ნნამდი აზიკივე
ნნამდი აზიკივე (დ. 16 ნოემბერი, 1904, ზუნგერუ, ნიგერია — გ. 11 მაისი, 1996, ენუგუ, ნიგერია) — ნიგერიელი პოლიტიკოსი. ქვეყნის სენატის პრეზიდენტი 1960 წელს, გენერალ-გუბერნატორი 1960-1963 წლებში და პირველი პრეზიდენტი 1963-1966 წლებში.
ნნამდი აზიკივე | |
ნიგერიის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ოქტომბერი, 1963 – 14 იანვარი, 1966 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | ჯონსონ აგი-ირონსი |
ნიგერიის გენერალ-გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
16 ნოემბერი, 1960 – 1 ოქტომბერი, 1963 | |
წინამორბედი | ჯეიმზ რობერტსონი |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
ნიგერიის სენატის პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 იანვარი, 1960 – 1 ოქტომბერი, 1960 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | ნვაფორ ორიზუ |
დაბადებული | 16 ნოემბერი, 1904 ზუნგერუ, ნიგერია |
გარდაცვლილი | 11 მაისი, 1996 ენუგუ, ნიგერია |
ბიოგრაფია
რედაქტირებამიეკუთვნება იგბოს ეთნიკურ ჯგუფს. 1925-1934 წლებში სასწავლებლადაა აშშ-ში, სადაც ჯერ მიიღო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის, ხოლო შემდეგ ლინკოლნის უნივერსიტეტის დამთავრებისას, პოლიტოლოგიაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. აქვე მიიღო ჟურნალისტიკური განათლებაც. 1934 წელს აზიკივე ბრუნდება აფრიკაში და ხდება აკრის ყოველდღიური გაზეთის რედაქტორი. 1937 წელს დაწერა წიგნი „აფრიკის აღორძინება.“ ამავე წელს დაბრუნდა ნიგერიაში და დააარსა გაზეთი West African Pilot, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში.
1944 წელს ნიგერიის ეროვნული მოძრაობის სულისჩამდგმელ, ჰერბერტ მაკოლისთან ერთად, აარსებს ნიგერიისა და კამერუნის ეროვნულ საბჭოს. 1960 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გახდა ნიგერიის სენატის პრეზიდენტი, შემდეგ იკავებს გენერალ-გუბერნატორის თანამდებობას, ხოლო 1963 წელს ირჩევენ პრეზიდენტად. 1966 წელს დაამხეს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად. მომდევნო წლებში კი მხარს უჭერდა ბიაფრის სეპარატისტულ მისწრაფებებს.
გარდაიცვალა 1996 წლის 11 მაისს აღმოსავლეთ ნიგერიაში.