ფიზიკაში ელექტრული ველიელექტრომაგნიტური ველის ერთ-ერთი შემადგენელი — მატერიის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც არსებობს დამუხტული სხეულების მახლობლად. ელექტრული ველი ასევე წარმოიქმნება დროში ცვლადი მაგნიტური ველის მიერ. ელექტრული ველი უხილავია, მაგრამ მისი დამზერა შესაძლებელია მისი მოქმედებით დამუხტულ სხეულებზე.

ელექტრული ველის რაოდენობრივი აღწერისთვის განსაზღვრავენ ელექტრული ველის დაძაბულობას. სივრცის მოცემულ წერტილში მისი მნიშვნელობა ტოლია ამ წერტილში მოთავსებულ საცდელ მუხტზე მოქმედი ძალის ფარდობისა ამ მუხტის სიდიდეზე:

.

კლასიკურ ფიზიკაში მაქსველის განტოლებები აღწერს ელექტრული ველის, მაგნიტური ველის, მუხტებისა და დენების ბმულ ევოლუციას.

ლორენცის ძალა აღწერს თუ რა ძალით მოქმედებს ელექტრომაგნიტური ველი რაიმე მუხტზე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება