემები სმიხედვიტ მან ხმების 72% მოიპოვა.[6] 2020 წლის 4 მაისს ტოგოლს სამხედრო ბატალიონის მეთაური ბიტალა მადჯულბა გარდაცვლილი იპოვნეს თავის კაბინეტში, მას შემდეგ რაც გნასსინგბე მეოთხე ვადით აირჩიეს. მისი გარდაცვალება ბევრ კითხვებს აჩენს საერთაშორისო საზოგადოებაში.[2]
გეოგრაფია
რედაქტირებატოგოს ფართობი 56,785 კვ. კმ-ია (21,925 კვ.მილ.), რითაც ის აფრიკის ერთ-ერთ უმცირეს სახელმწიფოს წარმოადგენს. მას სამხრეთიდან ბენინის ყურე ესაზღვრება. განა მისგან დასავლეთითაა, ბენინი - აღმოსავლეთით, ბუკინა-ფასო - კი ჩრდილოეთით. ის ჩრდილოეთის 6 და 11 გრადუსიან პარალელებსა და ნულოვან და მეორე მერიდიანებს შორისაა მოქცეული.
გვინეის ყურეზე ტოგოს სანაპირო 56 კმ-ია, სადაც ქვიშიანი სანაპიროები მდებარეობს. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტერიტორია მეტწილად ბორცვებით ხასიათდება, რაც ქვეყნის სხვა ნაწილებისგან გამოარჩევს. სამხრეთ ნაწილებში ხშირია ჭაობები, ტბები და ტყეები.
ტოგოს უმაღლესი მწვერვალი აგოუა, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 986 მეტრია. უგრძესი მდინარე მონოა, რომლის სიგრძეც თითქმის 400 კმ-ია.
ეკონომიკა
რედაქტირებატოგო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ფოსფატის საბადოები და ძლიერი სოფლის მეურნეობა ქვეყნის ეკონომიკის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს. ბამბის წარმოება ქვეყნის შემოსავლის უმთავრეს წყაროს წარმოადგენს. [7] ნაყოფიერ მიწას ქვეყნის ტერიტორიის 11.3% უკავია. სოფლის მეურნეობის შემდეგ უმნიშვნელოვანესი სექტორებია: საფეიქრო და ლუდსახარში ინდუსტირები. ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას ელექტროენერგიის არასაკმარისი რაოდენობა წარმოადგენს. ქვეყანა ენერგიის მხოლოდ 1/3-ს აწარმოებს დანარჩენი კი განადან და ნიგერიიდან ექსპორტზეა დამოკიდებული. ტოგოს ძირითადი საექსპორტო საქონლის დაბალი საბაზრო ფასები და 1990-იანი და 2000-იანი წლების არამდგრადი პოლიტიკური ვითარება ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
ტოგო ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყანაა; ეკონომიკური მდგომარეობა ჯერ კიდევ საეჭვოა.
ტოგოში იმპორტირებული საქონლის უმეტესობა ტექნიკას, ნავთობპროდუქტებსა და საკვებს წარმოადგენს. მთავარი იმპორტიორი ქვეყნებია: საფრანგეთი (21.1%), ნიდერლანდები (12.1%), კოტ-დ’ივუარი (5.9%),გერმანია (4.6%), იტალია (4.4%), სამხრეთ აფრიკა (4.3%) და ჩინეთი (4.1%). ექსპორტის მთავარ პროდუქტებს წარმოადგენს კაკაო, ყავა, მარცვლეული კულტურები, ფოსფატი და ბამბა. ექსპორტის მთავარ დანიშნულების ქვეყნებს წარმოადგენს: ბურკინა ფასო (16.6%), ჩინეთი (15.4%), ნიდერლანდები (13%), ბენინი (9.6%) და მალი (7,4%).
დემოგრაფია
რედაქტირებაქვეყანაში ძირითადად ცხოვრობს გვინეის ენათა ჯგუფის ხალხები. მოსახლეობის 60 % ადგილობრივი ტრადიციული, ანიმისტური რწმენის მიმდევარია. არიან აგრეთვე ქრისტიანები და მუსლიმანები.
2010 წლის ნოემბერში მოსახლეობის აღწერის შედეგად ქვეყანაში 6,191,155 ადამიანი ცხოვრობს, რაც ბოლო აღწერის შედეგებს ორჯერ აღემატება. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი არის ლომე. ტოგო მსოფლიოში მოსახლეობის მიხედვით 107-ე ქვეყანაა. ტოგოს მოსახლეობა სწრაფად იზრდება. [8]
უდიდესი ქალაქები
რედაქტირება- ლომე, მარიტაიმის რეგიონი, 1 477 658 ადამიანი;
- სოკოდე, ცენტრალური რეგიონი, 117 811 ადამიანი;
- კარა, კარას რეგიონი, 94 878 ადამიანი;
- კპალიმე, პლატეუქსის რეგიონი, 75 084 ადამიანი;
- ატაკპამე, პლატეუქსის რეგიონი, 69 261 ადამიანი;
- დაპაონგი, სავანესის რეგიონი, 58 071 ადამიანი;
- ცევიე, მარიტაიმის რეგიონი, 54 474 ადამიანი;
- ანიე, პლატეუქსის რეგიონი, 37 398 ადამიანი;
- ნოცე, პლატეუქსის რეგიონი, 35 039 ადამიანი;
- ცინკასსე, სავანესის რეგიონი, 26926 ადამიანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Bullock, A L C, Germany's Colonial Demands (Oxford University Press, 1939).
- Gründer, Horst, Geschichte der deutschen Kolonien, 3. Aufl. (Paderborn, 1995).
- Mwakikagile, Godfrey, Military Coups in West Africa Since The Sixties (Nova Science Publishers, Inc., 2001).
- Packer, George, The Village of Waiting (Farrar, Straus and Giroux, 1988).
- Piot, Charles, Nostalgia for the Future: West Africa After the Cold War (University of Chicago Press, 2010).
- Schnee, Dr. Heinrich, German Colonization, Past and Future – the Truth about the German Colonies (George Allen & Unwin, 1926).
- Sebald, Peter, Togo 1884 bis 1914. Eine Geschichte der deutschen "Musterkolonie" auf der Grundlage amtlicher Quellen (Berlin, 1987).
- Seely, Jennifer, The Legacies of Transition Governments in Africa: The Cases of Benin and Togo (Palgrave Macmillan, 2009).
- Zurstrassen, Bettina, "Ein Stück deutscher Erde schaffen". Koloniale Beamte in Togo 1884–1914 (Frankfurt/M., Campus, 2008) (Campus Forschung, 931).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (ფრანგული) Republic of Togo - ოფიციალური საიტი
- (ფრანგული) National Assembly of Togo დაარქივებული 2011-05-11 საიტზე Wayback Machine. - ოფიციალური საიტი
- (ინგლისური) Chief of State and Cabinet Members დაარქივებული 2008-12-10 საიტზე Wayback Machine.