ბორის ნიტრიდი
ბორის ნიტრიდი — ბორის ნაერთი აზოტთან ქიმიური ფორმულით . ბორის ნიტრიდი მიიღება ბორისა და აზოტის 2 000°C-ზე უფრო მაღალ ტემპერატურაზე გახურებისას ან ბორის ანჰიდრიდისა და აღმდგენლების (ნახშირი, მაგნიუმი) ნარევის გახურებით ამიაკის ატმოსფეროში. ამ პირობებში მიიღება -ის α-ფორმა, თეთრი ფხვნილი, რომელიც თავისი კრისტალური სტრუქტურით გრაფიტის მსგავსია. მაღალი ტემპერატურისა და წნევის დროს კატალიზატორების მონაწილეობისას გრაფიტისმაგვარი ჰექსაგონალური ფორმა გარდაიქმნება მკვეთრად განსხვავებული თვისებების მქონე კუბურ ალმასის მაგვარ β-ფორმად (ბორაზონი). ბორაზონის სიმაგრე უახლოვდება ალმასის სიმაგრეს. ჩვეულებრივი (გრაფიტისმაგვარი) ბორის ნიტრიტი ოთახის ტემპერატურაზე ქიმიურად საკმაოდ ინერტულია.
ბორის ნიტრიდი | |
ზოგადი | |
---|---|
ქიმიური ფორმულა | |
მოლური მასა | 24.82 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 2.1 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | 2,973 °C |
კლასიფიკაცია | |
CAS | 10043-11-5 |
PubChem | 66227 |
გამოყენება
რედაქტირებაბორის ნიტრიდისგან მზადდება ცეცხლგამძლე მასალა, ნახევრად გამტარები, დიელექტრიკები, ნეიტრონის შთამნთქმელები. ბორაზონს იყენებენ აგრეთვე ზემაგარი აბრაზიული მასალის დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 472.