ჯეიმზ პრესკოტ ჯოული

ინგლისელი ფიზიკოსი

ჯეიმზ პრესკოტ ჯოული (ინგლ. James Prescott Joule; დ. 24 დეკემბერი, 1818, სოლფორდი, ლანკაშირი, — გ. 11 ოქტომბერი, 1889, სეილი, ჩეშირი) — ინგლისელი ფიზიკოსი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1850).

ჯეიმზ პრესკოტ ჯოული
ინგლ. James Prescott Joule
დაბ. თარიღი 24 დეკემბერი, 1818(1818-12-24)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი სელფორდი[6]
გარდ. თარიღი 11 ოქტომბერი, 1889(1889-10-11)[7] [1] [8] [2] [3] [4] [5] [6] (70 წლის)
გარდ. ადგილი Sale[6]
დასაფლავებულია Brooklands
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
 გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ფიზიკოსი
ალმა-მატერი მანჩესტერის უნივერსიტეტი
მეუღლე ამელია გრაიმსი
მამა Benjamin Joule[9]
დედა Alice Prescott[9]
ჯილდოები სამეფო მედალი, კოპლის მედალი[10] , სამეფო საზოგადოების წევრი, ალბერტის მედალი[11] და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი
გავლენა მოახდინეს

იყო ლუდსახარში ქარხნის მფლობელი მანჩესტერის მახლობლად. დიდი წვლილი შეიტანა ელექტრომაგნეტიზმისა და სითბური მოვლენების გამოკვლევაში, დაბალი ტემპერატურების ფიზიკაში, ენერგიის შენახვის კანონის ჩამოყალიბებაში. დაადგინა (1841; გამოაქვეყნა 1843), რომ ლითონის გამტარში ელექტრული დენის გავლისას გამოყოფილი სითბოს რაოდენობა პროპორციულია გამტარის ელექტრული წინაღობისა და დენის ძალის კვადრატისა (ჯოულ-ლენცის კანონი).

1843-1850 ჯოულმა ექსპერიმენტულად დაამტკიცა, რომ სითბოს მიღება შეიძლება მექანიკური ენერგიის ხარჯზე და განსაზღვრა სითბოს მექანიკური ეკვივალენტი. 1851 სითბო განიხილა როგორც ნაწილაკების უწესრიგო მოძრაობა და თეორიულად განსაზღვრა ზოგიერთი აირის თბოტევადობა. ტომსონი, ლორდ კელვინი უილიამ|უ. ტომსონთან ერთად ცდით დაადგინა, რომ აირის ნელი სტაციონარული ადიაბატური გადინებისას ფოროვან ტიხარში მისი ტემპი იცვლება (ჯოულ-ტომსონის ეფექტი). აღმოაჩინა მაგნიტური გაჯერების მოვლენა ფერომაგნეტის დამაგნიტებისას.

სწორედ ჯეიმზ პრესკოტ ჯოულის სახელი ეწოდა ფიზიკის ერთ-ერთი ძირითადი სიდიდის — ენერგიის (მუშაობის) ერთეულს ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. ჯეიმზ პრესკოტ ჯოული გარდაიცვალა 1889 წლის 11 ოქტომბერს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  3. 3.0 3.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  4. 4.0 4.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  5. 5.0 5.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 www.accademiadellescienze.it
  7. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  8. SNAC — 2010.
  9. 9.0 9.1 Pas L. v. Genealogics — 2003.
  10. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  11. English Wikipedia community Wikipedia — 2001.