ნეიტრონიელემენტარული ნაწილაკი, რომელსაც არ გააჩნია ელექტრული მუხტი და რომლის მასა ცოტათი აღემატება პროტონის მასას. ის შედგება ერთი ზედა და ორი ქვედა კვარკისგან. ნეიტრონები (პროტონებთან ერთად) შედიან ნებისმიერი ატომის ბირთვის შემადგენლობაში გამონაკლისია წყალბადის იზოტოპი პროთიუმი, რომლის ბირთვიც მხოლოდ ერთი პროტონისგან შედგება. ატომის ბირთვში პროტონების რაოდენობას ატომური რიცხვი ეწოდება და განსაზღვრავს იმას, თუ რომელ ქიმიურ ელემენტს წარმოადგენს ატომი. ბირთვში ნეიტრონების რაოდენობას ნეიტრონული რიცხვი ეწოდება და იგი ელემენტის იზოტოპს განსაზღვრავს. მაგალითად, ფართოდ გავრცელებული ნახშირბად-12 იზოტოპის ბირთი შედგება 6 პროტონისა და 6 ელექტრონისგან, ხოლო ძალიან იშვიათი, რადიაქტიული ნახშირბად-14 იზოტოპის ბირთვში 6 პროტონი და 8 ნეიტრონია.ნეიტრონების რაოდენობა ბირთვში განსაზღვრავს ელემენტის რადიაქტიურობას. თუ ელემენტის ბირთვში ნეიტრონების და პროტონების ფარდობა 1,5-ზე მეტია ელემენტი რადიაქტიურად ითვლება.

ნეიტრონის აგებულება

ნეიტრონის თვისებები რედაქტირება

  • ნეიტრონი ბირთვის გარეთ არასტაბილურია ამიტომაც იშლება.

ნეიტრონის დაშლა პროტონად, ელექტრონად და ელექტრონის ანტინეიტრინოდ.

  •    +   + νe[1] .[2]

ნეიტრონის დაშლა პროტონად, ელექტრონად, ელექტრონის ანტინეიტრინოდ და გამა გამოსხივებად (ფოტონად).

  •    +   + νe + γ

ნეიტრონის მიღება შესაძლებელია პროტონისაგან.

პროტონის დაშლით მიიღება ნეიტრონი პოზოტრონი (დადებითად დამუხტული ელექტრონი) და ელექტრონის ნეიტრინო.
  •    +   + νe

ნეიტრონის მიღება პროტონის და ელექტრონისგან. მიიღება ნეიტრონი და ელექტრონის ნეიტრინო.

  •   +    + νe

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Basic Ideas and Concepts in Nuclear Physics: An Introductory Approach, Third Edition; K. Heyde Taylor & Francis 2004. Print ISBN 978-0-7503-0980-6. doi:10.1201/9781420054941. full text[მკვდარი ბმული]
  2. Boesgaard, A.M.; Steigman, G. (1985). „Big bang nucleosynthesis – Theories and observations“. Annual Review of Astronomy and Astrophysics. 23 (2): 319–378. Bibcode:1985ARA&A..23..319B. doi:10.1146/annurev.aa.23.090185.001535.