სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვოლტა (მრავალმნიშვნელოვანი).

ვოლტა (ინგლ. Volta River, ფრანგ. Fleuve Volta) — მდინარე დასავლეთ აფრიკაში და განაში. წარმოიქმნება თეთრი და შავი ვოლტის შეერთებით. სიგრძე — 1500 კმ, აუზის ფართობი — 407 093 კმ². თეთრი ვოლტის შეერთებამდე მდინარე მიედინება განიერ ხეობაში, ქვემოთ ჭორომიანია. ერთვის გვინეის ყურეს. წყალდიდობა იცის წვიმიან ზაფხულში, წყალმცირობა თებერვალ-მარტში. წყლის დონე სექტემბერ-ოქტომბერში 14 მეტრით მაღლდება. სანაოსნოა შესართავიდან 400 კილომეტრზე. მთავარი შენაკადია ოტი. განვითარებულია თევზჭერა. ვოლტის აუზში გვხვდება თევზის დაახლოებით 400-მდე სახეობა. მთავარი დასახლებული პუნქტებია: კეტე-კრაჩი, აკოსომბო და კპანდუ. ვოლტაზე აგებულია მსოფლიოს უდიდესი წყალსაცავი ვოლტის წყალსაცავი. მდინარეზე გაშენებულია აკოსომბოს ჰიდროელექტოსადგური.

ვოლტა
ინგლ. Volta River
ფრანგ. Fleuve Volta

ვოლტა
ქვეყანა განის დროშა განა
ქალაქები კეტე-კრაჩი
აკოსომბო
კპანდუ
სათავე 8°38′55″ ჩ. გ. 0°58′57″ დ. გ. / 8.64861° ჩ. გ. 0.98250° დ. გ. / 8.64861; -0.98250
შესართავი გვინეის ყურე
5°46′16″ ჩ. გ. 0°40′23″ ა. გ. / 5.77111° ჩ. გ. 0.67306° ა. გ. / 5.77111; 0.67306
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 1500 კმ
აუზის ფართობი 407 093 კმ²
წყალსაცავი ვოლტის წყალსაცავი
ჰესი აკოსომბოს ჰიდროელექტოსადგური
ვოლტა — განა
ვოლტა
ვოლტა
— სათავე, — შესართავი
ვოლტა ვიკისაწყობში

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება