პროტონი
პროტონი — ელემენტარული ნაწილაკი, რომლის მუხტი +1 ელემენტარული მუხტის ტოლია. პროტონი არის ყველა ატომის ბირთვის შემადგენელი ნაწილი (ნეიტრონებთან ერთად). პროტონი სტაბილური ნაწილაკია და წარმოადგენს აგრეთვე წყალბადის ატომის ბირთვს H+. იგი შედგება სამი ფუნდამენტური ნაწილაკისგან, კვარკისგან. პროტონის სპინი არის ½, ანუ ის წარმოადგენს ფერმიონს.
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: