აკრა
აკრა (ინგლ. Accra) — განის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. 2013 წლის მონაცემების მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 2 291 352 ადამიანი. ქალაქის გარშემო არსებული აგლომერაცია და უშუალოდ დედაქალაქი, წარმოადგენს დიდ აკრას. ქალაქი აკრა აგრეთვე არის ამავე სახელწოდების რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. აკრის რეგიონში დაახლოებით სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც ამ მხარეს განაში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ადგილად აქცევს.
დედაქალაქი | |||
---|---|---|---|
აკრა Accra | |||
| |||
ქვეყანა | განა | ||
შიდა დაყოფა | Ablekuma Central Constituency, Ablekuma North Constituency, Ablekuma South, Ashiedu Keteke, Ayawaso East Constituency, La Nkwantanang Madina, Okaikwei North Constituency და Okaikwei South Constituency | ||
კოორდინატები | 5°33′00″ ჩ. გ. 0°12′00″ დ. გ. / 5.55000° ჩ. გ. 0.20000° დ. გ. | ||
ქალაქის მერი | Elizabeth K.T. Sackey[1] [2] [3] | ||
პირველი ხსენება | მე-15 საუკუნე | ||
ფართობი | 185 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 61 მ. მ | ||
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა[4] | ||
მოსახლეობა | 2,291,352[5][6][7] კაცი (2013) | ||
სიმჭიდროვე | 9,589.2/კმ2 კაცი/კმ² | ||
აგლომერაცია | 2,905,726 | ||
სასაათო სარტყელი | UTCUTC | ||
სატელეფონო კოდი | 030 | ||
ოფიციალური საიტი | ama.gov.gh | ||
ქალაქი აკრა წარმოადგენს, ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრს. ეს დასახლება აგრეთვე არის ქვეყნის მთავარი სატრანსპორტო ცენტრიც, ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტი.
XV საუკუნეში ამ ტერიტორიაზე პორტუგალიელებმა დასახლება დააარსეს, სწორედ ამ ტერიტორიიდან ისინი ეწეოდნენ ვაჭრობას. მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში ამ ადგილებზე კონტროლისთვის სამი სახელმწიფო: პორტუგალია, დანია და დიდი ბრიტანეთი დაობდა. თავიანთი პოზიციის განმტკიცების მიზნით თითოეულმა მხარემ, ამ ადგილებში ციხესიმაგრეების აგება დაიწყო. 1600 წლიდან აკრა ხდება ამ მხარეში უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი. 1850 წლიდან დასახლება ინგლისური კოლონია ოქროს ნაპირის ადმინისტრაციული ცენტრია. აკრა თანდათანობით მნიშვნელოვნად გაფართოვდა. 1862 წელს მომხდარმა მიწისძვრამ ქალაქი მნიშვნელოვნად დააზიანა.
განის დამოუკლიდებლობის შემდეგ, აკრაში მრავალი თანამედროვე შენობა აიგო. აკრა გაშენებულია გვინეის ყურის სანაპირო ზოლში. ქალაქში კლიმატი ეკვატორულია, აქ ყოველწლიური ნალექების რაოდენობა 1000 მმ-დეა. ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს მდინარე ვოლტა.
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი აკრა ოკეანესთან მდებარეობს. აქ ძირითადად არის ნახევრადმშრალი კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით). ნალექის საშუალო წლიური მაჩვენებელი დაახლოებით 730 მმ-ია, რომელიც ძირითადად განის ორ წვიმიან სეზონზე მოდის. მთავარი წვიმების სეზონი აპრილში იწყება და ივლისის შუა რიცხვებში მთავრდება, ხოლო მეორე წვიმიანი სეზონი ოქტომბერშია. წვიმა, როგორც წესი, მოდის მოკლე ინტენსიური ქარიშხლის სახით და იწვევს წყალდიდობებს. ტემპერატურის ძალიან მცირე ცვალებადობა შეინიშნება მთელი წლის განმავლობაში. საშუალო თვიური ტემპერატურა 25,9 °C- დან 29,6 °C-მდე მერყეობს.
როგორც სანაპირო ქალაქი, აკრა დაუცველია კლიმატის ცვლილებისა და ზღვის დონის მატებასთან დაკავშირებული პრობლემებისგან, ამას ემატება მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, რომელიც სანაპირო ზოლებს აწვება.[8] სანიაღვრე ინფრასტრუქტურა განსაკუთრებით რისკის შემცველია, რაც დიდ გავლენას ახდენს ადამიანების საარსებო წყაროზე, განსაკუთრებით არაფორმალურ დასახლებებში. ქალაქში მაქსიმალური ქარის სიჩქარე, რაც დაფიქსირებულა 107,4 კმ/სთ-ს შედგენდა. აკრა განიცდის მიკროკლიმატულ ეფექტებს.
დემოგრაფია
რედაქტირება1960-1970 წლებში დაიწყო სწრაფი ინდუსტრიალიზაცია და გაფართოვდა აკრის წარმოებისა და კომერციული სექტორებში. ამან ხელი შეუწყო ქვყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ადამიანების აკრაში მიგრირებას, რამაც მკვეთრად გაზარდა მოსახლეობის რაოდენობა.[9] 1970-იან წლებში განის ეკონომიკის სტაგნაციამ შეაჩერა აკრის მოსახლეობის ზრდა, რაც 1970-1984 წლების შიდაწარმოების ვარდნით დაფიქსირდა. 2000 წელს მოსახლეობის დაახლოებითი სიმჭიდროვე აკრის მეტროპოლიტენის არეალში იყო 10,03 ადამიანი ერთ ჰექტარზე, ხოლო 1970 წელს ჰექტარზე 6,23 ადამიანი მოდიოდა. უფრო მაღალშემოსავლიან ადგილებში, სიმჭიდროვე მერყეობს 17,5-დან და 40-მდე ადამიანი ჰექტარზე.
აკრის მოსახლეობა ძალზე ახალგაზრდაა, მოსახლეობის 56% 24 წლამდე ასაკისაა. მოსახლეობის 41% პროცენტი ქალია, ხოლო დანარჩენი 49% მამაკაცი. ეს იძლევა მამაკაცთა და ქალთა კოეფიციენტს 1:1.04.[10]
დეცენტრალიზაცია სავარაუდოდ შეამცირებს მიგრაციის მაჩვენებელს ქალაქში. აკრაში მიგრაციის მასშტაბის შეფასება, რომელიც მოცემულ ადგილსა და სქესზეა დაფუძნებული, ცხადყოფს, რომ აკრაში მცხოვრებთა 45% აფრიკის კონტინენტის ქვეყნებიდან არის ჩამოსული და აფრიკელი მიგრანტია.
ქალაქის განვითარებასთან ერთად აკრა უფრო და უფრო ფართოვდება, ამიტომაც ნაკლები ყურადღება ეთმობა ქალაქის გარკვეულ უბნებს და მთელი კონცენტრაცია გადატანილია ახალი საცხოვრებელი შენობების მშენებლობაზე, რომლებიც ძირითადად ქალაქის გარეუბნებში შენდება. აკრაში პერიფერიული საცხოვრებელი სახლების განვითარებას საკმარისი ინფრასტრუქტურა არ აქვს. ასევე არსებობს უამრავი დაუმთავრებელი სახლი, ამას სხვადასხვა დაბრკოლებები იწვევს, მათ შორის სასამართლო განხილვვები, ორგანიზაციებისა და შესაბამისი პირების ნაკლებობა, რომლებსაც შეუძლიათ გადაჭრან ეს პრობლემები. ძირითადი შენობები აშენებულია ქვიშაქვის ბლოკებით, რომელიც იხურება ალუმინის სახურავით. საერთო ჯამში, აკრას მეტროპოლიტენის ყველა სახლის 84,4% -ს გარე კედლები ცემენტის აქვთ. აგრეთვე, აკრაში საცხოვრებელი სახლების 99.2%-ის იატაკი დამზადებულია ცემენტისგან.
განათლება
რედაქტირებასკოლამდელი განათლება
რედაქტირებასკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში შედის საბავშვო ბაღი. 2001 წელს, აკრაში სკოლამდელ სასწავლებლებში 7 923 ბავშვი იყო (3 893 გოგონა და 4 030 ბიჭი). 2010 წელს ჩარიცხვის მაჩვენებელი 98% იყო.[11] 2001 წლის მონაცემებით, ქალაქ აკრაში 62 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სკოლამდელი სასწავლებელი იყო.
დაწყებითი სკოლა
რედაქტირებაზოგადად დაწყებით სკოლაში უფრო მეტი გოგონა ირიცხება, ვიდრე ბიჭი.[11] 2010 წლის მონაცემებით, დაწყებით სკოლაში ჩარიცხვის მაჩვენებელი 95% იყო.[11]
უმცროსი საშუალო სკოლა
რედაქტირებაუმცროსი საშუალო სკოლა განის საბაზო განათლების პროგრამის ნაწილია. მისი ქვეყნის მასშტაბით განხორციელება დაიწყო 1987 წლის 29 სექტემბერს.
2001-2002 სასწავლო წელს 61 080 მოსწავლე ჩაირიცხა, რაც 129 467 სკოლის ასაკის ბავშვების (12-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვბი) 57,17% -ს შეადგენს. 2010 წელს, უმცროსი საშუალო სკოლაში ჩარიცხვის მაჩვენებელი 95%-ს შეადგენდა.[11] სასწავლო დაწესებულების ამ დონეზე გოგონათა რაოდენობის ასევე მაღალი მაჩვენებელია.[11]
უფროსი საშუალო სკოლა
რედაქტირებაგარდამავალი მაჩვენებელი უმცროსსა და უფროს საშუალო სკოლებს შორის 1990 წელს იყო 30%, ხოლო 2001 წელს გაიზარდა 50 პროცენტამდე. 2001 წელს მოსწავლეთა რიცხვი გაიზარდა 23 102-ით, 1990-დან 2005 წლამდე პერიოდში. ყოველწლიურად იზრდებოდა დაახლოებით 2 310-ით. უფროს საშუალო სკოლაში ჩარიცხვის მაჩვენებელი საშუალოდ 95%-ია.[11]
განის საერთაშორისო სკოლა (GIS), კერძო არაკომერციული A- დონის სკოლაა, რომელიც დაარსდა 1955 წელს და განკუთვნილია 3-18 წლის ბავშვებისთვის, მდებარეობს აკრის კანტონებში. „აბელემპკე“ არის ლინკოლნის სათემო სკოლა, კერძო, არაკომერციული საერთაშორისო სკოლა, რომელიც დაარსდა 1968 წელს.[12] აკრაში ასევე მდებარეობს ამერიკის საერთაშორისო სკოლა.
არაერთი მნიშვნელოვანი საშუალო საშუალო სკოლა არის აკრის გარეუბანში, მათ შორის „აჩიმოტას სკოლა“, რომელიც დაარსდა 1924 წელს და გაიხსნა 1927 წელს.[13]
ტრანსპორტი
რედაქტირებატრანზიტი
რედაქტირებაახლახან დაგეგმილი იყო ქალაქისა და მისი მეტროპოლიტენისთვის უახლოესი სწრაფი სატრანზიტო სისტემის შექმნა. ეს პროექტი მიზნად ისახავს მდგრადი სატრანსპორტო სისტემის შექმნას, რომელიც პასუხობს საზოგადოების საჭიროებებს და ზრდის მხარდაჭერას.[14][15]
აკრა სარკინიგზო ხაზით არის დაკავშირებული კუმასთან და ტაკორადთან.[16] არსებობს გარეუბნებში მდებარე სარკინიგზო ხაზი, რომელიც აკრის ცენტრალურ სადგურს აკავშირებს თემასთან.[17]
ავიაცია
რედაქტირებააკრას ემსახურება კოტოკის საერთაშორისო აეროპორტი, რომელსაც აქვს როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო დანიშნულებები.[18] აეროპორტი აკრას ცენტრალური ნაწილიდან მდებარეობს 9,7 კილომეტრში. დაგეგმილია მეორე აეროპორტის მშენებლობა, რათა სამგზავრო აეროპორტზე ნაკლები სამხედრო დატვირთვა იყოს. ეს ახალი აეროპორტი განთავსდება პრამპრამში.
