გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტი

გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტიილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ინსტიტუტი. ამჟამად მისი დირექტორია პროფესორი ივანე მურუსიძე.

გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დაფუძნდა 2010
ტიპი საჯარო
ქალაქი თბილისი
ქვეყანა საქართველო

კვლევის სფეროები

რედაქტირება
  • დაბალგანზომილებიანი სისტემების, ატომური კლასტერების და ნანოსტრუქტურების სტრუქტურული და ელექტრონული თვისებები;
  • ბაქტერია-მეტალის ურთიერთქმედების ბიოფიზიკა; კეთილშობილი და ნახევრადმეტალური ნანონაწილაკების მიკრობული სინთეზი;
  • ინტენსიური ლაზერული გამოსხივების პლაზმასთან ურთიერთქმდება, ახალი პლაზმაზე დაფუძნებული ამჩქარებლები და გამოსხივების წყაროები;

არაწრფივი ოპტიკა;

  • კომპლექსური არაწრფივი სისტემების მოდელირების რიცხვითი მეთოდების შემუშავება და გამოყენება;

მიმდინარე კვლევები

რედაქტირება
  • ბორის ნიტრიდის ნანოსტრუქტურების, მათი ელექტრონული და მასშტაბზე დამოკიდებული სტრუქტურული თვისებების კომპიუტერული მოდელირება;
  • ექსტრემოფილური არქებაქტერიული შტამების მიერ ოქროსა და ვერცხლის ნანონაწილაკების მიკრობული სინთეზის ბიოფიზიკა;
  • ინტენსიური ლაზერ-პლაზმური ურთიერთქმედების თეორიული და კომპიუტერული მოდელირება.

სწავლება

რედაქტირება

გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტის წარმოდგენილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტებზე საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების საფეხურზე მაღალი დონის კურსებით ფიზიკაში, სტატისტიკაში, კომპიუტერულ მოდელირებასა და გამოყენებით მათემატიკაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება