კულონი
კულონი (აღნიშვნა: კულ, C) — ელექტრული მუხტის საზომი (წარმოებული) ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. მას სახელი ეწოდა ფრანგი ფიზიკოსის შარლ ოგიუსტენ კულონის პატივსაცემად.
კულონი | |
---|---|
სტანდარტი: | SI სისტემის წარმოებული ერთეული |
სიდიდე: | ელექტრული მუხტი |
სიმბოლო (ქართ): | კულ |
სიმბოლო (საერთ): | C |
ეპონიმი: | შარლ ოგიუსტენ კულონის |
ეკვივალენტები: | |
SI სისტემის საბაზისო ერთ. | 1 ა წმ |
გაუსის ერთეულებში | 2.997924580 1010 სტატკ |
ბუნებრივ ერთეულებში | 6.242 1018 e |
განმარტება
რედაქტირებაერთი კულონი არის ელექტრული მუხტის ის რაოდენობა, რომელსაც გადაიტანს ერთი წამის განმავლობაში ერთი ამპერი მუდმივი ელექტრული დენი. [1][2][3]
- 1 კულ = 1 ა x 1 წმ
ერთი კულონი არის აგრეთვე ელექტრული მუხტის ის რაოდენობა, რომელიც არის მოთავსებული ერთი ფარადი ტევადობის მქონე სხეულზე როდესაც პოტენციალთა სხვაობა 1 ვოლტის ტოლია.
- 1 კულ = 1 ფ x 1 ვ
გადაყვანა სხვა ერთეულებში
რედაქტირება- ერთი მოლი ელექტრონების მუხტის ეწოდება ფარადეის მუდმივა. ერთი ფარადეი= 96485.3399 კულ.
- ერთი ამპერ-საათი = 3600 კულ.
- ელემენტარული მუხტი არის 1.602176487 10-19 კულ.
- ერთი სტატაკულონი (გაუსის ერთეულთა სისტემაში მუხტის ერთეული) არის 3.3356 10-10 კულონი.
- ერთი კულონი არის 6.241506 10 18 ელექტრონის მუხტი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ BIPM Table 3. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-18. ციტირების თარიღი: 2010-03-18.
- ↑ NIST: Table 3. SI derived units with special names
- ↑ BIPM SI Brochure, Appendix 1, p. 144