ტაქსი
რედაქტირებააკრაში არის ფართო ტაქსის ქსელი და უამრავი ტაქსის ავრომობილი, მაგრამ ტაქსების უმეტესობას არ აქვს მანძილის საზომი სისტემა, ამიტომაც ფასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს მგზავრსა და მძღოლს შორის. საზომი სისტემის მქონე ტაქსები ჩვეულებრივ მოქმედებენ ქალაქში, მაგრამ მათით სარგებლობა უფრო ძვირი ჯდება. განაში ტაქსები ორი ფერითაა შეღებილი.
ტრო ტროსი და ავტობუსები
რედაქტირებაავტობუსი ყველაზე გავრცელებული ტრანსპორტის ფორმაა აკრშია. ქალაქში მოძრაობენ, როგორც დიდი ავტობუსები, ასევე მიკროავტობუსები. მათ შორის ყველაზე პოპულარულია „Nissan Urvan“ 15-ადგილიანი და „Mercedes Benz Sprinter“ ან „D 309 Vans“. ტრო ტროსი, როგორც წესი, დამშვენებულია სხვადასხვა ქვეყნის ან საფეხბურთო გუნდების დროშებითა და სტიკერებითა, ასევე მახვილგონივრული გამონათქვამებით, რომელშიც შედის ადგილობრივი ანდაზები, ამონარიდები ბიბლიიდან, ძირითადად წარწერები გაკეთებულია ადგილობრივ და ინგლისურ ენაზე. ტრო ტროსი ჩერდება ნებისმიერ ადგილზე.[19]
კულტურა
რედაქტირება2011 წელს განაში ტურისტთა რაოდენობა საერთაშორისო მასშტაბით 1 087 000-ს შეადგენდა.[20] აკრა ქვეყნის მთავარი ტურისტული ცენტრია, რომელიც მოიცავს უამრავ სასტუმროს, ძეგლს, მუზეუმსა და ღამის კლუბებს. ქალაქში მდებარეობს სამი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო: „Labadi Beach Hotel“, „La Palm Royal Beach Hotel“ და „Movenpick Ambassador Hotel“. სასტუმრო „Golden Tulip“ და „Novotel Accra“, რომლებიც მდებარეობს აკრის ცენტრალურ ბიზნეს რაიონში, ოთხვარსკვლავიანი სასტუმროებია. გარდა ამისა აქ უამრავი სამ ვარსკვლავიანი სასტუმროა, მათ შორისაა სასტუმრო „Wangara“, „Hotel Shangri-La“ და „Hotel Erata“.[21]
„Du Bois Center“-ში განთავსებულია სამეცნიერო ბიბლიოთეკა და ხელნაწერთა გალერეა, აქ ინახება მეცნიერ უილიამ ედვარდ ბურგჰარდტ დიუბოასა და მისის ცოლი შირლი გრეჰემ დიუბოას ხელნაწერები.
ქალაქში არის „აკრის ეროვნული თეატრი“ და „ეროვნული სიმფონიური ორკესტრი“. ამასთან, თავისი თანამედროვე ჩინური არქიტექტურით გამოსარჩევია ეროვნული მუზეუმი და ეროვნულ თეატრი.
ქალაქის უპირველესი ისტორიული ადგილი ჯეიმსთოუსის მხარეა, სადაც არის უამრავი სანახაობა, იგი აშენდა დანიელი მეომრების მიერ მე-17 საუკუნეში.
