ჯოული
ჯოული (აღნიშვნა: ჯ, J) — ენერგიის საზომი (წარმოებული) ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. მას სახელი ეწოდა ინგლისელი ფიზიკოსის, ჯეიმზ პრესკოტ ჯოულის პატივსაცემად. განმარტებით, 1 ჯოული არის ენერგია, რომლებიც იხარჯება 1 ნიუტონი ძალის მიერ რაიმე სხეულის 1 მეტრით გადაადგილებისას. სხვა ერთეულებთან მიმართებაში სამართლიანია შემდეგი თანაფარდობები:
ჯოული | |
---|---|
სტანდარტი: | SI სისტემის წარმოებული ერთეული. |
სიდიდე: | ენერგია. |
სიმბოლო (ქართ): | ჯ |
სიმბოლო (საერთ): | J |
ეპონიმი: | ჯეიმზ პრესკოტ ჯოული |
ეკვივალენტები: | |
SI სისტემის საბაზისო ერთ. | 1 კგ მ2 წმ-2 |
გაუსის ერთეულებში | 107 ერგი |
1 ჯოული ასევე შეესაბამება შემდეგ ენერგიას/მუშაობას:
- მუშაობა, რომელიც საჭიროა 1 კულონი მუხტის 1 ვოლტი პოტენციალთა სხვაობაში გადასაადგილებლად. ანუ განხომილებით 1 ჯოული=1 კულონი X 1 ვოლტი. ეს თანაფარდობა შეიძლება გამოყენებული იქნას ვოლტის განმარტებისთვის;
- მუშაობა, რომელიც საჭიროა 1 ვატი სიმძლავრის შესაქმნელად 1 წამში. ანუ 1 ჯოული=1 ვატი X 1 წამი. ეს თანაფარდობა შეიძლება გამოყენებული იქნას ვატის განმარტებისთვის.
კავშირი ნიუტონ-მეტრთან
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ განზომილების თვალსაზრისით კორექტულია ჯოულის გამოსახვა, როგორც ნიუტონი·მეტრზე, ასეთი მიდგომა სასურველი არ არის[1], რადგან შეიძლება გამოიწვიოს აღრევა ძალის მომენტთან. ენერგია და ძალის მომენტი ფუნდამენტურად განსხვავებული ფიზიკური სიდიდეებია, მიუხედავად იმისა, რომ მათ ფორმალურად ერთნაირი განზომილება აქვთ. მაგალითად, თუ 1 ნ·მ ძალის მომენტს მივუმატებთ 1 ნ·მ ენერგიას, მივიღებთ (განზომილების მიხედვით) კორექტულ შედეგს, 2 ნ·მ, თუმცა ნათელია, რომ მიღებულ სიდიდესს არანაირი ფიზიკური აზრი არ აქვს.
ტიპური მნიშვნელობები
რედაქტირებაერთი ჯოული დაახლოებით ტოლია:
- ენერგიისა, რომელიც საჭიროა 1 პატარა ვაშლის 1 მეტრ სიმაღლეზე ასაწევად.
- ენერგიისა, რომელიც გამოიყიფა, როდესაც იგივე ვაშლი ეცემა 1 მეტრი სიმაღლიდან.
- ენერგიისა, რომელსაც ადამიანი სითბოს სახით გამოყოფს ყოველი წამის მეასედში.
- იმ ენერგიის მეასედისა, რომელსაც ადამიანი იღებს ერთი წვეთი ლუდის დალევით.
- 23 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ჩოგბურთის ბურთის კინეტიკური ენერგიისა.
გადაყვანა სხვა ერთეულებში
რედაქტირება1 ჯოული არის:
- 107ერგი
- 6.24150974 1018 ელექტრონვოლტი
- 0.2390კალორია
- 2.7778 10−7 კილოვატ-საათი.
- 1/3600 ვატ-საათი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 576.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ციტატა SI სისტემის ოფიციალური ვებ-გვერდიდან: "წარმოებული სიდიდე ხშირად შეიძლება გამოისახოს საბაზისო ერთეულებისა და სხვადასხვა წარმოებული ერთეულის კომბინაციით. მაგალითად ჯოული ფორმალურად შეიძლება ფორმალურად ჩაიწეროს როგორც ნიუტონი მეტრზე, თუმცა ეს ალგებრული მანიპულაციის თავისუფლება გამოყენებული უნდა იქნას ფიზიკური აზრის გათვალისწინებით."