შავი ვოლტა
შავი ვოლტა (ინგლ. Black Volta, ფრანგ. Volta Noire) — მდინარე დასავლეთ აფრიკაში. მიედინება ბურკინა-ფასოში, კოტ-დ’ივუარში და განაში. მისი სიგრძე 1352 კმ-ია,[1] ხოლო აუზი მოიცავს 147 000 კმ² ფართობს.
შავი ვოლტა ინგლ. Black Volta ფრანგ. Volta Noire | |
---|---|
მდინარე შავი ვოლტა ქალაქ დედუგუს მახლობლად | |
ქვეყანა |
ბურკინა-ფასო განა კოტ-დ’ივუარი |
სათავე |
მდინარეების პლანდის და დიენკოას შეერთება 12°07′28″ ჩ. გ. 1°59′08″ დ. გ. / 12.12444° ჩ. გ. 1.98556° დ. გ. |
სათავის მდებარეობა | ბურკინა-ფასო |
შესართავი |
ვოლტა 8°39′00″ ჩ. გ. 0°59′06″ დ. გ. / 8.65000° ჩ. გ. 0.98500° დ. გ. |
შესართავის მდებარეობა | განა |
სიგრძე | 1352 კმ |
აუზის ფართობი | 147 000 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
შავი ვოლტა ვიკისაწყობში |
მდინარის სათავე მდებარეობს ბურკინა-ფასოში, სოფელ ბანზოსთან მდინარეების პლანდის და დიენკოას შეერთების ადგილზე, შემდეგ ქმნის სახელმწიფო საზღვარს ბურკინა-ფასოსა და განას შორის, ხოლო შემდეგ კოტ-დ’ივუარსა და განას შორის. საბოლოოდ იგი განაში უერთდება მდინარე თეთრ ვოლტას, რითაც იქმნება მდინარე ვოლტა. სანაოსნოდ უვარგისია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Ghana - Rivers and Lakes. ციტირების თარიღი: 2017-08-17