აკრას აქვს ატლანტიკური სანაპირო ზოლი და ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი სწორედ სანაპიროა, ყველაზე მოთხოვნადი პლაჟია ლაბადი, კოკრობიტთან ერთად, რომელიც მდებარეობს აკრადან დასავლეთით 25 კილომეტრში. სანაპირო ზოლში ასევე განთავსებულია აფრიკის მუსიკისა და ხელოვნების აკადემია.
სპორტი
რედაქტირებაფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტია აკრაში.[22] ქალაქის ყველაზე ცნობილი საფეხბურთო კლუბი არის „Accra Hearts of Oak“, რომლის მთავარი კონკურენტი არის ქალაქ კუმასის „Asante Kotoko“.[23] 2008 წელს, აკრას სპორტულ მოედანზე გაიმართა 9 მატჩი, 2008 წლის აფრიკის ერთა თასის შემადგენლობაში.[24]
კიდევ ერთი ცნობილი კლუბი არის „Accra Lions FC“.[25]
კრივი ასევე პოპულარული სპორტია ქალაქში.
ქალაქმა უნდა უმასპინძლოს 2023 წლის აფრიკის თამაშებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- „Accra“, Encyclopædia Britannica (11th რედ.), New York, 1910, OCLC 14782424, https://archive.org/stream/encyclopaediabri01chisrich#page/125/mode/1up
- (1977) Accra City Handbook. Accra City Council.
- (1989) Accra, capital of Ghana. ISBN 9964905041.
- (2001) „Role of Civil Society in Urban Management in Accra, Ghana“, რედ. Arne Tostensen: Associational Life in African Cities: Popular Responses to the Urban Crisis. Sweden: Nordiska Afrikainstitutet, გვ. 127+. ISBN 978-91-7106-465-3.
- Agbenyega Adedze (2003). „Accra, Ghana“, Encyclopedia of Twentieth-Century African History. Routledge. ISBN 0415234794.
- (2005) „Accra“, Africana: The Encyclopedia of the African and African American Experience, 2nd, Oxford University Press, გვ. 18. ISBN 978-0-19-517055-9.
- (2005) „Accra“, რედ. Kevin Shillington: Encyclopedia of African History. Taylor & Francis, გვ. 15. ISBN 978-1-57958-245-6.
- John R. Weeks; et al. (2007). „Can we spot a neighborhood from the air? Defining neighborhood structure in Accra, Ghana“. GeoJournal. 69.
- Alex Boakye Asiedu and Godwin Arku (2009). „The rise of gated housing estates in Ghana: Empirical insights from three communities in metropolitan Accra“. Journal of Housing and the Built Environment. 24 (3): 227–247. doi:10.1007/s10901-009-9146-0.
- David P. Johnson Jr. (2010). „Ga“, Encyclopedia of Africa. Oxford University Press. ISBN 9780195337709.
- Mobile City of Accra: Urban Families, Housing and Residential Practices, Dakar: Council for the Development of Social Science Research in Africa, 2012, http://www.codesria.org/spip.php?rubrique38&lang=en დაარქივებული 2021-03-06 საიტზე Wayback Machine.
- Improving Participartory Water Governance in Accra, Ghana, Canada: Centre for International Governance Innovation, 2013, http://www.isn.ethz.ch/Digital-Library/Publications/Series/Detail/?ots591=0c54e3b3-1e9c-be1e-2c24-a6a8c7060233&lng=en&id=31867
- Ato Quayson (2014). Oxford Street, Accra: City Life and the Itineraries of Transnationalism. Duke University Press. ISBN 978-0-8223-7629-3.
- Marleen de Witte (2016). „Encountering religion through Accra's urban soundscape“, Encountering the City: Urban Encounters from Accra to New York. Routledge, გვ. 133+. ISBN 978-1-317-14395-6.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ქალაქის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine.
- აკრა, განა
- აკრა
- (Accra). Directory of Open Access Journals. (Bibliography of open access articles)
- (Accra). (Images, etc.)
- (Accra). (Images, etc.)
