კილოგრამი
კილოგრამი (აღნიშვნა: კგ, kg) — მასის ძირითადი საზომი ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. უდრის საერთაშორისო პროტოტიპის მასას, რომელიც ინახება ზომებისა და წონების საერთაშორისო ბიუროში (ქ. სერვი, პარიზთან) და წარმოადგენს პლატინა-ირიდიუმის შენადნობის ცილინდრს.
კილოგრამი | |
---|---|
პლატინა-ირიდიუმის შენადნობისგან დამზადებული კილოგრამის ეტალონი. | |
სტანდარტი: | SI სისტემის ძირითადი ერთეული. |
სიდიდე: | მასა |
სიმბოლო (ქართ): | კგ |
სიმბოლო (საერთ): | kg |
ეკვივალენტები: | |
ჯერად ერთეულებში |
1000 გ. 0,001 ტ. |
იმპერიულ ერთეულებში | ≈ 2.204622622 გირვანქა |
სურათები ვიკისაწყობში |
ისტორია
რედაქტირებასაზომთა მეტრული სისტემის შექმნისას, XVIII საუკუნეში კილოგრამს განსაზღვრავდნენ, როგორც 1 დმ³ გამოხდილი წყლის მასას უდიდესი სიმკვრივის ტემპერატურაზე (4°C), ხოლო 1799 წელს კილოგრამის პროტოტიპი დაამზადეს პლატინისაგან საწონის სახით. კილოგრამის პროტოტიპის მასა ≈ 0,028 გრამით მეტი აღმოჩნდა 1 დმ³ წყლის მასაზე. 1889 წელს მიიღეს კილოგრამის არსებული განსაზღვრა და კილოგრამის საერთაშორისო პროტოტიპად დაამტკიცეს პლატინა (90%) — ირიდიუმის (10%) შენადნობისაგან დამზადებული R-ნიშნიანი (გოთიკური მთავრული „კ“) საწონი, რომელსაც 39 მმ სიმაღლისა და დიამეტრის მქონე ცილინდრის ფორმა აქვს. პროტოტიპიდან დამზადებული 40 ასლიდან ორი (№12 და №26) გადაეცა რუსეთს. №12 ეტალონი სსრკ-ში მიღებული იყო მასის სახელმწიფო პირველად ეტალონად, ხოლო №26 — ეტალონ ასლად.
კილოგრამის ჯერადი და წილობითი ერთეულების დასახელების მისაღებად „გრამს“ უმატებენ თავსართებს: მეგაგრამი (მეგგ, Mg), მილიგრამი (მგ, mg) და სხვა.
- 1 მეგგ = 10-9 კგ;
- 1 მგ = 10-6 კგ;
- 1 გ = 0,001 კგ;
- 1 ც = 100 კგ;
- 1 ტ = 1000 კგ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 516.