მუშაობა
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|მუშაობა}} |
თუ სხეულზე მოქმედებს F ძალა და სხეული S მანძილით გადაადგილდება ამ ძალის გასწვრივ, მაშინ სრულდება მექანიკური მუშაობა: A=|F|.|S| . მუშაობის ერთეულია ჯოული (ჯ)- ეს არის მუშაობა, რომელსაც ასრულებს 1 ნ ძალა ძალის მოდების წერტილის 1მ-ზე გადაადგილებისას ძალის მოდების წრფის გასწვრივ. როდესაც ძალის მიმართულება გადაადგილების მიმართულებასთან α კუთხეს ქმნის: A=|F|.|S|cosα. ზოგადად, სხეულზე მოქმედი ძალის მიერ შესრულებული ძალის მუშაობა ტოლია ძალისა და გადაადგილების მოდულების ნამრავლისა მათ შორის მდებარე კუთხის კოსინუსზე. მუშაობა ალგებრული სიდიდეა-დადებითიც შეიძლება იყოს და უარყოფითიც. მუშაობის ნიშანს განსაზღვრავს კოსინუსისს ნიშანი: მუშაობა დადებითია, კუთხე ძალასა და გადაადგილებას შორის მახვილია, და უარყოფითია, თუ ეს კუთხე ბლაგვია. კერძოდ, სრიალის ხახუნის მუშაობა ყოველთვის უარყოფითია:α= 180°,cosα=-1.თუ კუთხე ძალასა და გადაადგილებას შორის მართია, მაშინ ეს ძალა მუშაობას არ ასრულებს. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება სხეული მასზე მოქმედი ძალის გავლენით გადაადგილდეს, მაგრამ ამ დროს მუშაობა არ შესრულდეს. მაგალითად, წრეწირზე მოძრაობისას ცენტრისკენული ძალა მუშაობას არ ასრულებს.