- (Accra). Internet Library Sub-Saharan Africa. Frankfurt University Library. (Bibliography)
- (Accra). Connecting-Africa. African Studies Centre]]. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-07-01. ციტირების თარიღი: 2020-08-05. (Bibliography)
- (Accra). AfricaBib.org.[მკვდარი ბმული] (Bibliography)
- Accra, Ghana. BlackPast.org.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.graphic.com.gh/news/politics/elizabeth-sackey-unanimously-endorsed-as-accra-mayor.html
- ↑ https://ama.gov.gh/themayor.php
- ↑ https://www.ghanaweb.com/advertising/newsreleases/Relief-and-Aid-International-gives-back-to-Danchira-9647
- ↑ https://books.google.com.gh/books?id=TZWwKiOqJBUC&pg=PA49&dq=official+language+of+Ghana&hl=en&sa=X&ved=0ahUKEwjSy_2Wsb3VAhWjBcAKHffADNcQ6AEINTAD#v=onepage&q=official%20language%20of%20Ghana&f=false
- ↑ World Gazetteer online. World-gazetteer.com. ციტირების თარიღი: 1 იანვარი, 2012.
- ↑ Population of Accra, Ghana. GeoNames. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-25. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2010.
- ↑ Ghana. Thomas Brinkhoff. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივლისი, 2010. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2010.
- ↑ Using climate information to achieve long-term development objectives in coastal Ghana and Mozambique დაარქივებული 18 March 2015 საიტზე Wayback Machine. . Climate & Development Knowledge Network. Retrieved 16 April 2015
- ↑ A repository of all districts in the republic of Ghana. Ghana Districts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 July 2011. ციტირების თარიღი: 5 August 2010.
- ↑ Mba, Chuks J. (2010-09-29). „Population Ageing in Ghana: Research Gaps and the Way Forward“. Journal of Aging Research. 2010. doi:10.4061/2010/672157. ISSN 2090-2204. PMID 21188229.
- ↑ 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 11.5 UNICEF at a glance: Ghana – Statistics. unicef.org. UNICEF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 April 2012. ციტირების თარიღი: 5 April 2012.
- ↑ Lincoln Community School. School Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 September 2009. ციტირების თარიღი: 29 October 2009.
- ↑ Achimota School Website. Achimota School. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 September 2009. ციტირების თარიღი: 29 October 2009.
- ↑ US$95m Voted to Solve Accra, Kumasi Transport Problems | ModernGhana.com News. Modernghana.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 April 2012. ციტირების თარიღი: 5 August 2010.
- ↑ Urban Transport Project დაარქივებული 17 February 2012 საიტზე Wayback Machine. . utp-ghana.com. Retrieved 5 August 2010.
- ↑ Ghana. UK Trade and Investment (28 April 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 აპრილი 2019. ციტირების თარიღი: 29 October 2009.
- ↑ Accra-Tema Railway Line. Kable Intelligence (c. 2010). ციტირების თარიღი: 23 December 2017
- ↑ Kotoka International Airport. World Aero Data (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 June 2008. ციტირების თარიღი: 29 October 2009.
- ↑ Transportation | Ghana, Accra, Transport, Car, Trotros. Beautiful Ghana (1 May 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 June 2010. ციტირების თარიღი: 5 August 2010.
- ↑ Ghana To Earn 8.3 Billion USD From Tourism By 2027. ghanaonlinenews.com (3 April 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 August 2016. ციტირების თარიღი: 3 June 2014.
- ↑ Touring Ghana – Greater Accra Region დაარქივებული 11 April 2012 საიტზე Wayback Machine. . touringghana.com.
- ↑ Top Ghanaian female stars and the football teams they support - YEN.COM.GH. yen.com.gh (26 January 2019). ციტირების თარიღი: 26 January 2019.
- ↑ Accra Hearts of Oak Sporting Club. Official website. Accra Hearts of Oak. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 December 2009. ციტირების თარიღი: 31 October 2009.
- ↑ „The 26th African Cup of Nations 2008“. SportScheduler.
- ↑ Accra Lions FC opts for Accra Sports Stadium as home ground for Division One League campaign. Ghanasoccernet. ციტირების თარიღი: 19 July 2018.