ნიუტონი
ნიუტონი (აღნიშვნა: ნ, N) — ძალის საზომი (წარმოებული) ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. ნიუტონი უდრის ძალას, რომელიც 1 კგ მასის სხეულს ანიჭებს 1 მ/წმ2 აჩქარებას ძალის მოქმედების მიმართულებით. ერთეულს სახელი მიენიჭა ინგლისელი ფიზიკოსის ისააკ ნიუტონის პატივსაცემად.
განზომილება და ერთეულები
რედაქტირებაSI სისტემაში ძალის განზომილებაა:
- . ძალის ამ ერთეულს ნიუტონი (ნ) ეწოდება.
ნიუტონმა შეცვალა ძალის ძველი სხვა ერთეულები: კილოგრამ-ძალა (1 კგძ≈9.80665 ნ), ტონა-ძალა (1 ტძ≈9806.65 ნ), დინი (1 დნ=10-5 ნ), ფუნტ-ძალა (1 lbf=4.45 ნ) და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 449.