ამიაკი

ქიმიური ნივთიერება

ამიაკიქიმიური ნივთიერება, მისი ფორმულაა NH3. ნორმალურ პირობებში (ნ.პ.) უფერო აირია, მკვეთრი დამახასიათებელი სუნით. ამიაკის სიმკვრივე თითქმის ორჯერ ნაკლებია ჰაერისაზე.

ამიაკი
ამიაკი: ქიმიური ფორმულა
ამიაკი: მოლეკულის ხედი
ზოგადი
სისტემური სახელწოდებაამიაკი
ქიმიური ფორმულაNH3
მოლური მასა17.031 /მოლი
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა−77.73 °C
დუღილის ტემპერატურა−33.34 °C
სტრუქტურა
დიპოლური მომენტი 1.42 
კლასიფიკაცია
CAS 7664-41-7
PubChem222
SMILES
  • N
RTECSBO0875000

ამიაკის ერთი მოლეკულა სამკუთხა პირამიდას წარმოადგენს, რომლის წვერშიც აზოტი მდებარეობს.

ამიაკის მოლეკულები −77.73°C ტემპერატურაზე დნობას, ხოლო −33.34°C დუღილს იწყებენ.

2014 წელს გლობალურ ინდუსტრიაში 176 300 000 ტონა [1] ამიაკი აწარმოეს, რაც 16%-ით მეტია 2006 წლის მაჩვენებელზე (152 000 000 ტონა[2]).

ამიაკი სუფთა სახით 1774 წელს ჯოზეფ პრისტლიმ აღმოაჩინა და „ტუტე ჰაერი“ (ინგლ. alkaline air) უწოდა[3]. 11 წლის შემდეგ კი 1785 წელს კლოდ ლუი ბერტოლმა მისი ზუსტი ქიმიური შედგენილობა დაადგინა.[4]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. pg. 119 – Nitrogen (PDF). USGS (2016). ციტირების თარიღი: 17 February 2016.
  2. Nitrogen (PDF). USGS (2016). ციტირების თარიღი: 17 February 2016.
  3. Priestley, Joseph (1775). „Observations on Alkaline Air“, Experiments and Observations on Different Kinds of Air, Second edition, გვ. 163-177. 
  4. Berthollet (1788). „Analyse de'l Alkali volatil“. Histoire de l'Académie Royale des Sciences. Année M. DCCLXXXV. Avec les Mémoires de Mathématique & de Physique pour la même Année: 316–326.