ელექტრონვოლტი (აღნიშვნა: ევ, eV) — ენერგიის არასისტემური ერთეული. გამოყიენება ატომურ და ბირთვულ ფიზიკაში, ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკაში და მონათესავე დარგებში (ბიოფიზიკა, ფიზიკური ქიმია, ასტროფიზიკა და ა.შ.).

1 ელექტრონვოლტი უტოლდება ენერგიას, რომელიც 1 ვოლტის პოტენციალთა სხვაობის მქონე ორ წერტილს შორის ელემენტარული მუხტის გადასატანად არის საჭირო. q მუხტის გადატანისას შესრულებული მუშაობა qU-ს უტოლდება, ხოლო თუ ნაწილაკის ელემენტარული მუხტი, მაგალითად, ელექტრონის -1.602 176 565(35)·10-19 კულონის ტოლია, მაშინ: 1 ევ = 1.602 176 565(35)·10-19 ჯოული იქნება(1.602 176 565(35)·10-12 ერგი).

ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში ელექტრონვოლტებში ჩვეულებრივ არა მარტო ენერგია, არამედ მასაც გამოისახება, ენერგიისა და მასის ექვივალენტურობიდან გამომდინარე E = mc2 (ან m=E/c2), სადაც c სინათლის სიჩქარეა. ამის გამო უფრო კორექტული იქნება თუ ნაწილაკის მასას ასე გამოვსახავთ – eV/c2, თუმცა გამყოფი c2, იქ, სადაც ორაზროვნება არ შეიძლება გაჩნდეს(იგულისხმება), ხშირად არ წერენ ხოლმე. მასის ერთეულებში 1 ევ = 1.782 661 845(39)·10−36კგ, და პირიქით, 1 კგ = 5.609 588 85(12)·1035ევ. 1 მაე(მასის ატომური ერთეული) = 931.494 061(21) მევ (მეგაელექტრონვოლტი). ელექტრონვოლტებში ნაწილაკის ელემენტარული იმპულსიც შეიძლება გამოისახოს. ბირთვული პროცესებისთვის დამახასიათებელ ენერგიებთან შედარებით ელექტრონვოლტი ძალიან მცირე სიდიდეა, ამიტომ ფიზიკოსები ჯერად ერთეულებს იყენებენ:

ელექტრონვოლტის ჯერადი ერთეულებია: კილოელექტრონვოლტი (კევ), მეგაელქტრონვოლტი (მევ), გიგაელექტრონვოლტი(გევ).

  • 1 კევ = 103 ევ.
  • 1 მევ – 106 ევ.
  • 1 გევ = 109 ევ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება