ელექტრული მუხტი

(გადამისამართდა გვერდიდან მუხტი)

ელექტრული მუხტი (აღნიშვნა: ) — სხეულთა და ნაწილაკთა ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი, რომელიც განსაზღვრავს მათ ურთიერთქმედებას გარე ელექტრომაგნიტურ ველთან და აგრეთვე მათ ურთიერთკავშირს საკუთარ ელექტრომაგნიტურ ველთან. სხეული ელექტრული მუხტი მისი შემადგენელი ნაწილაკების დადებითი და უაროფითი მუხტების ალგებრული ჯამის ტოლია. ელექტრული მუხტის მუდმივობის კანონის თანახმად, ნებისმიერი ჩაკეტილი სისტემის ელექტრული მუხტების ალგებრული ჯამი მუდმივია სისტემის შიგნით მიმდინარე ყველა პროცესის დროს. ელექტრული მუხტი დისრეტულია. ელექტრული მუხტების ურთიერთქმედება განისაზღვრება კულონის კანონით, ხოლო კავშირი ელექტრულ მუხტსა და მის მიერ შექმნილ ელექტრომაგნიტურ ველს შორის — მაქსველის განტოლებებით.

დადებითი მუხტის ელექტრული ველი
უარყოფითი მუხტის ელექტრული ველი

სხეულის ელექტრული მუხტი შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. ორი დადებითად დამუხტული სხეული ერთმანეთს განიზიდავს, ისევე როგორც ორი უარყოფითად დამუხტული სხეული, ხოლო საწინააღმდეგო ნიშნის მუხტების მქონე სხეულები ერთმანეთს მიიზიდავს. დამუხტული სხეულების ურთიერთქმედებას სწავლობს ფიზიკის დარგი კლასიკური ელექტროდინამიკა, რომელიც სამართლიანია მანამ, სანამ კვანტური ეფექტები უმნიშვნელოა.

მეოცე საუკუნეში ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად ნაჩვენები იქნა, რომ მუხტი დაკვანტული სიდიდეა: ნებისმიერი სისტემის, ცალკეული სხეულისა თუ ნაწილაკის მუხტი (კვარკების გარდა) არის ელემენტარული მუხტის e-ს ჯერადი, რომელიც ტოლია e = 1,6 × 10 −19 კულონის. პროტონს აქვს e მუხტი, ხოლო ელექტრონს კი −e.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება